მთავარი » ლექსები


ლექსი


როცა შენ გიყვარს არ იცი ზღვარი,
რომ შეგიყვარდა დაკარგე თავი
ვინ შეგიყვარდა?
ლამაზი ქალი? მარტო იმიტო რო ნაზი არი?
არა! ის სხვაა ლამაზი, ტურფა
უსპეტაკესი, ვარდივით სუფთა
მორიდებული, თანაც ალალი
ჩამოგდებული შავი დალალი,
შავი თვალები, ლამაზი ცხვირი,
წითელლოყება პატარა პირით,
დათანაც მწველი ცეცხლის ენები,
გარს მეხვევიან მწვავენ და ვდნები
მგონი ეს არის! რასაც ვეძებდი,
მგონი ეს არის! მე ის ვიპოვ
ე!
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 669KoKiTa0ნახვა



სასაცილო ლექსი


ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა,გაიფიქრა:
"წამოვიდეს ნეტავ წვიმა!"

პუშკინმა თქვა:"მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!"

ჰოლმსმა ბრძანა:"მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ,სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.

დი კაბრიომ გაიფიქრა:
"კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო."

სიმწრისაგან კივის ბრუნო:
"მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი."

მარატმა თქვა:"წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!"

მერლინ მონრომ:"აღარ მოვწევ,
ნარკოტიკიც აღარ მინდა,
ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?!
უი...მთვარე ჩამოფრინდა."

შექსპირმა თქვა:"ჩემი სქესი,
მსურს სადავო გახდეს მერე,
პიესებზე ევას ნაცვლად,
ვილიამი დააწერე..."

კეისარმა:"მგონი მკლავენ,
ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი,
ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ,
შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი...(დაცულია ცენზურა)
.......


ლენინმა თქვა:"რას მამწნილებთ,
რა ხალხი ხართ,სუფთა ზანტი,
ან დამმარხეთ,ან დამმალეთ,
გვამი ვარ თუ ექსპონანტი."

ჰიტლერმა თქვა:"გეფიცებით,
არ მომიკლავს ჩემით თავი,
ანალგინი მეგონა და
... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 765KoKiTa0ნახვა



არაფერი სხვა


იქნებ დუმილი? როცა წუხდები ხალხის წივილით!

იქნებ ისურვო ის რაც არავის არ ჰქონებია?!

იქნებ შვებაც მოგინდეს დაგლილსა წუხილით!

იქნებ სიცოცხლეს შენთან კავშირი არც სდომებია!

< ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 617KoKiTa0ნახვა



ლექსი


      ფიქრებში წასულს ..,გზა ამებნა და დავიკარგე
     ლაბირინთიდან გამოსასვლელს ვეძებდი თითქოს,
     მინდოდა რომ კი..? გამეღწია ლაბირინთიდან,
     ვფიქრობ რომ არა,რეალობამ დამაფრთხო ვფიქრობ.

         როგორც გაზაფხულს ამოსული,ხელახლა ია
      მიმოიხედავს და შეამჩნევს ლამაზ სამყაროს,
      აზრად რაც მოსდის,ამას სიცოცხლის წყურვილი ჰქვია,
      ამ ქვეყანაზე მოვლენას კი სულაც არ ნანობს.

         ჩემი ცხოვრებაც  გაზაფხულივით აფეთქდეს მინდა
      გაზაფხულივით რომ მოიწყოს,ფერთა სინაზე
      ისე მომინდა რომ ვიფიქრო, "სიცოცხლე ღირდა"
      და ბოროტს სძლიოს მხოლოდ, კეთილმან, უფლის წინაშე.

         და მიხაროდეს ფიქრებში წასულს უკან მოხედვა,
      არც რეალობა მაფრთხობდეს და აღარც ოცნება ,
      გულს არ მიკლავდეს,იმ ლაბირინთში დაკარგულს ფიქრი
      დღე იყოს მშვიდი,ცხოვრებაც მშვიდი და სულიც მშვიდი.

       ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 620KoKiTa0ნახვა



თავი გალაქტიონი ჰგონია..

ო, სიყვარულო,

რამოდენა ქუსლი გქონია,
გულში ჩამკარი,
დამიტოვე კვალი ჭაღარა..
შარვლის ტოტივით ჩემი გრძნობა
ფეხებზე გკიდია,
შენს გამო დავრჩი გამოხრული
კბილის ამარა..
გამოდის ლამარა!!
ხის კენწეროზე ვდგევარ მარტო,
ცალ ფეხზე მდგომი,
პლასტელინივით იზილება
 ჩემი ფიქრები,
როგორც ხარჩოში ჩაგდებული
 ობოლი ხორცი..
ხის კენწეროზე შენგან დევნილი
 მარტო ვიქნები..
ავხედე ცას, და დავინახე
 გირჩების გროვა..
ვთქვი, ჩემი ნაშა
ბობოყვათიდან როდის ჩამოვა...
გირჩის ხოკლები შენს
 დაბალ-მაღალ კბილებს მაგონებს..
წახველ ბობოყვათს გავაყოლე თვალი ვაგონებს...
აქეთობისას ამ ცხელ გულზე
 დავლიე ფანტა,
მეგონა შენგან დატოვებულ
 დარდს გაფიფანტავ..
ავხედე მთვარეს, გამახსენდა
რუსსკაია ვოდკა,
გახსოვს, იმ ღამეს
 ჩვენ რომ ვჭამეთ მლაშე სილიოტკა..
გადამცდა ძვალი,
გადმოვკარკლე ორივე თვალი..
დავახველე და გამომიჩნდა
 ხერხემლის მალი..
ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად
ჩემში დარჩება,
ო, როგორ მიჭირს ნაძვისაგან
 ფიჭვის გარჩევა..
წაღვერი ისევ გაჰყურებს კეჩხობს..
ლოყზე დიდი მუწუკი ეშხობს... bigsmile ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 886KoKiTa0ნახვა



სასაცილო ლექსი


ეგვიპტეში სკანდალია,
ჟურნალისტთა ბუმია,
აკლდამაში ადგა წეღან,
ფარაონის მუმია.

დაზაფრული გარბის ხალხი,
თითქოს ცხენთა დერბია,
გაგვატარეთ, ჩვენ საქმე გვაქვს
ქართველები შერბიან.

მუმიასთან ინტერვიუ,
მათ ჰგონიათ თამაში,
შეუვარდნენ კამერებით
საცოდავს, აკლდამაში.

როგორია საიქიო?
როგორ დაგხვდნენ მონები?
მივარდნენ და გაუთხარეს
პირში მიკროფონები.

ზის მუმია დაბნეული,
თქვა: ეს ხალხი უბერავს
ბინტს აძრობენ, ცქვიტინიძე
უკვე კაბას უკერავს.



ო, ამონ - რა, სად შეკრიბე,
ერთად ქვეყნის გიჟები?
ვიღაც ყვირის: ჩემს საკანში
დღესვე გეპატიჟები

იმდენი ქნეს, გაუხადეს,
საიქიო ნატრული,
ნასვამია, ენა ებმის!
ოქმებს ადგენს პატრული.

უკან დასდევს ყველგან დუტა,
თითქოს მისი კუდია:
გთხოვ ჩაერთო ჯეოსელში,
მაგთიკომი ცუდია

ძველ მოდაზეც ჰკითხეთ რამე
იხვეწება პასაჟი,
დოქტორ დოტმა გაუკეთა,
ათასგვარი ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 748KoKiTa0ნახვა



ლექსები


ლოცვა

ეს  ფიქრები ჩურჩულებენ ლოცვას
უფალი კი ..ალბათ ითხოვს მოცდას, 
ლოცვა სულით,ლოცვა გულით,ფიქრით  
ვილოცოტ და დალოცვილნი ვივლით. 
ვილოცოთ და შეგვეწევა ღმერთი
ჩვენ არა ვართ სამყაროში ერთი, 
უთვალავი არის უფლის შვილი 
მოვა მალე ალბათ ჩვენი რიგი. 
შეგვეწევა ,დაგვაფარებს  მოწყალების   კალთას 
დაგვლოცავს და...სხვა  უფალმა რა ქნას,
შეგვიწყალოს ჩვენ უღირსნი შვილნი,
ვილოცოთ და ვიყოთ დალოცვილნი
სულის ნავარდი

არც ისე შორს ხარ და არც ისე ახლოს
და ამ სიშორემ როგორღაც გაგვყო
ჩემი სული კი შენთან ნავარდობს
და იქვე ახლოს შენს მკერდზე სახლობს.
ჩემს სულს შენთან დაუდია ბინა,
ჩუმად..! დახე,მკერდზე როგორ სძინავს,
ხელი ნაზად დააფარე, სცივა... 
კანკალებს და დარდისაგან გმინავს.  
შფოთავს,ბორგავს,დაგკანკალებს გულზე,  
მარტოობას, ვაი.., ვეღარ უძლებს, 
ვეღარ უძლებს უშენობის ტკივილს
ქალიც,თვალიც,სულიც,გულიც ტირის.


***

ფრთებგაშლილი არწივივით, ვეფოფინე კერას
ვეღარ შევძელ მისი დაცვა, გესმით?-ვეღარ, ვერა 
ჩამისაფრდა მონადირე,ფრთა მომტეხა, დამჭრა 
თითქმის უ ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 646KoKiTa0ნახვა



გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!


დილით, როგორც კი ავდექი,
პამელამ ყავა მომართვა.
მიირთვი, საყვარელოო-
ალერსიანად მომმართა.

შაქარი აკლდა, ავიკლე
საწყალი დედის გინებით,
ბიტლზის კონცერტზე წავედი,
ბრედ პიტის ლიმუზინებით.

ობამას დავუმესიჯე:
რა დედისგან ხარ შობილი?
ბუს სამი კვერცხი გავყიდე,
ვიყიდე ავტომობილი.

ზარს მიშვებს რონალდინიო,
ფულს მომთხოვს, ასე მგონია,
ჩვენი ნაკრები ფეხბურთში
მსოფლიო ჩემპიონია.

კონცერტის შემდეგ მადონას
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე
მთელ სახლში ფანჯრის რაფები.

ევრონიუსი დავხურე,
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე,
მეკობრეების გემები.

ზუსტად ათ ამში გავტეხე,
მაიკროსოფტის საიტი,
თემქაზე დავიბარე და
ვამღერე ბარი ვაიტი.

იმდენი ვურტყი ბინ ლადენს,
ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან,
სარკოზის გადმოვაფურთხე
პირდაპირ ეიფელიდან.

ჯეკი ჩანს ვთხოვე, ბუტკიდან
ამომიყოლა ნაღები,
ორივე ფეხზე მეკიდა
სემირამიდას ბაღები.

საწყალ ვენერა მილოსელს,
ისევ ვაჩუქე ხელები,
შაკირამ გამიპრიალა
დილისთვის ფეხსაცმელები.

რაცა ვთქვი, არის სიმართლე
მეტის თქმა არა მინდა რ ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 671KoKiTa0ნახვა



სასაცილო ლექსი


დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი რიჟა,
მოაწყო მან ვეიქ-ფართი
და უბნებიც დაპატიჟა.


დაღონებული დაბრუნდა გლდანი,
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი ზმანი
Fეის-კონტროლი ვერ გაიარა.


თუმც დაპატიჟა ვაკემ პირადად,
ვერ მიდის სტუმრად მაინც ლოტკინი,
სენმა დასძლია, ავადმყოფია,
ლოგინში წევს და სტანჯავს ბოტკინი.

ჩამოფრენილა სტუმრად ბროდვეიც,
სუფრას მიუჯდა თუმცა ეს-ესღა
თემქამ ვერასთან ზარი გაუშვა
საჩუქრისათვის ფული ესესხა.

სანზონა ღელავს, ტირილს აპირებს,
რადგან გაეხა ჯინსი შუაზე,
ისანს ჰალსტუხი უშოვია და
იცინის, აღარ არის ჭკუაზე.

გამოვძღებიო-ხარობს გლდანულაც
ცმუკავს, დახტუნავს, თითქოს რწყილია,
სიგარას ქაჩავს ნახალოვკა და
რაღა თქმა უნდა დაბოლილია.

ზემკა მთვრალია, ნატვრით იძახის:
ასეთი ლხინი, ღმერთმა სულ მომცეს!
შემოუერთდათ მათ ავლაბარი,
ხმამაღლა ყვირის: ჯიგრებო, ვონცეს!


დიდუბე ცეკვავს ორთაჭალასთან,
ავჭალა მიქსავს, ბობოქრობს რეპი,
ჯიპით მოვიდა საბურთალო და
ვაკეს მიუძღვნა ბაჯაღლოს ცეპი.

განსხვავებულით სვამდა სამგორი,
გახდა წითელი, როგორც მარწყვია,
მთვრალმა თავი ვერ შეიკავა და
იქვე სუფრასთან ურცხვად არწყია.


იუბილარი გაწყრა სასტიკად,
საბრალო სამგორს უწყო გინება,
ეს ფაქტი იყო დიადი ფართის,
... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 1212KoKiTa0ნახვა



ვაი რა კარგი საჩინო


რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 716KoKiTa0ნახვა



ლექსი


დღეები გადის, მაგრამ უშენოდ
 არც ერთი წამი არ მიცხოვრია
ჩემთან, აქ ახლოს ცხოვრობ ფიქრებში, 
არსად შენ სხვაგან არ გიცხოვრია.
მონატრებისგან შენი სიშორე
სულ ახლომახლოდ მომჩვენებია,
როცა შეგხედავ, ახალ სიცოცხლეს
სულ ახლად ვიწყებ ასე მგონია.
შენ ერთი ნაზი ყვავილი გქვია,
გულში გაზრდილი ნორჩი ენძელა.
მე სიყვარულის ტრფობისგან იცი?
ზეზედ რამდენჯერ ჩამძინებია.
მინდოდა მეთქვა რომ სხვა ამნაირს 
მე სხვაგან არსად არ შევხვედრივარ
გულს ლოდი აწევს და ამის გამო
ასე მგონია არ მისუნთქია,
დამძიმებული სიყვარულისგან
ჭირს ამოსუნთქვა, ისე ძნელია,
მაგრამ მე შენი არსება მატკბობს
ამოსუნთქვაზეც უფრო მეტია.
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 611KoKiTa0ნახვა



ლექსები Counter Strike-ზე


============

ეხა კი ლექსები:

============

CS ჰიმნი
ჩემი ხატია CS-ი
სახატე მთელი Dust_2
განათებული Aztec-ით
წილნაყარია ბაზასთან
თავისუფლება დღეს Forceb-ს
ქაუნთერს უმღერს ტერორი
ცისკრის იგროკი ამოდის
და 2 ბომბს შუა ბრწყინდება
დიდება ჩვენს დიდ CS-ის
დიდ CS-ს დიდება

By G1o
============

სად წაგიყვანო სადაო,რომელი Map-ი ჯობია?
Dust_2,Nuke თუ Inferno
Aztec ყველას ჯობია

ByNewbye

============

Dust_2 Long-ის ქვეყანა,
Glock-ით შემოვიარე,
რომ მითხარი მოვალო,CW-ზე,
რატომ დაიგვიანე?
შენთვის აღებული მაქ
AWP და ლაკარტკა,
სამტყვიანზე გადართე,ლამერო,
თუ კი მოგიახლოვდნენ

By Q'zen & MarcX1

============

... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 661KoKiTa2ნახვა



ლექსები


შენ სადაც გძინავს იმ ოთახის ჰაერი მინდა . . .
გვერდით გეჯდე და მძინარეს გიცქერდე მინდა . . .
შენი თვალების სითბო და ეშხი მათბობდეს მინდა . . .
როდესაც მთვარე სადარაჯოდ ამოვა ცაზე,მე მოფერება მინდა . . .
შენი ხელების სიძლიერე მათბობდეს მიბდა . . .
შენი ტუჩების სიწითლეს ვირეკლავდე მინდა . . .
მე შენი გრძნობის დამორჩილება მინდა . . .
მე შენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა . . .
მე შენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა . . .
... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 731KoKiTa0ნახვა

« 1 2 3 4 5 6 7 »