11 წლის ეგვიპტელი მაჰმუდ ვაელი, რომელსაც
რამდენიმე წამში გამოანგარიშება შეუძლია, კორპორაცია Microsoft-ის
ტექნიკური სპეციალისტად აიყვანეს.
როგორც "ინტერფაქსი” იუწყება, ბიჭს სულ რამდენიმე წამი ჭირდება 40-ის
78-ზე გასამრავლებლად. ვაელის თქმით, მისი შესაძლებლობები მამამ აღმოაჩინა,
როდესაც იგი 3 წლის ასაკში თავის დას ამოცანის ამოხსნაში დაეხმარა. მან
დასძინა, რომ თავს "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ბიჭად ” მიიჩნევს. მეზობლები
კი ბიჭს გენიოსად აღიარებენ.
"ახლა მე ინფორმაციული ქსელების
ექსპერტი ვარ და უკვე მუშაობა შემიძლია. თუკი რამის გაგება დამჭირდება,
"გუგლი” და "ვიკიპედია” მაქვს, – ამბობს Microsoft-ის ტექნიკური
სპეციალისტი.
9 წლის ვაელი ქაიროს ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში
შევიდა, ახლა კი იგი ინფორმატიკის კურსს გადის. ბიჭი თავისუფლად
ლაპარაკობს არაბულ და ინგლისურ ენებზე, სწავლობს ფრანგულს და ყველაზე მეტად
"კომპიუტერითაა” დაინტერესებული.
თუ კი ყველა იმ ნივთის სიას
ჩამოვწერთ, რომელთა რობოტიზებაც შესაძლებელია, ფანჯრის ფარდა მასში
ყველაზე ბოლოს მოხვდება. ალბათ, ასე მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რადგანაც,
ნიკლას როიმ (Niklas Roy) ამ საქმისთვის ხელის მოკიდება გადაწყვიტა, რათა ცოტაოდენი პრივატულობა უზრუნველყო საკუთარი თავისთვის. ფანჯრის გარედან დაყენებული
კამერისა და სერვოძრავის დახმარებით ფარდა ტროსზე მოძრაობს და ყველანაირად
ცდილობს ბინაში მცხოვრებნი გამვლელთა ცნობისმოყვარეობისგან დაიცვას.
«გვერდითი ეფექტი» იმაში მდგომარეობს, რომ ისტერიულად მოძრავი ნაჭერი
კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს – ეს მომენტი გამომგონებელს ნამდვილად
არ გაუთვალისწინებია. თუ კი თქვენ მიღებულ გაჯეტს მოქმედებაში იხილავთ,
ორწუთიანი ჯანმრთელი სიცილი უზრუნველყოფილი გაქვთ.
ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება: დგები, სახლს ალაგებ, სამსახურში
მიდიხარ, იქაც ერთი და იგივე საქმეს აკეთებ, ბრუნდები, ისევ საქმე, ისევ
ოჯახი. პრობლემები… პრობლემები… თუ დაუკვირდებით ეს ყველაფერი უბრალოდ
მოსაწყენია..
გინდა იყო გამორჩეული? გინდა იყო მისაბაძი ადამიანი?
გინდა შენით ამაყობდნენ? მაშინ შეიცვალე ცხოვრების სტილი და მიეცი შენს
თავს პირობა, რომ გააკეთებ რამე არანორმალურს, არარეალურს და შოკის
მომგვრელს. გთავაზობთ 25 მაგალითს, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა
მრავალფეროვანი გაიხადოთ ცხოვრება.
1. სცადე პარაშუტით ხტომა.
2. ისწავლე თვითმფრინავის მართვა, პატარა თვითმფრინავის მაინც. ცოტაა? მაშინ სცადე "ისტრიბიწელის” მართვა.
3. წინა კბილში ჩაისვი ბრილიანტი.
4. ისწავლე ბილიარდის თამაში და თამაშით ფულის კეთება სცადე.
5.
გააკეთე საკუთარი მაგიის სალონი. სერიოზული, მკითხაობებით, მრგვალი
ბურთით, კარტი ტაროთი, აზრების კითხვებით და ა.შ. არავითარ შემთხვევაში
მუქი ფარდებითა და მსუქანი ქალებით "მაგების” როლში. 6. კვირაში ერთხელ გარეთ გადი უმაკიაჟოდ, უმანქანოდ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით შემოიარე ნაცნობები.
7.მოკლედ
შეიჭერი თმა და ქმარს ნება მიეცი მოგეფეროს თავზე, როცა კარგად მოიქცევი.
სხვათა შორის ძველ ეგვიპტეში ყველაზე
... კითხვის გაგრძელება »
1) კლუბში ან ბარში მიდიხართ გოგოსთან და ეკითხებით: " გინდა სასმელი გიყიდო? თუ ჯობია პირდაპირ 5 ლარი მოგცე? " 2)
სერიოზული სახითა და ქცევით მიდიხართ გოგოსთან, უკანალზე მაგრად ჰკიდებთ
ხელს და როდესაც გაბრაზებული შემოგხედავთ, ისევ სერიოზული სახით ეკითხებით:
" უკაცრავად! ეს ადგილი დაკავებულია? " 3)" გჯერა ერთი ნახვით შეყვარების? თუ კიდევ ერთხელ ჩაგიარო? " 4)" ადამიანის სხეული 90% წყლისგან შედგება და იცი ...... მწყურია!!! " 5)" ყალბ ნომერს მაინც არ მეტყვი? " 6)" ძალიან გეტკინა როცა სამოთხიდან ჩამოვარდი? " 7)" გამარჯობა, იცი მე იმაზე მეტს ვშოულობ რამდენის დახარჯვაც შეგიძლია " 8): იცი ცა რატომ არის ასეთი ნაცრისფერი? რაც ცისფერი იყო შენმა თვალებმა მოიპარეს " 9)" უშნო ხარ, მაგრამ რაღაც მიზიდავს შენში " 10)" გიყიდიდი სასმელს, მაგრამ ჭიქაზე ვიეჭვიანებ!!! "
1)ლოგიკა მიგიყვანთ A წერტილიდან B-ში. ფანტაზია ყველგან. 2)ინფორმაცია არ არის ცოდნა. 3)ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს ..... გენიოსები მათ თავიდან ირიდებენ. 4)მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს მასზე, ვინც სიყვარულის მორევში ვარდება. 5)არ
ვიცი რა იარაღს გამოიყენებენ მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ მეოთხე მსოფლიო ომში ქვებითა და ჯოხებით იბრძოლებენ. 6)არასოდეს ვფიქრობ მომავალზე .... ის ძალიან სწრაფად მოდის. 7)თუ ფაქტები არ ერგება თეორიას, მაშინ შეცვალეთ ფაქტები. 8)თუ რაიმეს მარტივად ახსნა არ შეგიძლია, ესეიგი ის კარგად არც გესმის. 9)ყველას უნდა ეცეს პატივი, როგორც ინდივიდუალს და არა როგორც კერპს. 10)ძალიან ცოტანი არიან ისეთები ვინც გრძნობენ საკუთარი გულით და ხედავენ საკუთარი თვალებით. 11)ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ადამიანის იდიოტიზმი, თუმცა სამყაროს უსასრულობაში მთლად დარწმუნებული არ ვარ. 12)ჩვენ არ შეგვიძლია პრობლემის გადაჭრა იმავე აზროვნებით, როგორითაც შევქმენით ეს პრობლემა. 13)შენ ჯერ უნდა ისწავლო თამაშის წესები და შემდეგ ეცადო, რომ ყველაზე უკეთ ითამაშო 14)ტექნოლოგიური პროგრესი ნაჯახის მსგავსია, რომელიც პათოლოგ კრიმინალს უჭირავს ხელში. 15)ისწავლე გუშინდელიდან, იცხოვრე დღევანდელით და იმედი იქონიე ხვალინდელის. ... კითხვის გაგრძელება »