მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 27 » ლექსი
19:34
ლექსი


      ფიქრებში წასულს ..,გზა ამებნა და დავიკარგე
     ლაბირინთიდან გამოსასვლელს ვეძებდი თითქოს,
     მინდოდა რომ კი..? გამეღწია ლაბირინთიდან,
     ვფიქრობ რომ არა,რეალობამ დამაფრთხო ვფიქრობ.

         როგორც გაზაფხულს ამოსული,ხელახლა ია
      მიმოიხედავს და შეამჩნევს ლამაზ სამყაროს,
      აზრად რაც მოსდის,ამას სიცოცხლის წყურვილი ჰქვია,
      ამ ქვეყანაზე მოვლენას კი სულაც არ ნანობს.

         ჩემი ცხოვრებაც  გაზაფხულივით აფეთქდეს მინდა
      გაზაფხულივით რომ მოიწყოს,ფერთა სინაზე
      ისე მომინდა რომ ვიფიქრო, "სიცოცხლე ღირდა"
      და ბოროტს სძლიოს მხოლოდ, კეთილმან, უფლის წინაშე.

         და მიხაროდეს ფიქრებში წასულს უკან მოხედვა,
      არც რეალობა მაფრთხობდეს და აღარც ოცნება ,
      გულს არ მიკლავდეს,იმ ლაბირინთში დაკარგულს ფიქრი
      დღე იყოს მშვიდი,ცხოვრებაც მშვიდი და სულიც მშვიდი.

         და ავფეთქდები.!,როგორც კვირტი ატმის ტოტისა
      სულს ვანავარდებ  ცაში ,როგორც  პირველმერცხალი
      და დაიმსხვრევა დარდი, როგორც ჭიქა ბროლისა
      და ვიტყვი მაშინ..,  ბედნიერება სწორედ ეს არი.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 651 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]