მთავარი » 2010 ოქტომბერი 25 » სასაცილო ლექსი
15:24 სასაცილო ლექსი | |
ეგვიპტეში სკანდალია, ჟურნალისტთა ბუმია, აკლდამაში ადგა წეღან, ფარაონის მუმია. დაზაფრული გარბის ხალხი, თითქოს ცხენთა დერბია, გაგვატარეთ, ჩვენ საქმე გვაქვს ქართველები შერბიან. მუმიასთან ინტერვიუ, მათ ჰგონიათ თამაში, შეუვარდნენ კამერებით საცოდავს, აკლდამაში. როგორია საიქიო? როგორ დაგხვდნენ მონები? მივარდნენ და გაუთხარეს პირში მიკროფონები. ზის მუმია დაბნეული, თქვა: ეს ხალხი უბერავს ბინტს აძრობენ, ცქვიტინიძე უკვე კაბას უკერავს. ერთად ქვეყნის გიჟები? ვიღაც ყვირის: ჩემს საკანში დღესვე გეპატიჟები იმდენი ქნეს, გაუხადეს, საიქიო ნატრული, ნასვამია, ენა ებმის! ოქმებს ადგენს პატრული. უკან დასდევს ყველგან დუტა, თითქოს მისი კუდია: გთხოვ ჩაერთო ჯეოსელში, მაგთიკომი ცუდია ძველ მოდაზეც ჰკითხეთ რამე იხვეწება პასაჟი, დოქტორ დოტმა გაუკეთა, ათასგვარი მასაჟი. სულ ყველა რომ შეეჭამა, ბევრი ჰქონდა პრიჩინა თუმც მუმიამ ნებისყოფა, მტკიცე გამოიჩინა. ხმამაღლა თქვა: ამ ცხოვრებას მირჩევნია ყოფილი, და მუმიას სევდას უკვე აანონსებს პროფილი დააბრალეს ჯაშუშობა, გაუმზადეს ხუნდები, ყვირის: ყველა დამეკარგეთ, საიქიოს ვბრუნდები. ნურც ნურავინ შემეხება, არც არავის ვეხები თქვა და სტრესის გადამკიდემ, კვლავ გაფშიკა ფეხები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |