მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 25 » ლექსები
15:21
ლექსები


ლოცვა

ეს  ფიქრები ჩურჩულებენ ლოცვას
უფალი კი ..ალბათ ითხოვს მოცდას, 
ლოცვა სულით,ლოცვა გულით,ფიქრით  
ვილოცოტ და დალოცვილნი ვივლით. 
ვილოცოთ და შეგვეწევა ღმერთი
ჩვენ არა ვართ სამყაროში ერთი, 
უთვალავი არის უფლის შვილი 
მოვა მალე ალბათ ჩვენი რიგი. 
შეგვეწევა ,დაგვაფარებს  მოწყალების   კალთას 
დაგვლოცავს და...სხვა  უფალმა რა ქნას,
შეგვიწყალოს ჩვენ უღირსნი შვილნი,
ვილოცოთ და ვიყოთ დალოცვილნი
სულის ნავარდი

არც ისე შორს ხარ და არც ისე ახლოს
და ამ სიშორემ როგორღაც გაგვყო
ჩემი სული კი შენთან ნავარდობს
და იქვე ახლოს შენს მკერდზე სახლობს.
ჩემს სულს შენთან დაუდია ბინა,
ჩუმად..! დახე,მკერდზე როგორ სძინავს,
ხელი ნაზად დააფარე, სცივა... 
კანკალებს და დარდისაგან გმინავს.  
შფოთავს,ბორგავს,დაგკანკალებს გულზე,  
მარტოობას, ვაი.., ვეღარ უძლებს, 
ვეღარ უძლებს უშენობის ტკივილს
ქალიც,თვალიც,სულიც,გულიც ტირის.


***

ფრთებგაშლილი არწივივით, ვეფოფინე კერას
ვეღარ შევძელ მისი დაცვა, გესმით?-ვეღარ, ვერა 
ჩამისაფრდა მონადირე,ფრთა მომტეხა, დამჭრა 
თითქმის უფრთოდ,ცალფრთით კიდევ,როგორ შევძლო დაცვა. 
 "ვაჟას  არწივის"-არ იყოს, მეც ვცდილობ ფეხზე ადგომას,
ცალფრთას გავშლი და დავკეცავ,ვფიქრობ: ყოფნა თუ არყოფნა:
ყიფნა მჭირდება ისევე რომ გავუფრთხილდე საუნჯეს... 
ლამის შემშალოს ტკივილმა,ლამის ბაგენი დამუნჯდნენ.   
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 643 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]