მთავარი » 2010 ოქტომბერი 24 » გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა!
22:23 გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა! | |
დილით, როგორც კი ავდექი, პამელამ ყავა მომართვა. მიირთვი, საყვარელოო- ალერსიანად მომმართა. შაქარი აკლდა, ავიკლე საწყალი დედის გინებით, ბიტლზის კონცერტზე წავედი, ბრედ პიტის ლიმუზინებით. ობამას დავუმესიჯე: მაიკროსოფტის საიტი, თემქაზე დავიბარე და ვამღერე ბარი ვაიტი. იმდენი ვურტყი ბინ ლადენს, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან, სარკოზის გადმოვაფურთხე პირდაპირ ეიფელიდან. ჯეკი ჩანს ვთხოვე, ბუტკიდან ამომიყოლა ნაღები, ორივე ფეხზე მეკიდა სემირამიდას ბაღები. საწყალ ვენერა მილოსელს, ისევ ვაჩუქე ხელები, შაკირამ გამიპრიალა დილისთვის ფეხსაცმელები. რაცა ვთქვი, არის სიმართლე მეტის თქმა არა მინდა რა თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |