სამი კაცი შევიდა რესტორანში პურის საჭმელად. მებუფეტემ იანგარიშა დანახარჯი 30 ლარი. თითოეულმა გადაიხადა 10 ლარი. როცა გარეთ გამოვიდნენ, მებუფეტემ ხელმეორედ იანგარიშა და აღმოჩნდა, რომ 5 ლარი ზედმეტი გადაახდევინა. ეს 5 ლარი იქვე მდგომ ბიჭს გაატანა კაცებისათვის გადასაცემად (5 ერთლარიანი კუპიურები იყო). ბავშვმა სამ კაცს თითო ლარი გადასცა, ორი ლარი კი თვითონ დაიტოვა.
ახლა ვიანგარიშოთ: 3 კაცმა გადაიხადა ათ-ათი ლარი და თითო ლარი უკან დაუბრუნეს, ე.ი. თითოეულმა დახარჯა 9 ლარი. სამივემ ერთად დახარჯა 9×3=27 (ლარი). ამას დავუმატოთ ბავშვის მიერ მითვისებული 2 ლარი და გამოვა 27+2=29 (ლარი). გადახდილი კი იყო 30 ლარი.
სად დაიკარგა 1 ლარი?