მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17


12 კილოიანი ოქროს ნაძვის ხე

დასახელება: 12 კილოიანი ოქროს ნაძვის ხე
მდებარეობა: იაპონია
ავტორი: გინზა ტანაკა

აღწერა: იაპონიაში გინზა ტაკანმა 12 კილოიანი ნაძვის ხე ააგო.. იგი 2 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული.. :)

ვისაც ახალი წელი უყვარს და არ მოსწონს ხელოვნური ნაძვის ხეები, მათთვის იაპონელმა იუველირმა გინზა ტანაკამ ოქროს ნაძვის ხე შექმნა. ის 2.5 მეტრი სიმაღლისაა და 12 კილოგრამს იწონის.
ახალი წლის ლუქს კლასის ნაძვის ხე ოქროს ფირფიტებითა და 60-მდე ოქროს გულითაა მორთული. გარდა ამისა, მას ტრადიციული ლენტიც აქვს შემოვლებული, რომელიც ყველა სხვა დეტალის მსგავსად, ძვირფასი ლითონითაა შექმნილი. ნაძვის ხის ფასი 2 მლნ აშშ დოლარია.
ეს გინზას პირველი ექსტრავაგანტული ნამუშევარი არ არის. მან იაპონიის ახალდაბადებული პრინცისთვის 24 კარატიანი ოქროსგან ცხენის სკულპტურა შექმნა.
ძვირფასი ნაძვის ხე ღირებულებით მხოლოდ აბუ დაბის შარშანდელ ნაძვის ხეს ჩამოუვარდება. 13 ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 832KoKiTa0ნახვა



როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს

დასახელება: როგორ შევხვდეთ ახალ 2012 წელს
სიახლის ტიპი: ტექსტი

ახალი წლის ადგილი:
აუცილებლად მორთეთ სახლი საახალწლოდ. იდეალურ ვარიანტში – ეს უნდა იყოს ზღვის თემატიკა, ვინაიდან მომავალი წელი – შავი წყლის დრაკონის წელია (გამოდგება ზღვის ვარსკვლავი, ნიჟარები). და რასაკვირველია, აუცილებელია თვითონ დრაკონის გამოსახულება, როგორც მომავალი წლის სიმბოლო, კარგი იქნება, თუ ეს ფიგურა დამზადებული იქნება ბროლისგან, კერამიკისა ან ხისგან.

სად განვათავსო დრაკონის ფიგურა:
დრაკონის სიმბოლო აღმოსავლეთში ძლევამოსილ მცველად აღიქმება. ის ასახიერებს ახლის დაწყებას და ამასთანავე, `კეთილ წყალს~, რაც კეთილდღეობასა და სიმდიდრეს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, დრაკონის სიმბოლოს კეთილდღეობისა და მუდმივი წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევენ.
ითვლება, რომ დრაკონი სახლში ან ოფისში წარმატებისა და კეთილდღეობის "კოსმ ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 840NeWbYe0ნახვა



საახალწლო სუფრა

დასახელება: საახალწლო სუფრა

სიახლის ტიპი: ტექსტი

საახალწლო სუფრა:
საახალწლო სუფრას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს . გავრცელებულია აზრი რომ თუ საახალწლო სუფრა უხვი და ლამაზი იქნება მერე ოჯახში მთელი წელი სიუხვე და ბედნიერება სუფევს. მე პირადად საახალწლო სუფრა ახალი წლის დადგომას , ახალ იმედებს, ოცნებებს და ყველანაირ სიახლეს მახსენებს . სუფრაზე არის ისეთი კერძები რომელსაც წლის სხვა სეზონებზე ვერ შეხვდები . ამიტომაც აქვს საახალწლო სუფრას თავისი ხიბლი.

საახალწლო სუფრის კერძებში ყველაზე მთავარი ადგილი უჭირავს საცივს , რომელსაც ტრადიციულად ინდაურის ხორცისგან ამზადებენ . როგორც წესი ინდაურს ქართველები სხვა დროს არ ვწყალობთ მაგრამ ახალი წლის შემდეგ შეიძლება მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი ცოცხალი ინდაურიც ვეღარ იპოვოთ.

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გოჭს, რომელიც შემწვარ მდგომარეობაში , პირში ბოლოკით , ამშვენებს სუფრას. ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 1470NeWbYe0ნახვა



10 რჩევა ზამთარში გრიპის ასაცილებლად

1. შეხვედრისას ხელს ნუ ჩამოართმევთ, ნუ აკოცებთ, ნუ მოეხვევით. უბრალოდ მისალმების პასუხად თავი დაუქნიეთ. სახლში მისვლისას ხელები და პირი 20 წამი დაიბანეთ, ცხვირი გამოიბანეთ.

2. ხელებით არ შეეხოთ პირს, ცხვირსა და თვალებს – ჭუჭყიანი ხელებიდან ვირუსი ლორწოვან გარსზე სწრაფად ხვდება. თან ატარეთ სპირტიანი ხელსახოცები და ხელები ხშირად გაიწმინდეთ.

3. ადამიანებისგან 1–2 მეტრის მოშორებით დადექით, რათა ხველებისა და დაცემინებისას ნახველის წვეთები არ მოგხვდეთ.

4. თუ ოჯახის წევრი გრიპით ავად გახდა, ცალკე ოთახში მოათავსეთ, დამცავი ნიღაბი გაიკეთეთ და ისე მოუარეთ.

5. ბინა ყოველდღიურად სველი წესით დაალაგეთ. წყალში 1–3 წვეთი ლიმონის ან ნებისმიერი წიწვოვანის ეთერზეთი ჩაუმატეთ – ვირუსების განადგურებას ეხმარება. გაწმინდეთ არამხოლოდ იატაკი, ასევე ტელეფონის აპარატი, კარის სახელურები და ა.შ.

6. ქუჩაში ნიღბით იარეთ. ნიღაბი ყოველ 2 საათში შეცვალეთ, ვინაიდან ადვილად ტენიანდება და ვირუსები მასში დაუბრკოლებლად აღწევენ.

7. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, მით უფრ ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 887KoKiTa0ნახვა



საინტერესო

გულის დარტყმის ფაქტები!

1)კაცი რომელიც გარდაიცვალა გულის შეტევით ბრიტანული კომედიის "the goodies”-ის ყურების დროს

1975 წლის 24 მარტს ალექს მიტჩელი,50 წლის კალატოზი ქალაქ კინგს ლინიდან(ინგლისი),გარდაიცვალა სიცილით "the goodies”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის ყურების დროს.როგორც მისი ცოლი იხსენებს,მიტჩელს არ შეეძლო შეეწყვიტა სიცილი ეპიზოდი "Kung Fu Kapers”ის ყურებისას,სადაც ტიმ ბრუკტეილორი,რომელიც შოტლანდიელივითაა გამოწყობილი,ცდილობს თავი დაიცვას შოტლანდიური სტვირით შავკანიანი ბილ ოდისგან.25 წუთიანი შეუჩერებელი სიცილის შედეგად მიტჩელი მძიმედ დაეშვა სავარძელზე და გულის შეტევით გარდაიცვალა.მისმა ქვრივმა წერილი გაუგზავნა”the goodies”ის გუნდს,სადაც მადლობას უხდიდა მათ რომ მიტჩელის ბოლო წუთები ასეთი სასიამოვნო გახადეს.

2)ბრმა ქალი,რომელსაც თვალი აეხილა გულის შეტევის შემდეგ

ჯოის ურჩის,რომელიც უსინათლო იყო 25 წლის განმავლობაში,უცბათ აეხილა თვალი გულის შეტევის შემდეგ.1979 წლიდან ჯოისი ცხოვრობდა სიბნელეში,თუმცა გულის შეტევის შემდეგ,როდესაც გაიღვიძა, შეძლო დაენახა სამყარო საკუთარი თვალებით.ექიმები ვერ ხსნიან ამ ფაქტს და "სასწაულს” ეძახიან,ხოლო ჯოისს თავისი მოსაზრე ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 714KoKiTa0ნახვა



მახასიათებელი ნიშნები თვალების ფერის მიხედვით

ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი თვალები- ბუნება თქვენგან მხოლოდ ენერგიის მუდმივ გადაცემას მოითხოვს. მან ხომ მიზნისკენ მსწრაფი, სამყაროს გარდამქმნელი ენერგიით დაგაჯილდოვათ. თქვენთვის ნებადართულია ყველაფერი, რისი გაკეთებაც კი გინდათ. თქვენ მიმზიდველობით, გამჭრიახობით, მგრძნობელობითა და ტემპერამენტით ხართ დაჯილდოებული. ადვილად გიყვარდებათ, მაგრამ სწრაფადვე "ქრებით". ძალზე ფიცხი ხართ, მაგრამ წყენას იოლად ივიწყებთ. თქვენი ნაკლი კი თქვენი ხშირი კაპრიზებია.

თაფლისფერი, შავი თვალები- მოემზადეთ ადამიანებისთვის თავის მოსაწონებლად. სიბრძნეს მოუხმეთ და ბრძოლაში შეუნიღბავად არასოდეს ჩაერთოთ. მიმზიდველობა, ჭირვეულობა და მარჯვე შემთხვევის მოლოდინი თქვენი მთავარი 3 კოზირია. ისწავლეთ ამ კოზირების სწორად გამოყენება და გარშემომყოფები ყველაფერს თავისი ნებით მოგართმევენ. იყავით მუდამ მოწესრიგებული, მიაქციეთ ყურადღება საკუთარ მეტყველებასაც და ჟარგონები გამორიცხეთ. ცხოვრების თანამგზავრი 1 პრინციპით - თქვენთვის ვის უფრო მეტი მსხვერპლის გაღება შეუძლია - ეძებეთ. და მისგა ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 766KoKiTa0ნახვა



ყველა დროის საუკეთესო ინტონაციური ლექსები

ქალი დარჩა შინაბერა,

ეცვა გრძელი სვიტრი,
ვინმეს თუ არ გააყოლეს
მას უშველის კიტრიი?

მაცივარში ყველა პროდუქტს
გაუვიდა ვადა,
ხორციც გაძვირებულა და
მე გამაძღობს ქადა?


ყველაფერი გაძვირდა,
გაიფდა ხალვა,
ამისათვის შევიყვარო,
ნათელაშვილი შალვა???
ჩემო უჩა ეგ რუსეთი
მარტო შენ არ გკიდია,
მარა ვითომ საქართველო
ნატოში არ კიდიათ?!
ეს ცხოვრება აირია
მგელმა მისცა მელას
ნატოში თუ ვერ შევალთ
დავაბრალოთ გელას?
კაცი თავს თუ ჩამოიხრჩობს,
... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 1020KoKiTa0ნახვა



ანეკდოტები

-მითხარით თუ იცით ჯონიმ ცოლი რატომ შეირთო ასე გვიან?
- მას უნდოდა სანამ ცოლს შეირთავდა მუდმივი და საიმედო შემოსავალი ჰქონოდა.
-ახლა რა შემოსავალი აქვს ასეთი?
-ახლა პენსია მიიღო სიბერით.


- რა სახსრებით არსებობ?
- ვწერ.
- ჟურნალისტი გახდი?
- არა. მამაჩემს, ვწერ, რომ ფული გამომიგზავნოს.


მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეს:
- მითხარი, სტივ, ხანდახან მაინც თუ უსმენ საკუთარი სინდისის ხმას?
სტივი:
- რომელი არხით გადასცემენ?

შოტლანდიელს მეგობარი შეხვდა.
- რა მოგივიდა? ხელს რატომ იფარებ ლოყაზე?
- ახლახან ორი კბილი ამოვიღე.
- ორი? გუშინ ხომ მითხარი რომ ერთი კბილი გაწუხებდა?
- ექიმს ხურდა არ აღმოაჩნდა.

... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 918KoKiTa0ნახვა



სტატუსები

ხანდახან ძალიან მინდა უკან ბავშვობაში დავბრუნდე. დროში, როცასანტა ნამდვილად არსებობდა,
როცა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი სახელის დაწერა იყო,
როცა ერთადერთი ბიჭი ვინც მიყვარდა მამაჩემი იყო

-შენ ნორმალური ხარ?-არა საიდან მოიტანე?

არ მინდა! - უკვე მიზეზია და ახსნას არ საჭიროებს

ნუ მეკაჩავები ვინ ხარ რა ხარ, დედაშენს კითხე იქნებ მამაშენიც ვარ

ოხრად დადიან ქუჩა-ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები

მადლობა ქარო შენ გამინადგურე ვარცხნილობა

ჩემი მტრების დედებს ვეპატიჟები დაუვიწყარ საღამოზე
სარკეს ნუ დააბრალებ რაც მამაშენმა ვერ შეძლო

7წლის ბავშვებს ახლა აქვთ Facebook-ი, თვითერი, iPhone 4. მე, რომ ვიყავი 7 წლის მე მქონდა ფურცელი, ფერადი ფანქრები და უუუდიდესი ფანტაზია... ))

რომც წაიკითხოთ ჩე ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
4 1095KoKiTa0ნახვა



ყველაზე საშიში სიტუაცია
მოდით დავიწყოთ:

ალბათ ყველას გქონიათ ისეთი სიტუაცია, როდესაც ძალიან შეგშინებიათ, შიშისგან ძალა წაგრთმევიათ და კანკალი დაგიწყიათ. მოდი ყველამ ერთად გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშიში სიტუაციები. ასევე გავიხსენოთ ისეთი საშიში და ნამდვილი ისტორიები, რომლებზეც საშინელებათა ფილმებიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. დედამიწის მაშტაბით, ამ ამბებზე ისტორიებია შექმნილი და ბევრს აშინებს კიდეც, ამ ისტორიების გახსენება მითუმეტეს სიბნელეში...

ყველაზე საშიში მომენტები:

წარმოიდგინეთ სახლში მარტო ხართ და კომპიუტერთან ზიხართ. უეცრად შუქი ქრება, ფანჯრიდან იხედებით და ატყობთ, რომ შუქი მხოლოდ თქვენს ბინაში ჩაქვრა, უეცრად კი კარებზე მძიმე და ხმამაღალი კაკუნი ისმის...

წარმოიდგინეთ: თქვენ და თქვენი მეგობრები, მეგობრის მანქანით პიკნიკიდან სახლში ბრუნდებით, ამასობაში შემოგაღამდათ კიდეც, უეცრად მანქანა ჩერდება, გარეთ გადმოდიხართ და ამჩნევთ, რომ მანქანის ბორბალს დანის მაგვარი ბასრი საგანი აქვს მოხვედრილი...

... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 628KoKiTa0ნახვა



ბარბარობა

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.) ხსენება 4(17) დეკემბერი
დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი მრევლი წმინდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. ყველას გილოცავთ და მრავალს დაესწარით

წმინდა ბარბარე

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქა ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 1061KoKiTa0ნახვა