მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ანეკდოტები
11:17
ანეკდოტები

-მითხარით თუ იცით ჯონიმ ცოლი რატომ შეირთო ასე გვიან?
- მას უნდოდა სანამ ცოლს შეირთავდა მუდმივი და საიმედო შემოსავალი ჰქონოდა.
-ახლა რა შემოსავალი აქვს ასეთი?
-ახლა პენსია მიიღო სიბერით.


- რა სახსრებით არსებობ?
- ვწერ.
- ჟურნალისტი გახდი?
- არა. მამაჩემს, ვწერ, რომ ფული გამომიგზავნოს.


მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეს:
- მითხარი, სტივ, ხანდახან მაინც თუ უსმენ საკუთარი სინდისის ხმას?
სტივი:
- რომელი არხით გადასცემენ?

შოტლანდიელს მეგობარი შეხვდა.
- რა მოგივიდა? ხელს რატომ იფარებ ლოყაზე?
- ახლახან ორი კბილი ამოვიღე.
- ორი? გუშინ ხომ მითხარი რომ ერთი კბილი გაწუხებდა?
- ექიმს ხურდა არ აღმოაჩნდა.

ფოტოგრაფი-კლიენტს:
- თქვენ როგორი სურათი გნებავთ, დიდი თუ პატარა?
- პატარა.
- მაშინ ასე ფართოდ ნუ იღიმებით.

ორი ქალი საუბრობს:
— რა კარგი კაბა გაცვია! სადაა შეკერილი?
— პარიზში.
— პარიზი აქედან შორსაა?
— კი, ხუთი ათასი კილომეტრი იქნება.
— აუ, რა დასაკარგავში ყოფილა და მაინც რა მაგარ კაბებს კერავენ.

-სტივ, ბოლო დროს რაღაც ჩაფიქრებული ჩანხარ. რატომ?
-პერპეტუუმ-მობილი მინდა გამოვიგონო,
-ეს რაღაა?
-მეც სწორედ მაგაზე ვფიქრობ.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 918 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]