მთავარი » საინტერესო


საინტერესო

გულის დარტყმის ფაქტები!

1)კაცი რომელიც გარდაიცვალა გულის შეტევით ბრიტანული კომედიის "the goodies”-ის ყურების დროს

1975 წლის 24 მარტს ალექს მიტჩელი,50 წლის კალატოზი ქალაქ კინგს ლინიდან(ინგლისი),გარდაიცვალა სიცილით "the goodies”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის ყურების დროს.როგორც მისი ცოლი იხსენებს,მიტჩელს არ შეეძლო შეეწყვიტა სიცილი ეპიზოდი "Kung Fu Kapers”ის ყურებისას,სადაც ტიმ ბრუკტეილორი,რომელიც შოტლანდიელივითაა გამოწყობილი,ცდილობს თავი დაიცვას შოტლანდიური სტვირით შავკანიანი ბილ ოდისგან.25 წუთიანი შეუჩერებელი სიცილის შედეგად მიტჩელი მძიმედ დაეშვა სავარძელზე და გულის შეტევით გარდაიცვალა.მისმა ქვრივმა წერილი გაუგზავნა”the goodies”ის გუნდს,სადაც მადლობას უხდიდა მათ რომ მიტჩელის ბოლო წუთები ასეთი სასიამოვნო გახადეს.

2)ბრმა ქალი,რომელსაც თვალი აეხილა გულის შეტევის შემდეგ

ჯოის ურჩის,რომელიც უსინათლო იყო 25 წლის განმავლობაში,უცბათ აეხილა თვალი გულის შეტევის შემდეგ.1979 წლიდან ჯოისი ცხოვრობდა სიბნელეში,თუმცა გულის შეტევის შემდეგ,როდესაც გაიღვიძა, შეძლო დაენახა სამყარო საკუთარი თვალებით.ექიმები ვერ ხსნიან ამ ფაქტს და "სასწაულს” ეძახიან,ხოლო ჯოისს თავისი მოსაზრე ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 689KoKiTa0ნახვა



მახასიათებელი ნიშნები თვალების ფერის მიხედვით

ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი თვალები- ბუნება თქვენგან მხოლოდ ენერგიის მუდმივ გადაცემას მოითხოვს. მან ხომ მიზნისკენ მსწრაფი, სამყაროს გარდამქმნელი ენერგიით დაგაჯილდოვათ. თქვენთვის ნებადართულია ყველაფერი, რისი გაკეთებაც კი გინდათ. თქვენ მიმზიდველობით, გამჭრიახობით, მგრძნობელობითა და ტემპერამენტით ხართ დაჯილდოებული. ადვილად გიყვარდებათ, მაგრამ სწრაფადვე "ქრებით". ძალზე ფიცხი ხართ, მაგრამ წყენას იოლად ივიწყებთ. თქვენი ნაკლი კი თქვენი ხშირი კაპრიზებია.

თაფლისფერი, შავი თვალები- მოემზადეთ ადამიანებისთვის თავის მოსაწონებლად. სიბრძნეს მოუხმეთ და ბრძოლაში შეუნიღბავად არასოდეს ჩაერთოთ. მიმზიდველობა, ჭირვეულობა და მარჯვე შემთხვევის მოლოდინი თქვენი მთავარი 3 კოზირია. ისწავლეთ ამ კოზირების სწორად გამოყენება და გარშემომყოფები ყველაფერს თავისი ნებით მოგართმევენ. იყავით მუდამ მოწესრიგებული, მიაქციეთ ყურადღება საკუთარ მეტყველებასაც და ჟარგონები გამორიცხეთ. ცხოვრების თანამგზავრი 1 პრინციპით - თქვენთვის ვის უფრო მეტი მსხვერპლის გაღება შეუძლია - ეძებეთ. და მისგა ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 741KoKiTa0ნახვა



ყველაზე საშიში სიტუაცია
მოდით დავიწყოთ:

ალბათ ყველას გქონიათ ისეთი სიტუაცია, როდესაც ძალიან შეგშინებიათ, შიშისგან ძალა წაგრთმევიათ და კანკალი დაგიწყიათ. მოდი ყველამ ერთად გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშიში სიტუაციები. ასევე გავიხსენოთ ისეთი საშიში და ნამდვილი ისტორიები, რომლებზეც საშინელებათა ფილმებიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. დედამიწის მაშტაბით, ამ ამბებზე ისტორიებია შექმნილი და ბევრს აშინებს კიდეც, ამ ისტორიების გახსენება მითუმეტეს სიბნელეში...

ყველაზე საშიში მომენტები:

წარმოიდგინეთ სახლში მარტო ხართ და კომპიუტერთან ზიხართ. უეცრად შუქი ქრება, ფანჯრიდან იხედებით და ატყობთ, რომ შუქი მხოლოდ თქვენს ბინაში ჩაქვრა, უეცრად კი კარებზე მძიმე და ხმამაღალი კაკუნი ისმის...

წარმოიდგინეთ: თქვენ და თქვენი მეგობრები, მეგობრის მანქანით პიკნიკიდან სახლში ბრუნდებით, ამასობაში შემოგაღამდათ კიდეც, უეცრად მანქანა ჩერდება, გარეთ გადმოდიხართ და ამჩნევთ, რომ მანქანის ბორბალს დანის მაგვარი ბასრი საგანი აქვს მოხვედრილი...

... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 597KoKiTa0ნახვა



ბარბარობა

წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IVს.) ხსენება 4(17) დეკემბერი
დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი მრევლი წმინდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს. ყველას გილოცავთ და მრავალს დაესწარით

წმინდა ბარბარე

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქა ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 1028KoKiTa0ნახვა



წელს ქვემოთ ჩამოწეული შარვალი

ეს ტენდენცია აშშ-ს ციხეებში დაიბადა როდესაც მსჯავრდებულთა ის ფენა რომელიც მზად იყო სხვა მსჯავრდებულებთან სექსით დაკავებულიყო.იმის გამო რომ დაცვას ისინი არ შეემჩნია და არაფერი ეეჭვა, მათ ეს ხერხი მოიგონეს და ზომაზე მეტად ჩაწეული შარვლით ახვედრებდნენ სხვა მსჯავრდებულებს რომ ხელმისაწვდომები იყვნენ,თუმცა ამ სქემამ დღეს გლობალური ხასიათი მიიღო და სულ უფრო მეტი ადამიანი დადის ამ სტილში.

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 645KoKiTa0ნახვა



5 ემოცია , რომელიც ვნებს ჯანმრთელობას

ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე. მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი.

ერთ-ერთი და ყველაზე მავნე შური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მას ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. ასე რომ, გაიხარეთ და დატკბით სხვების მიღწევებით…

ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევას იწვევს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.

თვითკრიტიკულობა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ის აქვეითებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე ზრდის მიდრეკილებას ონკოლოგიური დაავადებებისკენ.

არც ის ვარგა გამუდმებით საკუთარი თა ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 558KoKiTa0ნახვა



რას მოგვიტანს დრაკონის წელი?

ახალი წელი მოდის! უხარიათ ბავშვებსაც და დიდებსაც. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2012 დრაკონის წელია. ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. განსაკუთრებით იღბლიანია ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისა და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიის, ოპტიმიზმისა და რწმენის პერიოდია. წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. დრაკონისთვის მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილადაა შესაძლებელი ფულის შოვნა, მაგრამ მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია. ახალ წამოწყებას დრაკონი წარმატებას ჰპირდება. ზედმეტ რისკს მოერიდეთ. დრაკონის წელს უარყოფითი მხარეებიც აქვს. შეიძლება გაგიჭირდეთ იმის შენარჩუნება, რასაც ასე იოლად მიაღწიეთ. ბედმა თუ გაგიღიმათ, თავი არ მოიტყუოთ. ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედეთ. გამოიმუშავეთ აწმყოთი ტკბობის უნარი. ეს წელი ბუნებრივი კატაკლიზმების პერიოდია. ყურადღება მიაქციეთ ელექტრომოწყობილობას, გაზისა და გათბობის დანადგარებს. მთავარია, გჯეროდეთ ხვალინდელი დღის და ყველაფერი მართლა კარგად იქნება!

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 822KoKiTa0ნახვა



საჩუქარი ბიონსის შვილს

ბიონსე და ჯეი ზი უკვე საჩუქრებს იღებენ მომავალი პატარასთვის. 

სანამ პრესა იმას იძიებს, არის თუ არა ბიონსე სინამდვილეში ორსულად, წყვილის ახლობლები და ნათესავები, მომავალ პატარას ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნიან. 

ერთ-ერთი მათგანი მომავალი დედიკოს უახლოესი მეგობარი ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 581KoKiTa0ნახვა



როგორ გამოვიცნოთ ბიჭის ხასიათი ტანსაცმლის ფერის მიხედვით...

არ ვიცი ტანსამლის ფერით გოგონას ხასიათის ამოცნობაც თუ შეიძლება,მაგრამ მე ცისფერი და ყავისფერი მიყვარს და დაემთხვა ნამდვილაად :D

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანი ტანსაცმლის ფერს შემთხვევით არ ირჩევს. ფერს მის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია. თუ ამას კარგად დააკვირდებით და გაითვალისწინებთ, უფრო გაგიიოლდებათ იმის გარკვევა, გინდათ თუ არა კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება.ამ შემთხვევაში რჩევებს გოგონებს მივცემ. გოგონებო, კარგად დააკვირდით, რე ფერის ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას თქვენი რჩეული.

თუ ბიჭი თეთრ ფერს ირჩევს, მაშინ იგი ტრადიციების მკაცრი მიმდევარია და ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევა უყვარს. მისი აზრით, ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს.

სრულიან საწინააღმდეგო ხასიათი აქვთ წითელი სამოსის მოყვარულებს.მათთვის არ არსებობს წესები და საზღვრები. ოღონდ გაითვალისწინეთ, ამასთან ერთად ისინი ძალიან ეჭვიანებიც არიან.

შავ ფერს ჩაკეტილი უკონტაქტო ბიჭები ანიჭებენ უპირატესობას. ისინი ძალიან უცნაურები არიან.

ყვითელი ფერის მოყვარულები ფაქიზნი და დამყოლნი არიან. ისინი მუდმივად იმას ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 669KoKiTa0ნახვა



New Year \ ახალი წელი

ამ სიახლეში ნახავთ თუ როგორ ხვდებიან  ახალ წელს სხვა ქვეყნებში 

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 685KoKiTa0ნახვა



როგორ ხოცავდა ნოდარ დუმბაძე ბუზებს

ნოდარ დუმბაძე როცა დაქორწინდა და ბავშვებიც შეეძინა.... ხო დაგაინტრიგეთ? ? ახლა ნახეთ . აია საქმე?

ნოდარ დუმბაძე როცა დაქორწინდა და ბავშვებიც შეეძინა, მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ძალიან პატარა და დაბალჭერიანი ბინა ჰქონდა, ე.წ. ხრუშჩოვკა. ამის მიუხედავად, ნოდარი მუდამ იუმორით უყურებდა ამ ამბავს და ხუმრობდა კიდეც: „აია, ძამა, საქმე? ბაღანაიზა ჰოოპლა ვერ მითქვამს და მაღლა ვერ შემისროლია. ბუზებს ჭერზე ისე ვკლავ, ფეხის წვერებზე აწევაც არ მჭირდება!”

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 859KoKiTa0ნახვა



საშინელი დედამთილის 10 წესი

არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება. და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს.

წესი№ 1
კარგი რძლები არ არსებობენ.

წესი№ 2
თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან კარგი, ჭკვიანი და გამგებიანი რძალი გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგად თამაშობს. რატომ? იხ. წესი№ 1.

წესი№ 3
არცერთ რძალს არ შეუძლია საჭმლის გაკეთება. და თუ მაინც გემრიელი კერძი გამოუვიდა, ამას თქვენს ჯინაზე აკეთებს.

წესი№ 4
თუ დაქორწინების შემდეგ თქვენმა ვაჟმა წონაში დაიკლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოლი მას შიმშილით კლავს, არ იცის საჭმლის მომზადება და საერთოდაც საშინელი დიასახლისია. და თუ პირიქით - თქვენი ვაჟი ცოლის მოყვანის შემდეგ გასუქდა - ე.ი. რძალი მას მავნებელი, ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებით კვებავს და საწყალი ბიჭის ჯანმრთელობას სულაც არ უფრთხილდება. და თუ შვილმა წონა შეინარჩუნა, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა.

წესი№ 5
... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 624KoKiTa0ნახვა



ყველაზე მდიდარი მოზარდები

პირველ ადგილზეა კანადელი პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი, რომელმაც მიმდინარე წელს 53 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზეა პოპ-მომღერალი მაილი საირუსი, რომელმაც მარტო კონცერტებით 48 მლნ დოლარი აიღო.

მესამე ადგილზე კი მსახიობი ტაილორ ლოტნერია. მისი შემოსავალი 16 მილიონს შეადგენს.

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 778KoKiTa0ნახვა

« 1 2 3 4 ... 13 14 »