მთავარი » 2011 » მარტი » 3 » ყველაზე ჭკვიანი ცხოველები
19:19
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები

დელფინი

დელფინი საოცარი არსებაა. მისი ტვინის ზომა, ტანის ზომასთან შედარებით, ბევრად მეტია, ვიდრე შიმპანზისა. მათი ქცევები კი მათი განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. ზრდასრული დელფინის ტვინის მასა დაახლოებით 1700 გრამია, ხოლო ადამიანის - 1400 გრამი, დელფინს 2-ჯერ მეტი ნაოჭი აქვს თავის ტვინზე. საინტერესოა, რომ იმ ტრიუკების კეთება, რომლებსაც მათ ადამიანები ასწავლიან, ყოველდღიურ საქმიანობად იქცევა. დელფინებს უყვართ თამაში და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. მათ "ლექსიკურ მარაგს" 14000 ხმოვანი სიგნალი შეადგენს, ისინი მათი დახმარებით ურთიერთობენ, ემოციებით თანაგრძნობას გამოხატავენ, ეხმარებიან ახალდაბადებულებსა და ავადმყოფებს - წყლის ზედაპირზე ამოყავთ. ზრდასრული დელფინები პატარებს ასწავლიან.

მაიმუნი

განვითარების დონის მხრივ საინტერესოა შიმპანზე, ორანგუტანგი და გორილა. უახლესი კვლევებიდან გამომდინარე, შიმპანზეს გენეტიკური ბაზა ადამიანის გენეტიკას ემთხვევა 98,7%-ით. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანი და შიმპანზე ერთმანეთს 6 მლნ. წლის წინ გამოეყვნენ, რაც გლობალური თვალსაზრისით ძალიან ცოტაა. აშშ-ს სამხედრო სამსახური შიმპანზეებს ასტონავტების მაგივრად იყენებდა ბევრი საშიში მისიის დროს. იაპონიაში მცხოვრებ ერთ შიმპანზეს კომპიუტერის ხმარება შეუძლია, გორილებს კი ჯესტების ენის ათვისება.

სპილო

ამბობენ, რომ სპილოს არაფერი ავიწყდება. მართლაც, სპილოს შეუძლია დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ქონა. მას არ გაუჭირდება ახსოვდეს და მრავალი წლის შემდეგ იცნოს ადამიანი. მას აქვს უნარი გამოხატოს თანაგრძნობა და წუხილი სხვა სპილოს დაღუპვისას. შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების გამოყენება და რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება. მას აქვთ მუსიკალური სმენა და მეხსიერება, შეუძლია ერთმანეთისგან მელოდიების გარჩევა.

თუთიყუში

თუთიყუში ძალიან ჭკვიანია. ის ერთადერთია ჩამოთვლილ ცხოველებიდან, რომელსაც საუბარი შეუძლია. ზოგმა ასობით სიტყვა იცის და მათ გააზრებულად იყენებს. ტვინის ზომა შედარებით დიდია; თუთიყუშისთვის დამახასიათებელია კარგი მეხსიერება და ხმით მიბაძვის უნარი.

ყვავი

ზოგი ყვავი, კაკლის გასატეხად, ტრასისკენ მიდის და იქ აგდებს, იქნებ რომელიმე მანქანამ გადაუაროს და გატეხოს. თუ არ გაუმართლა, სიმაღლეს იღებს და კაკალს რაიმე მაგარზე აგდებს. აშშ-ში ერთი ყვავი შეამჩნიეს, რომელიც საკვების მოსაპოვებლად ბალახის საჭრელ მაკრატელს ხმარობდა

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 654 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]