მთავარი » 2011 » მარტი » 03


ყველაზე ჭკვიანი ცხოველები

დელფინი

დელფინი საოცარი არსებაა. მისი ტვინის ზომა, ტანის ზომასთან შედარებით, ბევრად მეტია, ვიდრე შიმპანზისა. მათი ქცევები კი მათი განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. ზრდასრული დელფინის ტვინის მასა დაახლოებით 1700 გრამია, ხოლო ადამიანის - 1400 გრამი, დელფინს 2-ჯერ მეტი ნაოჭი აქვს თავის ტვინზე. საინტერესოა, რომ იმ ტრიუკების კეთება, რომლებსაც მათ ადამიანები ასწავლიან, ყოველდღიურ საქმიანობად იქცევა. დელფინებს უყვართ თამაში და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. მათ "ლექსიკურ მარაგს" 14000 ხმოვანი სიგნალი შეადგენს, ისინი მათი დახმარებით ურთიერთობენ, ემოციებით თანაგრძნობას გამოხატავენ, ეხმარებიან ახალდაბადებულებსა და ავადმყოფებს - წყლის ზედაპირზე ამოყავთ. ზრდასრული დელფინები პატარებს ასწავლიან.

მაიმუნი

განვითარების დონის მხრივ საინტერესოა შიმპანზე, ორანგუტანგი და გორილა. უახლესი კვლევებიდან გამომდინარე, შიმპანზეს გენეტიკური ბაზა ადამიანის გენეტიკას ემთხვევა 98,7%-ით. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანი და შიმპანზე ერთმანეთს 6 მლნ. წლის წინ გამოეყვნენ, რაც გლობალური თვალსაზრისით ძალიან ცოტაა. აშშ-ს სამხედრო სამსახური შიმპანზეებს ასტონავტებ ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 653KoKiTa0ნახვა



გილოცავთ დედის დღეს!

ვულოცავთ 3 მარტს ყველა დედას და ასევე მომავალ დედებს! ღმერთმა იმდენი შვილი გაჩუქოთ რამდენიც გაგიხარდებათ და ისეთი გაგიზარდოთ, რომ ბევრი გეამაყოთ! დედა არის ყველა ადამიანისთვის უსაყვარლესი არსება და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დედის სიყვარულით ქართველი ერი ყველასგან გამოირჩევა, ჩვენს კულტურასა და ენაში ძლიერ იგრძნობა დედის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული!

გვინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, დაე მუდამ ღიმილს ვხედავდეთ თქვენს სახეზე, ღმერთმა დაგლოცოთ!!!

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 1338KoKiTa7ნახვა