21:52 აფორიზმები, შეგონებანი, შაირები | |
აჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო,
თვალი ქორულებ მჭვრეტელი, ხელ-მუხლი შავარდნისაო, ხარი, კამბეჩი თავისი, ცოლი რად გინდა სხვისაო. * * * ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა, ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა! "ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით, ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!” ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო, არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული, არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა. მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა, ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ, ჩვენ ბევრის ხმალი გვექდნის, ზევით მთის, ქვევით ბარისა, ამირან, ბასრი ბუსრი ხარ, ორბი ხარ დაბრუნებული, აღას შესულმა ფრიდონმა მუხა მოგლიჯა ძირითა, ვაჟკაცს რას გამოადგება სოფელს შვენება თავისა, ხმალს რა უშლის სიმოკლე, ფეხ წადგი, წაემატება, ვინც რომ კაცია_ჩოხა ჯაჭვია, კარგი ყმა მაშინ კარგია, ხმალი რომ შეიქს ელვასა, როსტომ თქვა: «მიწა გრილია, სიტყვას არ უნდა რბილობა, შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა, რაც ომში კაცი დეესწროს, გარჯა უნდა და ცდილობა, ათასად გვარი დაფასდა, ორი ათასათ ზრდილობა, თუ კაცი თვითონ არ არი, ცუდია გვარიშვილობა. ცრუ კაცი წყალმა წაიღოს,_აქოს, ადიდოს,_გაქვიშოს, სოფელს ტირიან ქალები: «სოფელს კაი ყმა კვდებაო, მშვიდს დროს გარჩეული საქმე სიჩქარიღ ვერ გასწორდება, და კაცს თუ კაცობა ეთქმის, არც წარსულს დაავიწყდება. ბევრჯერ ნათქვამს ერთ გადათქმა გზას ვერ უპოვნის სწორესა წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას ვაშლი წითელი, ვაჟკაცსა ფარი და ხმალი, მოიმწითუროს კისერი. შენი დაჭრილი ლეკები არაგვში ჩამოდიოდა. ცოტა მოხნული სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა, ცოლი სჯობია ფერმკრთალი ლამაზს და სხვებთან ზიარსა, სნეული და თერობა, ლამაზ ქალს უნდა ფერობა. მაღლა მთაშია ყინული აპირობს ჩამოდნობასა, ქალი მყავდა მშვენიერი, ტურფა იყო კავოსანი. გავათხოვე, გავატანე ჩემი ვეფხისტყაოსანი. მან იკითხა, არ უსმინეს, ისინია სვანოსანი, ისევე მე წამოვიღე, ჩემი ვეფხისტყაოსანი. სამნი ძმანი გავცვინდითო, სხვა სოფელი ვარჩივნეთო, ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო. ნეტავი ძმათა მრავალთა, შინ ვერვინ შაუხდებაო, ვერვინ აგინებს ცოლ-დედას, ვერც ვინ ცხენ შაუჯდებაო! ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა! ძმა მაშინ მოგაგონდება, ორნი რო გცემდნენ მარტოსა. ობოლს სწყევლიან ყორნები: ნუმც გამოსულხარ ველადა, მანამ შენ გამოხვიდოდი, ხორცი გვრჩებოდა ძველადა სოფლისა თავსა ველსახლე, არა სოფელი ჩემ თავსა, იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა, წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება. ცა მტკავლით, ქვეყანა ციდით _ ნახე თუ გაიზომება, ზღვა თუ აიწყვის პეშვითა ან ცანი გადიწონება. წუთია წუთისოფელი ცნობას არ გვაცლის ძმისასა, ეგ სოფელი სთველია, აქ არავინ დარჩება, ყველა წასასვლელია. წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წეობით იწვება, ზოგი ლხინსაა, თამაშას, ზოგი უცეცხლოთ იწვება. წუთისოფლისა ცხოვრება ვერცხლით არ მოიპოება, რასაც დავთესთ, იმას მოვმკით, საიქიოს წინ დაგვხვდება, ამ სოფელს ხორციელობა ხის ფოთლივით გაცვივდება. ღმერთო, შენ ხარ ყოვლის შემწე, მოწყალე კარგაღებულის, სიცოცხლისგან აბეზარის, თავიდგან ხელაღებულის. ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება, ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება. კარგი კაცის პურმარილი გზაზედ ხიდად გადებული, ბატონი ჰყავს მადლიერი, კარის კაცი მოგებული! თეთრისა თხისა ციკანსა შორს შაეტყობა ვაცობა. კაცი უნდა კაცი იყოს, რომ დაჰპირდეს, არ გამტყუნდეს! ღმერთმა რა ქნას და რა უყოს იმ ამხანაკს: რაც იპოვნოს, არ გაუყოს. აცადე, დაიზრდებიან ცხაოტს ფართონი მგლისანი, ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ ხმალი უკანვე ჩააგო, თოფის ფეხშეყენებულის კვესი უკანვე გადადო, შაიყრებიან ფრინველნი, არ გაირევენ ძერასა, კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა. ოცდაოთხსა გურულსა მაკე ტურა შეეყარა, სანამდი ჯოხს აიღებდენ, სულით ხორცი გაეყარათ. მეგრელმა თქვა, დავსწრებოდი-ყაზახურად დავდგებოდი, სომეხმა თქვა, დავსწრებოდი-ჩახმახურად დავხვდებოდი, ქართლელმა თქვა, დავსწრებოდი-მარილივით დავდნებოდი. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|