მთავარი » 2011 » იანვარი » 12


აფორიზმები, შეგონებანი, შაირები

აჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო,
თვალი ქორულებ მჭვრეტელი, ხელ-მუხლი შავარდნისაო,
ხარი, კამბეჩი თავისი, ცოლი რად გინდა სხვისაო.

* * *

ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა,
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა.

ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა!
გაუფრინდება, წაუვა, შორით დაუწყებს ცქერასა.
* * *

"ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით,

ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!”
_"ნეტავი შენსა დედასა, შენ გაუზდიხარ შვილათა,
ერთი შენ მოხვალ საბრალო, ცხრანი ჩვენ მოვალთ გმირები,_
წახვალ, ამამს დაიკვეხებ: შუამთა ჰყრია ვირები!”
* * *

ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო,
მოუვლის ომის წადილი, ხანდიხან შესძრავს ქარიო.
* * *

არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული,
თოფი უჯობს ჩახმახითა სიათა გვარშერეული,
რომელიც ხურობს მაჟარსა, არის გონგამოლეული.
* * *

არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა.

მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა,
ხმალთ კი არ შევეპოვები, შუბნი გამხეთქენ შიშითა.
* * *

ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ,
მოვლენ, დაგვწვენ და დაგვდაგვენ, მზე იყოს, _ დაგვიბლენებენ

ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 1058baqari2ნახვა



*სასიყვარულო*

***
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს

***

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 593baqari0ნახვა



ირმის ნახტომი

ტერმინი – "ირმის ნახტომი" ალბათ ბვერს სმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა, ის წარმოადგენს გიგანტურ ვარსკვლავურ სისტემას, შეიძლება ითქვას გალაქტიკას, რომელშიც ჩაფლულია მზის სისტემა. ირმის ნახტომის დიამეტრი 100 000 სინათლის წელიწადია, ხოლო სისქე 1000 სინათლის წელიწადი. თვითონ სინათლის წელიწადი ნიშნავს მანძილს, რომელსაც სინათლე ერთი წლის განმავლობაში გადის. დიდი ვერაფერი ინფორმაციაა, მაგრამ იქნებ წაგადგეთ.

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 652baqari1ნახვა



გთხოვ, გალაკტიონ შენ იყავი დღეს სეკუნდანტი

სავსე მთვარის დროს თავს თოკს მივცემ დაუფიქრებლად,
ნამდვილად სადმე თუ არსებობს ძირს ჯოჯოხეთი.
ბოლოს და ბოლოს გალაკტიონს მაინც ვნახავდი,
ღიმილ ნაკრავი რომ მკითხავდა: "შენც აქ მოხვედი?”
.
…და მეც ვეტყოდი თვითმკვლელობის რეალურ მიზეზს,
კაცობრიობა უაზრობის მორევმა შთანთქა,
განცვიფრებული დედამიწა მკერდზე მჯიღს იცემს.
როგორ ვითმინო ამდენი რამ? როგორ არა ვთქვა?
.
თუნდაც წამართვან ეს ლექსები, რითმი ამყარონ,
ვერ გავჩუმდები ასეთია ჩემი გუნება.
ერთფეროვნებით შემოსილი გარე სამყარო
და თითქოს ბერად აღკვეცილი დედაბუნება.
.
გამოვიქეცი! ასე მხოლოდ ცოტა თუ მორბის.
სიის წევრი ვარ, სვლა მოგვბეზრდა შავი ბილიკით.
შენთან მოვედი, მეც შევისხი ნაკვთები ორბის
და მასა მამკობს მკვდრის სუფრაზე ნაცნობ ქილიკით.
.
გამოვექეცი იმ მოკვდავთა უბრალო ყოფას,
უკვდავებისთვის სატანასთან გამოვიქეცი
და არც ვაპირებ ჯოჯოხეთის მასთან გაყოფას,
რადგან მე აქაც მის მეტოქედ გადავიქეცი.
.
გამოვიქეცი გალაკტიონ, როგორც შენ ოდეს
გამოექეცი იმას რასაც, მხოლოდ შენ იცი.
გამოვიქეცი, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს,
შეწყვიტონ ასე ხურდასავით წამების ხარჯვა.
.
გამოვერიდე, არ მიღირდა წამება ტანჯვად,
აქ ცეცხლის შუქზე ხელთათმანი ვესროლე ეშმაკს.
ორ გიჟს დუელში სეკუნდანტმაც უარი გვითხრა. ... კითხვის გაგრძელება »
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 772baqari2ნახვა