13:14 მაზალო ანდაზები | |
ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ გადარჩებაო
აპრუწუწუნის წამალი პრასა და ნიახურია არა გიშავსრა, თუ არ გიჩანსრა აქლემს უთხრეს – რა მრუდე ფეხები გაქვსო, და – სხვა რაღა მაქვს სწორიო. ას ძმას ასი ცხვარი ბევრი ეგონაო აქაოდა რბილიაო, აბა, ყლაპე ნინიაო! აქლემი აბაზი ღირდა და აბაზიც არსად იყოვო აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო ახალციხეში ვირს მარილს აზიდვინებენ და არ ალოკინებენო ბატონო, ჩხიკვი მოგიკვდაო, – მე დაბადებაც არ გამიგიაო ბედნიერება თუ მოგჭარბდა, ცოლი შეირთე ბედნიერ კაცს ცოლი მოუკვდება, უბედურს – ხარიო ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო ბერი კაცი რომ ჭიანურს ისწავლის საიქიოს გამოადგებაო ბერმა და მონაზონმა ჯოჯოხეთი აავსოო ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, მერცხალი იქნებნოდაო ბოზ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო ბწკენა-ბწკენით პატარძალი დაორსულდაო ბრძანება ქონებაზე ჰკიდიაო. ბუზანკალი ბედაურის და ჩოჩორის კუდ ქვეშ ერთნაირად არისო გამოუცდელ ანგელოზს გამოცდილი ეშმაკი სჯობიაო განაყოფი რომ კარგი იყვეს, ღმერთსაც ეყოლებოდაო გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო გდიე, ვერ დაგეწიე, დავჯექ და მოგიცადეო გოგოს ქუდი ესროლე, თუ წაიქცევა ხომ კარგი, თუ არა და შენ წააქციეო დათვს თავისი ქონით ტრაკს უხრაკავდნენ და თან ემდუროდნენო დაკვრა სჯობს დაღირებასაო დედაბერმა შუა ზამთარში მარწყვი მოისურვაო დედივ რა შვილი გიკვდები და – იმდენიც არაფერიო დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა დაშინებულმა ძაღლმა ცხრა წელიწადი ჯირკს უყეფაო დედა მაინც დედა არის, თუნდ ხუზურის ქალი იყოს დედა რომ სწყევლის შვილსო, ძუძუები უარს ამბობენ, მამა რომ სწყევლისო, წვერიც ცანცარით “ამინს” ეუბნებაო. დედაბერს უთქვია: იმდენი ვერ მოვიცალე, რომ მოვკვდეო ერბოკვერცხის სიყვარულით ტაფას ჰკოცნიდნენო იმერელი სახლში თუ შემოუშვი, სიძეობას მოგინდომებსო კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო კაცი დასახრჩობად მიჰყავდათ და ცოლი მისძახოდა – წითელი ქოშები ჩამომიტანეო კაცი ხიდან ჩამოვარდა და ძირს გველმა უკბინაო მაღალი არ მოდრკა, დაბალი – არ გაიწელა და კოცნაც დაიკარგაო მგელი ისე არ დაბერდება, თხამ ყურში ჩააცუოსო მელამ ზღვაში ჩააფსა – ესეც ამას ემატებოდესო მეტიჩარა კუილი ტრაკში არ ეტეოდაო სიმსხო ხელმა იგრძნოსა და სილბო ყელმაო ურემმა შეშა თუ არ მოიტანა, თვითონაც ხომ შეშააო ქიზიყელმა თქვა – ღმერთი დაბერდა, უნდა გამაიცვალოსო ყვავმა მკვდარი ბახალა ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს, შენ იტირეო ყველა ბებიასა სცემდა და ერთი მეც წავუთაქეო შავი ცხვარი ბანვით მოკლეს, თეთრი დაუბანლობითაო შურმა დალია სოფელი, ბაძილმა ააშენაო ჩემი ქვაბი და მეზობლის ბატი სწორად მოვიდნენო წიწილამ თქვა – მე რომ ბედი მქონებოდა, დედაჩემს ძუძუები ექნებოდაო ძაღლი ჭოპოსანს ლოკავდა, ენიდან სისხლი სდიოდა, იმას კი ასე ეგონა – ჭოპოსანს გადმოსდიოდა ერთი დღის საგზალი გინდ ზურგით გიტარებია, გინდ მუცლითო ეს მკვდარი ამ ტირილად არა ღირსო ეშმაკი თავის უნებურად ღვთის ნების შემსრულებელიაო ვირმა ზურგის ფხანაში კოჭლი ფეხი გაისწორაო ვირს უთქვამს: წინა ფეხებისა რომ არ მეშინოდეს, მთელ ქვეყანას ავიკიდებდიო ვისაც დედას მივცემ, მამა ის იქნებაო. ვისაც საღმრთო უნდოდა ცხვარს იძახდა და ვისაც გაძღომა – კამეჩსო. ზამთარი ისე გაიპარა, რომ ნიფხავის შეკერვა ვერ მოვასწარიო ზეცას წერო მიფრინავდა, ძირსა სთლიდნენ შამფურებსა თეირანს ქალი არ იყო, ვირს ვარდისახარს ეძახდენო თოფი და წამალი ხელმწიფისა, თვალის კიჟვას რა უნდაო თუ რომა სიკვდილი იყო, რაღათა მშობე, მშობელო თხამ სთქვა: “ერთი ხის ძირში გავძღები, მაგრამ მწყემსის ჯინი მჭირს”-ო. იარაღიანს თუ უიარაღომ ხმარებამდის მოასწრო, მერე იარაღი ზარალიაო. იმერელი სახლში შეუშვეს, და – ხმალი მაღლა დამიკიდეთო. იმერელმა მოსავალს მოუცადა და გამოცხობას ვეღარაო კატას ძეხვი თავში ჩაჰკრეს და – ღმერთმა მაგისთანა მეხი ნუ დამაკლოსო კაცმა ხელეჩო დაჰკარგა და იმას დარდობდა: ნეტავი გარეთა პირიდან არ გალესონო კაცს კაცობა უნდა, თორემ ჭიპი კატასაც კი აბიაო კურდღელს უთქვამს: სანამ გამომახტუნებენ, მანამ უფრო მეშინიანო ლამაზი ქალის მწყემსი – მისი სინდისიაო მარტო ლოცვით სამოთხეში არ შეისვლება მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო მე და ჩემმა ქმარმა ვიანგარიშეთ და ჩემს მაზლს აღარაფერი ერგო მოვიდა სიმშილი, წავიდა სირცხვილი ნაგიჟარს წარსული სიგიჟე არ მოაგონო, თორემ კიდევ გაგიჟდებაო ნემსი ჯერ შენ იტაკე და მერე სხვას ატაკეო ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო ნუ ენდობი მოსულსაო, ქალს დაგიტოვს ორსულსაო ნურც იფიცებ, ნურც აფიცებ ომში რა სჯობიაო, და – რაც ხელში მოგხვდებაო ორი თავგატეხილი კოდალა ერთმანეთს შესჩიოდაო პურმა სთქვა: მე პირს არ მოვძებნი, თუ თვითონ არ მეძებაო რისა ცნობაც არ იყოო, მისი ფასიც არ იყოო სამხარი სადა ვჭამო და – ბრიყვთანაო. ვახშამიო? – თუ ვერ გაიგოს – ისიც იქვე ჭამეო სევდას ნატვრით ინელებენ სიმშილს მისაჭმელი არ უნდაო სიცოცხლე ცეცხლს მიაგავს: მისი დასაწყისი ალია და დასასრული ნაცარი ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს – ფიცითაო შუაღამემდის ქმარი ეხვეწებოდა, შუაღამის მერე ცოლიო ცუდს არ მაკადრიანო, კარგს არ მაღირსიანო ცხენს მისივე ფეხები იპარავს ჭკვიანურ სიტყვას რეგვნის ყურში სძინავსო ხილს უთქვია: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს მე თვითვე შევჭამდიო ჯავრის დედა ბოზია, აქეთაც წავა და იქითაცაო | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|