მთავარი » კურიოზები


კურიოზი


საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრებ გ.პ-ს ასეთი კურიოზი შეემთხვა:
გ.პ. დილაადრიანად, ჩვეულებრისამებრ შევიდა ბოსელში პირუტყვის მოსავლელად და რას ხედავს, იმ ადგილას, სადც დეკეული «თებრო» ება, წერილი დახვდა:

«არ მეძებოთ, მიყვარდა და ჩემი ნებით გავყევი. თებრო».


რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 900KoKiTa0ნახვა



კურიოზი


თბილისში ერთი პატარა მაღაზიაა (თქვენის ნებართვით ადგილს არ დავაკონკრეტებ). ამ მაღაზიაში იყიდება ოფისისთვის საჭირო ნივთები, მათ შორის კარტრიჯები პრინტერისთვის.

ფანჯარაზე შესაბამისი სარეკლამო წარწერაც აქვს.

ერთხელ შევედი ამ მაღაზიაში, ვდგევარ ვათვალიერებ. ამ დროს ბიჭი შემოვიდა და იკითხა:

— ქსეროკოპიებს ხომ არ იღებთ?

გამყიდველმა გოგონამ გაღიზიანებულმა ამცნო:

— არ ვიღებთ! კარზე შესაბამისი განცხადებაც არის გამოკრული!

გამყიდველი გოგონას ტონზე მივხვდი, ხშირად აწუხებენ ამგვარი კითხვით.

გარეთ გამოვედი. კარს შევხედე.  მართლაც, გაკრული იყო დიდი ასოებით ამობეჭდილი განცხადება.

”ქსეროქსი არ გვაქვს!”

ერთი კვირის შემდეგ შემთხვევით გავიარე ამ ქუჩაზე და თვალი იმ კარისკენ გამექცა. იმ განცხადების ქვეშ კიდე ერთი განცხადება გაეკრათ. მთლიანობაში ასე გამოიყურებოდა.

... კითხვის გაგრძელება »

რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
0 894KoKiTa5ნახვა



კურიოზი


ერთმა დედამ ასეთი რამ მომიყვა თავის შვილზე.
ერთხელ ღამით თავისი 9 წლის ბიჭი აღვიძებს და ნახევრად მძინარე ხმით ეუბნება:
— დე, წყალი მომიტანე რა.
— ადექი და დალიე!
— მიდი რა დე, მომიტანე რა.
— ახლა თუ არ გაჩერდები ავდგები და ჯოხს მოვიტან და გცემ!
— ჯოხის მოსატანად რომ წახვალ წყალი გამოაყოლე რა…
რეიტინგინანახიადაამატაკომენტარისრულად
5 818KoKiTa0ნახვა

« 1 2 3 4