მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23 » Albert Einstein
19:05
Albert Einstein


1)ლოგიკა მიგიყვანთ A წერტილიდან B-ში. ფანტაზია ყველგან.
2)ინფორმაცია არ არის ცოდნა.
3)ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს ..... გენიოსები მათ თავიდან ირიდებენ.
4)მიზიდულობის ძალა არ მოქმედებს  მასზე, ვინც სიყვარულის მორევში ვარდება.
5)არ ვიცი რა იარაღს გამოიყენებენ მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეოთხე მსოფლიო ომში ქვებითა და ჯოხებით იბრძოლებენ.
6)არასოდეს ვფიქრობ მომავალზე .... ის ძალიან სწრაფად მოდის.
7)თუ ფაქტები არ ერგება თეორიას, მაშინ შეცვალეთ ფაქტები.
8)თუ რაიმეს მარტივად ახსნა არ შეგიძლია, ესეიგი ის კარგად არც გესმის.
9)ყველას უნდა ეცეს პატივი, როგორც ინდივიდუალს და არა როგორც კერპს.
10)ძალიან ცოტანი არიან ისეთები ვინც გრძნობენ საკუთარი გულით და ხედავენ საკუთარი თვალებით.
11)ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ადამიანის იდიოტიზმი, თუმცა სამყაროს უსასრულობაში მთლად დარწმუნებული არ ვარ.
12)ჩვენ არ შეგვიძლია პრობლემის გადაჭრა იმავე აზროვნებით, როგორითაც შევქმენით ეს პრობლემა.
13)შენ ჯერ უნდა ისწავლო თამაშის წესები და შემდეგ ეცადო, რომ ყველაზე უკეთ ითამაშო
14)ტექნოლოგიური პროგრესი ნაჯახის მსგავსია, რომელიც პათოლოგ კრიმინალს უჭირავს ხელში.
15)ისწავლე გუშინდელიდან, იცხოვრე დღევანდელით და იმედი იქონიე ხვალინდელის.

კატეგორია: გენიალური იდეები | ნანახია: 1004 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]