|
დედა ვერ იტანს კატებს. მისი 4 ტყუპი ქალიშვილი კი გიჟდება ამ
ცხოველზე. მამასაც უყვარს კატები, ამიტომ გადაწყვეტს სიურპრიზი გაუკეთოს
თავის გოგონებს და მიდის ზოომაღაზიაში, სადაც ყიდულობს უცნობი რაოდენობის
კნუტებს. სახლში დაბრუნებული მამა ყველასგან უჩუმრად შეიპარება
ქალიშვილების საძინებელში და კნუტებს ოთახში გაუშვებს, რათა ღამე, როცა
მისი გოგონები დასაძინებლად დაწვებიან, სიურპრიზი დახვდეთ. როდესაც კნუტებს
გაუშვებს, მამა ისევ და ისევ უჩუმრად მიემართება ოთახისკენ სადაც მისი
ცოლი და შვილები არიან. დედა გოგონებს არითმეტიკაში ამეცადინებს, თან
უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ თუ რა სუსტები არიან ისინი ამ
საგანში. მამა დედას მიმართავს, რომ სალაპარაკო აქვს მასთან და მთელი
ნახევარი საათი ცდილობს "მოთაფლოს" მეუღლე, რათა იგი შეეგუოს რომ დღეიდან
ოჯახში ჩნდება X რაოდენობის ცხოველი. დედა მიემართება ქალიშვილების
ოთახისაკენ, რათა თავისი თვალით ნახოს ის საზიზღარი არსებები, რომლებთან
ერთადაც ცხოვრება მოუწევს. ოთახში შესულმა დედამ დათვალა კნუტები და
კმაყოფილებით ჩაიღიმა... მამა ვერ მიხვდა რითი დარჩა მისი მეუღლე
კმაყოფილი. დედა მივიდა თავის ქალიშვილებთან და უთხრა:
გიხაროდეთ, მამამ კნუტები მოგიყვანათ, მაგრამ სანამ ისინი ჩვენ სახლში
იცხოვრებენ, თქვენ მოგიწევთ გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
რის რეკლამას სწევს ეს სურათი? |
|
|
ამ სურათს აკლია 2 ლათინური ასო. საჭიროა ოდნავი დაკვირვება და ლოგიკა |
|
|
წარმოიდგინეთ დიდ მინდორში დგას მუხა. ეს ხე ძალიან დიდია ისეთი დიდი რომ მეცნიერების აზრით 500 წელზე დიდია. ამ ხეს აქვს 100 ტოტი, თითო ტოტზე 10 ვაშლს ისხავს. სულ რამდენ ვაშლს ისხავს ეს ხე? |
|
| 1.ბიჭი მეოთხე საფეხურიდან დაგორდა და 1 ფეხი მოიტეხა...რამდენ ფეხს მოიტეხს ეს ბიჭი თუ მე-40 საფეხურიდან დაგორდება???2.ვის არ დაუსველდება თავსხმა წვიმაში თმები???3.ხტუნაობს მოხერხებულად და ჭამს სტაფილოს?4.დაახლოებით 40 მილიონი ადამიანია დაკავებული ამით ღამღამობით. რა არის ეს??? 5.თავი არის თავი არ არის თავი არის თავი არ არის??? |
|
|
1. კაცი ყიდულობს ავეჯს ძვირად და ყიდის
იაფად, რომ ღარიბებმა შეძლონ ყიდვა. მას ფული აკლდებოდა, მაგრამ მაინც
განაგრძობდა ამ საქმიანობას. იგი ნელ-ნელა მილიონერი გახდა. ეს რატომ
მოხდა?
2. ერთი ბიჭი კარნავალზე წავიდა. მას ერთი კაცი შეხვდა და უთხრა: -მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ. თუ მე ქაღალდზე დავწერ შენს ზუსტ წონას, მაშინ შენ მომცემ $50-ს, თუ ვერა მაშინ მე მოგცემ. ბიჭმა მიმოიხედა, სასწორი ვერსად დაინახა და ამიტომ დატანხმდა. რადგან ეგონა, რომ კაცი ვერ გამოიცნობდა მის წონას. მაგრამ ბიჭმა წააგო და კაცს $50 გადაუხადა. როგორ მოხდა ეს?
3.
ერთ საღამოს ჯონი და სალი იჯდნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში. ჯონი
ტელევიზორს უყურებდა, სალი კი წიგნს კითხულობდა. უეცრად დენი წავიდა და
დაბნელდა. ჯონმა დაიძინა. სალი კი სრულ სიბნელეში განაგრძობდა წიგნის
კითხვას. როგორ?
4. ერთ მზიან დღეს ნავი პორტში იდგა. უეცრად მან ჩაძირვა დაიწყო, შტორმი
არ იყო და ნავსაც არაფერი ჭირდა. ნავი ადამიანების თვალწინ ჩაიძირა.
რატომ?
5. კაცი მოგზაურობაში წავიდა, ქათამთან, მელასთან და ერთ ტომარა
ხორბალთან
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
ჩაპლინმა სიკვდილის წინ დაწერა ანდერძი და დაიბარა: ამ ანდერძს გახსნის მარტო ის, ვინც სიგარეტის ბოლით ცხრა რგოლს გააძვრენს ერთმანეთშიო და რა თქმა უნდა მას დარჩება ყველაფერი ის რაც ანდერძში ეწერებაო. ერთმა გააკეთა ეს ცხრა რგოლი და გააძვრინა ერთმანეთში
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
1. ქუჩაში მიმავალ ლუჩიანო პავაროტის დაეჯახება გოგონა. რომელიც ველოსიპედით სეირნობდა, გოგონა მას ბოდიშს მოუხდის, შემდგომში პავაროტი იხსენებდა რომ ამ გოგონამ მას ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი უთხრა ( ეს სიტყვები ბოდიშის მოხდის დროს უთხრა) რა უთხრა გოგონამ პავაროტის?
2. ნურასოდეს შეაფასებთ ადამიანს მხოლოდ მისი მეგობრების მიხედვით, გახსოვდეთ რომ X-ის ყველა მეგობარი უნაკლო იყო დაასახელეთ X (პიროვენება) |
|
|
არის 12 ადამიანი და თქვენ გაქვთ 7 ვაშლი...ეს ვაშლები ისე უნდა გაუნაწილოთ ამ 12 ადამიანს რომ თითოეულს ნაჭრების ერთი და იგივე რაოდენობა უნდა შეხვდეს..ამავდროულად არ შეიძლება ნაჭრებში დიდი განსხვავება რომ იყოს...როგორგაუნაწილოთ ეს ვაშლები ამ 12 ადამიანს??? |
|
|
მაშ ასე! 1. ერთ-ერთი ინგლისური ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს
ადამიანი, რომელსაც არ აქვს მარცხენა თვალი, მარცხენა ყური, მარცხენა ხელი
და მარცხენა ფეხი? ( პასუხი დაწერეთ ინგლისურად)
2. ახალგაზრდა
მხატვრის გამოფენაზე პიკასოს კითხეს რომელ ნამუშევარს გადაარჩენდა იგი
ხანძრის შემთხვევაში, პიკასომ საკმაოდ ლოგიკურად და მოხერხებულად უპასუხა
:)) რა უპასუხა მან?
3. ოპერაციის შემდეგ: - ექიმო შეიძლება მოვწიო? - თუ ეს თქვენი ........ ...... შეიძლება ჩასვით გამოტოვებული 2 სიტყვა :))
4.
კოკო შანელი ამბობდა: 20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც მოგცათ
ღმერთმა, 30 წლის შემდეგ- რომელსაც თვითონ შექმნით, ხოლო რომელი სახე
გაქვთ შანელის აზრით 50 წლის შემდეგ? :))
|
|
|
1.რიცხვი X შედგება ციფრებისგან 1,2და3 , ხოლო რიცხვი Y - 4,5,6 .
ცნობილია , რომ რიცხვი X+Y არის ლუწი , და რომ X რიცხის მეორე ციფრი უდრის
2-ს . რა არის X*Y რიცხის ბოლო ციფრი ?
2.ტესტში არის 30 კითხვა . ყოველი სწორი პასუხი ზრდის მიღებული ქულების
რაოდენობას 7-ით , ხოლო არასწორი პასუხი , ან გაუცემელი პასუხი ამცირებს
ქულების რაოდენობას 12-ით . ანზორიმ , ტესტის გაკეთების შემდეგ , აიღო 77
ქულა . რამდენი შეცდომა დაუშვა ანზორიმ ?
3.ზოგიერთი 11 ყუთიდან შეიცავს 8 უფრო პატარა ყუტს ( ანუ ამ 11-დან
არის რამოდენიმე ყუთი , რომელიც 8 უფრო პატარა ყუთს შეიცავს , თითოეული )
. ზოგიერთი ამ პატარა ყუთიდან ასევე შეიცავს 8 უფრო პატარა ყუთს თითოეული
. თუ ცნობილია , რომ ცარიელი ყუთების რაოდენობა არის 102 , მაშინ სულ
რამდენი ყუთი არის ? |
|
|
1.ბაბუა და 4 შვილიშვილი წავიდნენ ტყეში სოკოზე . ტყეში სხვა და სხვა
ადგილას გაიშალნენ და დაიწყეს სოკოს შეგროვება . ნახევარ საათში ბაბუა
დაიღალა და ჩამოჯდა , თან სოკოები გადაითვალა კალათში და 45 ცალი დათვალა
. ამ დროს შვილიშვილებიც მოვიდნენ ცარიელი კალათებით .
- ბაბუა ,- ერთმა შვილიშვილმა თქვა, - გთხოვ ცოტა სოკო გადმომიყარე რა კალათში , და მერე იქნებ ბედი გამეხსნას და ვიპოვო რამე .
- ჰო ბაბუა მეც მინდა ,- სხვა შვილიშვილმაც უთხრა .
-მეც, მეც ....
და ასე გადაუნაწ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|