2. ერთი ბიჭი კარნავალზე წავიდა. მას ერთი კაცი შეხვდა და უთხრა:
-მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ. თუ მე ქაღალდზე დავწერ შენს ზუსტ წონას, მაშინ შენ მომცემ $50-ს, თუ ვერა მაშინ მე მოგცემ.
ბიჭმა მიმოიხედა, სასწორი ვერსად დაინახა და ამიტომ დატანხმდა. რადგან ეგონა, რომ კაცი ვერ გამოიცნობდა მის წონას.
მაგრამ ბიჭმა წააგო და კაცს $50 გადაუხადა. როგორ მოხდა ეს?
3.
ერთ საღამოს ჯონი და სალი იჯდნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში. ჯონი
ტელევიზორს უყურებდა, სალი კი წიგნს კითხულობდა. უეცრად დენი წავიდა და
დაბნელდა. ჯონმა დაიძინა. სალი კი სრულ სიბნელეში განაგრძობდა წიგნის
კითხვას. როგორ?
4. ერთ მზიან დღეს ნავი პორტში იდგა. უეცრად მან ჩაძირვა დაიწყო, შტორმი
არ იყო და ნავსაც არაფერი ჭირდა. ნავი ადამიანების თვალწინ ჩაიძირა.
რატომ?
5. კაცი მოგზაურობაში წავიდა, ქათამთან, მელასთან და ერთ ტომარა
ხორბალთან ერთად. ისინი ერთ მდინარეს მიადგნენ და ნავი იპოვეს. გადაწყვიტა
რომ გადაცუროს მდინარე, მაგრამ კაცს მხოლოდ ერთი რამის გადატანა შეუძლია
თან. ის მელას და ქათამს ერთად ვერ დატოვებს, ვერც ქათამს და ხორბალს.
როგორ უნდა მოიქცეს?
6. რამდენი დაბადების დღე აქვს ჩვეულებრივ ადამიანს?
7. ოთახში არის სამი ნათურა. ხოლო ოთახის გარეთ კი სამი ჩამრთველია.
უნდა გავარკვიოთ რომელი ჩამრთველი რომელ ნათურას ანთებს. თუ ცნობილია რომ
შემდეგ წესებს უნდა დავემორჩილოთ: ოთახის გარეთ შეგვიძლია რამდენი
ჩამრთველიც გვინდა იმდენი ჩავრთოთ, ოთახში შეუხედავად რათქმაუნდა. ხოლო
როდესაც ოთახში შევალთ შეგვიძლია მხოლოდ ერთი ჩამრთველი ჩავრთოთ. ამასთან
ოთახში მხოლოდ ერთხელ უნდა შევიდეთ.
8. გამოთვალეთ:
1=5
2=345
3=74376
4=45678
5=?
9. ერთ სამეფოში მეფეს ჰყავდა მცველი. ერთხელ მეფე საზღვაო მოგზაურობაში
წასვლას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მცველი მოვიდა და მეფეს მოახსენა რომ
სიზმრად ესიზმრა რომ ზღვაში მისი გემი ჩაიძირებოდა, ამიტომ არ უნდა
წასულიყო. მეფემ მართლაც გააგზავნა გემი და სიზმარი შეამოწმებინა. გემი
ჩაიძირა. მეფემ მცველი ჯერ დააწინაურა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. რატომ?
10. ჯონის დედას ჰყავს ოთხი შვილი: ანჯელინა, გაბრიელი, ჯეკი და… დაასახელეთ მეოთხე შვილის სახელი.
11.
შედიხართ ოთახში რომელშიც ორი კაცია. ერთი მათგანი სულ იტყუება, მეორე კი
სიმართლეს ამბობს. შენთვის უცნობია რომელია მართალი და რომელია მატყუარა.
ამ ოთახს ორი კარი აქვს. ერთში თუ გახვალ დაიღუპები, მეორეში თუ გახვალ
გადარჩები. იმისათვის რომ გაარკვიო რომელი კარი გადაგარჩენს შეგიძლია
მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა ნებისმიერს ამ ორი ადამიანიდან. რა კითხვა უნდ
დასვა?
12.რატომ არ შეიძლება კანადაში მცხოვრები ქალი დღეს ამერიკაში დაასაფლაონ?
13.დაასახელეთ კითხვა რომელზეც პასუხის გაცემა ყოველთვის შეუძლებელი იქნება.
14.როდის შეიძლება თერთმეტს ორი მიუმატო და ერთი მიიღო?
15.შავი
ძაღლი დგას შავად შეღებილი ქალაქის ქუჩაში. არცერთი ქუჩის განათება არ
მუშაობს. რადგან წინა დღეს ქარიშხალი იყო და დენის მიწოდება გათიშა.
მანქანა კი გატეხილი ფარებით ამ ძაღლისაკენ მოემართება. მაგრამ მალევე
დაინახა ძაღლი და შეჩერდა. როგორ მოახერხა მან ძაღლის დანახვა?
16. ყველაფერს აქვს და ყველაფერს სჭირდება
17.რას შეუძლია გააცოცხლოს მკვდრები, აატიროს ადამიანები, ან გაამხიარულოს ისინი?
18.ერთ
ქალაქში ასეთი სასამართლოა. დამნაშავემ ყუთიდან უნდა ამოიღოს ორი
ქაღალდიდან ერთი. ერთზე წერია უდანაშაულოა, მეორეზე დამნაშავეა. რომელსაც
ამოიღებს იმ განაჩენს გამოუტანენ. ერთი კაცი დაიჭირეს და ასამართლებენ.
მაგრამ მისმა მტრებმა ყუთში ფურცლები ჩაუგდეს, რომლებზეც ორივეზე
დამნაშავეა წერია. ამ კაცმა ეს გაიგო და ისეთი ხერხი იხმარა, რომ ის
უდანაშაულოდ გამოაცხადეს. რა ხერხი იხმარა მან?
19.ჯეკი სასეირნოდ
იყო გასული როცა წვიმა დაიწყო. მას არც ქოლგა, არც ქუდი და არც კაპიშონი არ
ჰქონია. მისი ტანსაცელი სრულიად დასველდა, მაგრამ მის თავზე ერთი ღერი
თმაც კი არ დასველებულა. რატომ მოხდა ასე?
20.ამერიკის 22-ე და 24-ე პრეზიდენტებს ჰყავდათ ერთიდაიგივე მშობლები, მაგრამ ისინი ძმები არ ყოფილან. რატომ მოხდა ასე