მთავარი » 2010 » ნოემბერი » 20 » ზვიგენი
09:07
ზვიგენი

ზვიგენი სამყაროს ყველაზე დაუნდობელ ცხოველად მიიჩნევა. ის მუდამ მშიერია და ამიტომაც ყლაპავს ყველაფერს, რაც გზად შეხვდება. მაგალითად, მის მუცელში არაერთხელ აღმოუჩენიათ ოქროს ტომრები, ადამიანის კიდურები, ცხოველების ძვლებით სავსე გალიები და ასაფეთქებლებიც კი. 1959 წელს კენიაში, მეთევზეების თვალწინ საზარელი სანახაობა გაიმართა: ზღვაში გასაგრილებლად შესული სპილო თეთრმა ზვიგენებმა ნაფლეთებად აქციეს.

 

წყლის ბინადრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველად ასახელებენ ვეშაპსაც, რომელსაც მეტსახელად "მკვლელს" ეძახიან.

ზვიგენსა და "მკვლელ-ვეშაპზე" საშიში არსება შხამიანი მედუზა ფიზალიაა. ამიტომაც, დამწყებმა მყვინთავებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ ზღვის ბინადრებთან შეხება არ შეიძლება, რადგანაც ყველაზე ლამაზი არსება შესაძლოა, ყველაზე შხამიანი აღმოჩნდეს. მაგალითად, ავსტრალიის წყლებში ბინადარი ერთი მედუზის შხამს 60 ადამიანის მოკვლა შეუძლია.

 

ხმელეთზე ყველაზე საშიშ ცხოველთა სამეული ასე გამოიყურება: ლომი, ხარი და სპილო, მაგრამ მათ სისასტიკით არც ლეოპარდი ჩამორჩება. მაგალითად, ინდოეთის ჯუნგლებში ბინადარმა ლეოპარდმა 8 წლის განმავლობაში 125 ადამიანი იმსხვერპლა. იგი 1926 წელს მოკლეს.

სპილო იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, ხორთუმის ერთი მოქნევით მოკლას ნიანგი, ლომი და ადამიანიც კი. ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში დიდი უბედურება დატრიალდა: სპილოები ბრინჯის ლუდით დათვრნენ და ასამდე ადამიანი იმსხვერპლეს.

საშიში ცხოველების სიაში მაიმუნებიც მოხვდნენ. შიმპანზეს, პავიანსა და მაკაკას შეუძლია, ადამიანს დაესხას თავს, მოჰპაროს ფული, დოკუმენტები და უკბინოს კიდეც.

ბევრისთვის ყველაზე საშიში არსება ნიანგია. აფრიკაში, წელიწადში 30-40 ადამიანი ნიანგის მსხვერპლი ხდება. ერთხელ, აფრიკის ერთ-ერთ სოფელში მონადირეებმა ყველა ნიანგი ამოწყვიტეს, შედეგად კი მომრავლდნენ ის მტაცებელი თევზები, რომლითაც ნიანგები იკვებებოდნენ. თავის მხრივ, მტაცებლებმა ყველა ის "წვრილი" თევზი შეჭამეს, რითაც სოფლის მოსახლეობა იკვებებოდა და ხალხი შიმშლით დაიღუპა. სხვათა შორის, ადამიანზე ნიანგის თავდასხმა ყოველთვის ტრაგიკულად როდი სრულდება.

 

ნიანგი საკმაოდ მოუხერხებელი ცხოველია და ამიტომაც, ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ვერაფერს უხერხებს; მხოლოდ მოცურავეს ან მწოლიარეს ესხმის თავს, მას ფსკერისკენ მიათრევს და ელოდება, როდის დაიხრჩობა მსხვერპლი, შემდეგ კი მას ანაწევრებს და ჭამს.

კანადასა და ფინეთში ყველაზე საშიშ ცხოველად დათვს (მას თათის ერთი მოქნევით შეუძლია, ადამიანს თავი წააწყვიტოს), ირემსა და ხარირემს მიიჩნევენ.

მწერებში ყველაზე საშიშად მალარიის ციებ-ცხელების გადამტანი კოღო და "მკვლელი ფუტკრები" მიიჩნევა - თითოეული წელიწადში 2-3 მლნ ადამიანს კლავს.

კატეგორია: ამბები | ნანახია: 1001 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]