მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » Web ტერმინები და მათი განმარტება
23:30
Web ტერმინები და მათი განმარტება


გაინტერესებთ რა არის : ჰოსტი,www,http,html,ftp,hypertext და პროტოკოლი? მაშინ შემოდი გაგრძელებაში

რა არის ჰოსტი, სერვერი

ჰოსტი(host) არის დიდი კომპიუტერი, რომლის გამოყენება შეუძლია ერთდროულად ძალიან ბევრ მომხმარებელს. მასში შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა პროგრამების, ფაილებისა და მონაცემთა ბაზების ძალიან დიდი რაოდენობა. სიტყვა "სერვერი” გამოიყენება ორი მნიშვნელობით: სერვერი (server) არის კომპიუტერი, რომლის გამოყენება ქსელში ბევრ მომხმარებელს შეუძლია. ნებისმიერი ჰოსტი შეიძლება იყოს სერვერი, პირიქით კი არა. სერვერი (server) არის პროგრამა, რომელიც ემსახურება სხვა პროგრამებს - კლიენტებს. ინტერნეტი შედგება სერვერებისაგნ ორივე მნიშვნელობით. მაგალითად, თუ რომელიმე კომპიუტერი ინტერნეტში ინახავს web-დოკუმენტებს, მაშინ ის არის web-სერვერი და მან უნდა შეძლოს მასში მოთავსებული web-დოკუმენტების მიწოდება კლიენტებისათვის, რომლის როლსაც ასრულებს ბრაუზერი. საზოგადოდ, კლიენტი(client) არის პროგრამა ან კომპიუტერი რომელსაც ქსელში ემსახურება სხვა პროგრამა ან კომპიუტერი.

რა არის WWW

1992 წელს, ჟენევაში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ევროპულ ლაბორატორიაში ტიმ ბერნერს-ლიმ შექმნა ინტერნეტის ახალი საინფომრაციო სამსახური: "მსოფლიო აბლაბუდა” World Wide Web, რომელსაც სამი შემოკლებული სახელი აქვს: www, web, w3. "მსოფლიო აბლამუდა” არის ინტერნეტის საინფომრაციო სამსახური დაფძნებული ჰიპერტეკსტური სისტემის პრინციპებზე. მან მნიშვნელოვნად გაამარტივა ინტერნეტში ნებისმიერი ფომრატის (ტექსტი, ნახატი, ხმა, კომპიუტერუი პროგრამა, ანიმაცია-მოძრავი გამოსახულებას, ვიდეო) დოკუმენტის მოთავსება, ძიება, დათვალიერება და გადმოწერა. www ინტერნეტის ყველაზე ბოლოს შექმნილი საინფორმაციო სამსახურია და , მიუხედავად ამისა, ყველაზე პოპულარულია. მას გააჩნია თავისი მრავალრიცხოვანი საინფორმაციო სისტემა და მისი საშუალებით შეიძლება ინტერნეტის ნებისმიერი სხვა სამსახურის გამოყენება. ამიტომ, ბოლო დროს, ხშირად, როდესაც ამობობენ "მსოფლიო აბლამუდას”, გულისხმობენ ინტერნეტს და პირიქით.

რა არის HTTP

HyperText Transfer Protocol (HTTP) - web-დოკუმენტების კომპიუტერული ქსელებით გადაცემის თავისი წესები - ქსელური პროტოკოლი გააჩნია, რომელსაც ეწოდება ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი - HyperText Transfer Protocol(HTTP). ის შედგება ოთხი ფაზისაგან: 1. დაშორებულ კომპიუტერთან შეერთება; 2. დოკუმენტების მოთხოვნა; 3. დოკუმენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა და 4. კავშირის დამთავრება.

რა არის FTP

File Transfer Protocol (FTP) - ფაილების გადაგზავნის პროტოკოლი არის როგორც ქსელური პროტოკოლი(წესები) ასევე პროგრამა, ისინი უზრუნველყოფენ ფაილების გადაგზავნას და მიღებას ინტენეტში ჩართულ კომპიუტერებს შორის (უფრო ზუსტად FTP-სერვერებსა და FTP-კლიენტებს შორის). FTP უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის ფაილის გადაგზავნას და მიღებას - ტექსტის, სურათის, მხის, კომპიუტერული პროგრამის, მოძრავი ნახატისა და ა.შ. ამავე დროს FTP არისსაინფორმაციო სამსახური, რომლის საინფორმაციო რესურსები შეიცავს FTP-სერვერებზე განლაგებულ ფაილებს შეერთებული ელექტრონული კატალოგის გარეშე. FTP საშუალებას იძლევა დაუკავშირდეთ FTP-სერვერს, დაათვალიეროთ ფაილების დრიექტორია (ანუ ფაილების სახელების ცნობარი), აირჩიოთ ამ დირექტორიიდან ფაილი მისი სახელის მიხედვით, გახსნათ და დაათვალიეროთ ის და საჭიროების შემთხვევაში, გადმოიწეროთ

რა არის ბრაუზერი

თუ HTML-დოკუმენტს დაათვალიერებთ, როგორც ჩვეულებრივ ტექსტურ ფაილებს, HTML-კოდები ხელს შეგვიშლიან ამ დოკუმენტის შინაარსობრივი ტექსტის წაკითხვაში. ამ უსხერხულობის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ბრაუზერი (Browser), რომელიც HTML-დოკუმენტს წარმოადგენს როგორც შესაბამის დოკუმენტს, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ის: ტექსტი, ნახატი, ხმა, კომპიუტერული პროგრამა, ანიმაცია, ვიდეო და სხვა. ბრაუზერს შეუძლია არა მარტო ნებისიმერი ვებ-დოკუმენტის წაკითხვა, არამედ ინტერნეტის ნებისმიერისამსახურის ინფორმაციის მოძებნა, მიღება და დამუშავება, თუ ამ ინფორმაციას გააჩნია სპეციალურად განსაზღვრული მისამართი.

რა არის URL

URL(Uniform Resource Locator)- . ყოფელ ვებ-დოკუმენტს www-ში გააჩნია თავისი ზუსტი მისამართი, რომელსაც ეწოდება რესურსების ადგილსამყოფელის უნიფიცირებული განმსაზღვრელი Uniform Resource Locator(URL). მაგრამ URL -ი შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტის ნებისმიერ სხვა ტიპის საინფორმაციო რესურსსაც. საზოგადოდ URL-ი შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომელთა კომბინაცია განსაზღვრავს ნებისნიერი ფაილის(დოკუმნეტის) ზუსტ მისამართს ინტერნეტში. ეს ნაწილებია: პროტოკოლი, დომენური სახელი, გზა, ფაილის სახელი. სრულ URL-ს შემდეგი სახე აქვს: პროტოკოლი://სერვერი. დომენი/გზა(დირექტორია)/../ფაილის სახელი მაგალითად: http://by.myweb.ge/LT/index.html სადაც http:// - პროტოკოლია, by. - სერვერის სახელია, myweb.ge - დომენის სახელია, LT-დირექტორიის სახელია და index.html - ფაილის სახელია. გზისა და ფაილის სახელის დაწერისას მნიშვნელობა აქვს დიდი ასოები იქნება გამოყენებული თუ პატარა.

რა არის დომენი

დომენური სახელი (Domain name) მიუთითებს კონკრეტულ სერვერზე ან საიტზე, რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. ის შედგება ორი ნაწილისაგან, რომლის პირველი ნაწილი არის სერვერის სახელი, ხოლო ბოლო ნაწილი, ჩვეულებრივად, არის დომენის სახელი. ზოგიერთ URL-ს დომენის სხელი შემდეგ მიეწერებასერვერის პროტის სახელი, მაგრამ ამას ადგილი აქვს პროტის არასტანდარტული ნომრის შემთხვევაში. არსებობს 6 სამი სიმბოლოსაგან შემდგარი ძირითადი დომენის სახელი, რომელიც აღწერს შეერთებული შტატების დომენური სახელების სისტემას: edu (education) - განათლების სისტემის. mil (military)- სამხედრო სისტემის, org (organization)- არაკომერციული ორგანიზაციების, gov (government) - სამთავრობო, com (commercial)- კომერციული ორგანიზაციების, net (network)- ქსელური რესურსების. მათ დაემატა კიდევ ექვსი, ხუთი, ოთხი ან სამი სიმბოლოსაგან შემდგარი დომენის სახელი: arts- კულტურა და გართობა, firm- ბიზნესი, store - ვაჭრობა, web - web საქმიანობა, rec -დასვენება, info - საინფორმაციო სამსახურები. გარდა ამისა, არსებობს ასამდე ორი სიმბოლოსაგან შედგენილი დომენის სახელი, რომელიც წარმოადგესნ სხვადასხვა ქვეყანას, რეგიონს ან კონტინენტს: uk- United Kingdom, ca - Canada, ru - Russian, ua-Ukraine, ge - Georgia და ა.შ.

რა არის HTML

HyperText Markup Language(HTML) - ჰიპერტექსტური მონიშვნის ენა, ან როგორც ხშირად ამბობენ, HTML ენის საშუალებით ნებისმიერი ტექსტი შეიძლება გარდაიქმნას ჰიპერტექსტურ დოკუმენტად. HTML ენით შექმნილ დოკუმენტს ეწოდება HTML დოკუმენტი (HTML document) და ისინი წარმოადგენენ www-ს ძირითად სამშენებლო მასალას. HTML დოკუმენტს ხშირად გვერდს (page) უწოდებენ, რადგან საზოგადოდ ის წარმოადგენს ჰიპერტექსტური დოკუმენტის ნაწილს, შეიძლება ითქვას ერთ-ერთ გვერდს. HTML დოკუმენტი შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტს: ტექსტი, ნახატი, ხმა, კომპიუტერული პროგრამა, ანიმაცი, ვიდეო და სხვა. HTML დოკუმენტის შექმნა ნიშნავს www-ში მოსათავსებელი დოკუმენტის ტექსტის მონიშვნას კუთხურ ფრჩხილებში ჩასმული სიმბოლოებით, რომლითაც HTML-კოდები ან HTML-ნიშნები (HTML tags) ეწოდება. HTML დოკუმენტის შექმნის გასაადვილებლად შეიძლება გამოყენებული იქნას HTML რედაქტორი.

რა არის hypertext

ჰიპერტექსტი(hypertext) ანუ ჰიპერტექსტური სისტემა არის სხვადახსვა ტიპის დოკუმენტების სისტემა, რომელშიც ყოველი დოკუმნეტი დაკავშირებულია რომელიმე სხვა დოკუმნეტთან ამავე სისტემიდან. კავშირი(link) ჰიპერტექსტურ სისტემაში არის ერთი დოკუმენტის მეორე დოკუმნეტზე გადასვლის საშუალება. კავშირს ჰიპერტექსტურ დოკუმენტში ზოგჯერ ჰიპერკავშირს(hyperlink) უწოდებენ. კავშირზე მაუსის ერთხელ დაკლიკებით (click) ხდება ჰიპერტექსტურ სისტემაში დაკავშირებული დოკუმენტების გამოძახება კომპიუტერის ეკრანზე. ჰიპერტექსტური დოკუმნეტი (hypertext document) არის ისეთი დოკუმენტი ჰიპერტექსტური სისტემიდან, რომელშიც ერთი კავშირი (link) მიანც არსებობს ამავე სისტემის სხვა დოკუმნეტთან, როგორც არ უნდა იყოს ის: ტექსტი, ნახატი, ხმა, კომპოიუტერული პროგრმა, ანიმაცია, ვიდეო, ხმა, კომპოუტერული პროგრამა, ანიმაცია, ვიდეო სხვადასხვა ტიპის კოკუმენტების ერთ სისტემაში დაკავშირების შესაძლებლობის გამო ჰიპერტექსტურ სისტემას უწოდებენ აგრეთვე ჰიპერმედიურს(hypermedia). "მსოფლიო აბლამუდა” (world wide web) არის ჰიპერტექსტური სისტემა.

რა არის პროტოკოლი

პროტოკოლი(protocol). URL-ის ეს ნაწილი განსაზღვრავს სერვერის ტიპს, რომელსაც უნდა მიმართოს ბრაუზერმა. პროტოკოლის ძირითადი სახეებია: file:// - ბრაუზერების უმრავლესობას შეუძლია გამოიძახოს თქვენს საკუთარ კმპიუტერში შენახული ფაილი. მგალითად, file:///c:/ მიუთითებს თქვენი კომპიუტერის c: დისკზე განლაგებულ ფაილებზე. http:// - მიუთითებს www-სერვერზე, სადაც ინახება HTML-დოკუმენტი. ftp:// - მიუთითებს FTP-სერვერზე, სადაც ინახება FTP-ფაილები.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 928 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]