ქალი მდინარეზე წავიდა წყლის მოსატანად. სათლი ჩაჰყო მდინარეში, ამოიღო და ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი ეუბნება:
– არ დამღუპო და სამ სურვილს შეგისრულებ.
ქალმა იფიქრა, იფიქრა და ეუბნება:
– მინდა, რომ ჩემი სახლი სასახლედ გადაიქცეს. მინდა, ახალგაზრდა და ლამაზი გავხდე და მინდა, რომ ჩემი კატა შესანიშნავ ყმაწვილად იქცეს.
ქალმა თევზი მდინარეში დააბრუნა და სახლისკენ გაემართა. ხედავს, სახლის მაგივრად სასახლეა წამოჭიმული. სარკეში ჩაიხედა და ხედავს, რომ ახალგაზრდა და ლამაზ ქალიშვილად იქცა. ამ დროს მასთან მშვენიერი ყმაწვილი მიდის. ქალი ეუბნება:
– ჩემო ფისუნია, ნუთუ ეს შენ ხარ?
– მე ვარ, მე, მაგრამ არ ინანებ, რომ შარშან ჩემი თავი დააკოდინე?! * * * ქალმა უფროსი ქალიშვილი გაათხოვა. დედამ შვილს სთხოვა, რომ შეეტყობინებინა, როგორ აეწყობოდა მისი ინტიმური ცხოვრება. ერთი კვირის შემდეგ ქალიშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც ერთადერთი სიტყვა ეწერა: "ნესკაფე".
დედამ გაზეთში ნესკაფეს რეკლამა წაიკითხა:
– სიამოვნება უკანასკნელ წვეთამდე.
დედა კმაყოფილი დარჩა. მალე მეორე ქალიშვილიც გაათხოვა და მასაც იგივე სთხოვა. ორი კვირის შემდეგ იღებს წერილს, რომელშიც წერია: "ბენსონ ენდ ჰაჯის". დედამ პასუხს სიგარეტის რეკლამაში მიაგნო:
– ექსტრა ლონგ, ქინგ საიზ, – და ისევ კმაყოფილი დარჩა.
მესამე, ნაბოლარა გოგონაც გათხოვდა და მასაც იგივე თხოვნა გაუმეორა. პასუხი ერთი თვის შემდეგ მიიღო, მასში ეწერა: "ბრიტიშ ეარვეის". სარეკლამო განცხადება ნახა და გონება დაკარგა. მასში ეწერა:
– დღეში სამჯერ, კვირაში შვიდი დღე, ყველა მიმართულებით.
* * *
ბიჭი გოგონას ეკითხება:
– შეიძლება სახლამდე მიგაცილოთ?
– არ გეშინიათ, რომ მოგკლავთ და გაგაუპატიურებთ? – ეუბნება გოგონა.
– აუ, რა თარსი დღეა! ბოდიში, კოლეგავ!
* * *
მასწავლებელი გაკვეთილზე მოსწავლეებს ეკითხება:
– აბა, ბავშვებო, რომელი ცნობილი ადამიანის გმირობის გამეორებას ისურვებდით?
– თამუნა, შენ მიპასუხე!
– მაია წყნეთელის, – პასუხობს თამუნა.
– ყოჩაღ. აბა, შენ მიპასუხე, გოგა!
– დავით აღმაშენებლის, – პასუხობს გოგა.
– ყოჩაღ, გოგა. მიხო, შენ რას მიპასუხებ?
– მე ჯაკომო კაზანოვას ყველა გმირობის გამეორება მინდა, – პასუხობს პატარა მიხო.
* * *
სკოლაში შრომის გაკვეთილზე მასწავლებელი ბავშვებს უსაფრთხოების დაცვის წესებს ასწავლის:
– უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის მთავარი წესია, თითები დენის წყაროში არ შეჰყოთ!!!
– მასწავლებელო, თითები იქ ხომ არ ეტევა? – ეკითხება ერთ–ერთი მოსწავლე.
– უტვინო, ლურსმნებით სცადე?
* * *
სამი მეგობარი საუბრობს. ერთი იძახის:
– მე დედის თვალები მაქვს.
– მე მამის ცხვირი, – ამბობს მეორე.
– მე ძმის ტრუსი მაცვია, – ამბობს მესამე.
* * *
კაცმა თუთიყუში იყიდა, სახლში მიიყვანა, გალიაში ჩასვა და ფანჯრის რაფაზე შემოდგა. მეორე დღეს გაიარა პოლიციელმა. თუთიყუშმა დაინახა თუ არა დაუძახა:
– გათახსირებულო ძაღლო!
პოლიციელი პატრონთან მივიდა და დააჯარიმა. იგივე განმეორდა რამდენჯერმე. პატრონს ამდენი ჯარიმის გადახდა მობეზრდა და თუთიყუში მეზობლად მცხოვრებ ღვთისმსახურს მიაბარა. ერთი კვირის შემდეგ, პოლიციელმა ფანჯარას ჩაურა, მაგრამ თუთიყუშმა ხმა არ ამოიღო. პოლიციელმა რამდენჯერმე ჩაუარა ფანჯარას, მაგრამ თუთიყუშმა ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს პოლიციელი მივიდა და ეუბნება:
– რა, ვეღარ მცნობ? ეს ხომ მე ვარ, გათახსირებული ძაღლი.
– გვიან ინანიებ, შვილო ჩემო, – უპასუხა თუთიყუშმა.
* * *
კაცმა გაიგო, რომ იმისთვის, რომ დიდხანს ეცოცხლა, დღეში ერთი ჩაის კოვზი დენთი უნდა ეჭამა. დაიჯერა და ყოველდღე ერთ ჩაის კოვზ დენთს იღებდა. მან 116 წელი იცოცხლა და გარდაცვალების შემდეგ დარჩა 17 შვილი, 67 შვილიშვილი, 184 შვილთაშვილი და 10 მეტრი დიამეტრისა და სიღრმის ორმო კრემატორიუმის ადგილას.
* * *
სამი მამაკაცი კამათობს, ვისი ცოლია უფრო მსუქანი.
– როდესაც ჩემი ცოლი სკამზე ჯდება, კიდევ ორ სკამს ვუდგამ გვერდებიდან, – ამბობს ერთი.
– როდესაც ჩემი ცოლი საწოლში წვება, გვერდით კიდევ სამ საწოლს ვუდგამ, – ამბობს მეორე.
– როდესაც სამრეცხაოში ჩემი მეუღლის საცვალი მიმაქვს, მეუბნებიან, რომ გასარეცხად პარაშუტს არ იღებენ, – ამბობს მესამე.
* * *
ჭიჭიკია ქუჩაში შემხვედრ გოგონას ეუბნება:
– გოგონი, ისე მიყურებთ, თითქოს შენი მშობლები სახლში არ არიან!
|