მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » ვინ რა წერილს მისწერს სანტა კლაუსს?
11:30
ვინ რა წერილს მისწერს სანტა კლაუსს?

მიხეილ სააკაშვილი: ბატონო სანტა, გავიგე, ახალი წელი თქვენ მოგყავთ... მე არ მეშინია 2012 წლის მოსვლის. რაც შეეხება 2013 წელს, ძალიან გთხოვთ, მისი მოსვლა ათი წლით გადადოთ. წინასწარ გიხდით მადლობას."
ვანო მერაბიშვილი: "სანტა კლაუსო, ჩემი წყაროებიდან გავიგე, რა წერილი მოგწერა ჩვენმა პრეზიდენტმა. დამიჯერე, შეასრულე, თორემ ებრაელ ბიზნესმენებს რაც ვუქენი, იმაზე უარესს გიზამ."
ბიძინა ივანიშვილი: "სანტა, მივიღე თქვენი წერილი. ნუ იდარდებთ, აუცილებლად შეგისრულებთ."
თემურ ქეცბაია:"ძვირფასო სანტა, გახსოვს, შარშან რომ გთხოვე, საქართველოს ნაკრები 10 წლით ჩამაბარე-მეთქი და რომ ამისრულე. მე ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, - ის შარშანდელი სურვილი გააუქმე."
შალვა ნათელაშვილი: "პირადად მე თქვენი არ მჯერა, სანტა, თქვენ ხართ ამერიკული ლობი მიხეილ სააკაშვილის. ჩემი სანტა კლაუსი არის ჩემი გიორგი გუგავა, რომელმაც გუშინ ნაბახუსევზე სურვილი ამისრულა და ნაბეღლავზე გამეგზავნა."
ვერა ქობალია: "სანტა, მე თოჯინა მინდა, ბარბის, კიდევ - კანფეტები ნუგასი და მდგრადი საქანელა."
გიგი უგულავა: "ჩემს სურვილს რა აზრი აქვს, დიდი ხანია, გთხოვ სურვილის ასრულებას, მაგრამ არ მისრულებ. მეგონა, 2012 წელს შემისრულებდი, მაგრამ შენ, როგორც ვატყობ, ისევ მიშას სურვილს აასრულებ."
შორენა ბეგაშვილი:"მეც მაქვს შენთან სურვილები, მაგრამ სიმართლე გითხრა, გული არ დამწყდება, თუ არ შემისრულებ, გამოჩნდება სხვა სანტა კლაუსი და ის ამისრულებს."
ირაკლი ალასანია:"მადლობა, სანტა."
დავით გამყრელიძე: "ეს წლებია, ვარკვევ, რომელი ხართ სანტა - შენ თუ ის მეორე? ეს გამაგებინე, მეტი არაფერი მინდა."
ნანუკა ჟორჟოლიანი:"ჩემო ძვირფასო, საყვარელო და გულის ვარდო სანტა, ჩემი თქმა არ გჭირდება, ისედაც იცი ყველაფერი, რაც უნდა შემისრულო წელს. ბავშვი გამოიყვანე ბაღიდან და მალე მოდი სახლში."

კატეგორია: კურიოზები | ნანახია: 814 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]