მთავარი » 2010 აგვისტო 20 » უსათაურო
00:25 უსათაურო | |
ოქრო–ფულისთვის ყიდიდნენ და ყიდიან ახლაც ჩვენს პატარა მიწა–წყალს და გვართმევენ სახლსაც... განსაცდელის ჟამს ერი კვლავ ელის ახალ ილიას (მას ხომ მრავალი ბრძოლა თუ ომი, გამოვლილი აქვს); ხალხი კვლავ ელის ახალ აკაკის და ახალ ვაჟას... მაგრამ ოცნება დაემსგავსა ღამეულ ზღაპარს. ********** ეჰ, რა დღეშია დღეს საქართველო, ცოტა თუ ფიქრობს და იაზრებს ამას. ჩვენი წინაპარი როგორ იცავდა მამულს... ბევრი ვერ ხვდება დღესაც მათ ამაგს. უნდა გვახსოვდეს ფარნავაზ მეფე, მეფე ვახტანგი, გორგასალი, მეფე დავითი, აღმშენებელი და თვით თამარი, დედოფალი. მამულსა მედგრად როგორ იცავდნენ და ჯარს ბრძოლის წინ ღმერთსა ფიცავდნენ, მათ ამხნევებდნენ უფლის სახელით და ისინიც გულს მუშტით იცემდნენ, რომ დაიცავდნენ საქართველოს უკუნითი უკუნისამდე. მტერსაც უკვირდა მათი მხნეობა, უკვირდა, მათი დიდი გმირობა, რომ დიდსა ომში პატარა ჯარი გამარჯვებული გამოდიოდა... მაგრამ რაღაა ჩვენი მამული? რაღაა ახლა ცხოვრება ჩვენი? ვიხსენებთ იმ დიდებულს წლებს, როცა გვიცავდნენ მეფენი ძველნი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |