09:15 ცნობილი გამოგონებების ისტორიები | |
1. დაახლოებით 3000 წელს,
ძველ ეგვიპტეში შეიქმნა დამწერლობის სისტემა, რომელსაც იეროგლიფურს
უწოდებენ. ამ დამწერლობაში სიმბოლოები გამოიყენებოდა არ მხოლოდ ბგერებისა
და ასოების, არამედ ცალკეული სიტყვების ასახვისათვის. 2. მობილური ტელეფონის ისტორიას წინ დიდი შრომა და ისტორია უძევს: მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ფრანგმა კლოდ შაპმა გამოიგონა სისტემა, რომელსაც დაარქვეს ტელეგრაფი, რაც ნიშნავს – ”გწერ შორიდან”: ამაღლებულ ადგილებზე აშენებდნენ სასიგნალო კოშკებს, მათზე ამონტაჟებდნენ ორი გრძელი თამასის მქონე სპეციალურ ხის კონსტრუქციას.ამ მოწყობილობის მეშვეობით იმ დროინდელი ”ოპერატორები” კოშკიდან – კოშკზე გადასცემდნენ შეტყობინებას. ათწლეულების განმავლობაშიუ გამოგონება უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა. პირველი საუბარი შედგა 1876 წლის 10 მარტს და უკვე 1883 წელს ბოსტონსა და ნიუ იორკს შორის გაიხსნა მუდმივი სატელეფონო კავშირი. 1879 წელს – ედისონმა, 1880 წელს – კროსსლიმ, შემდეგ გოუვერმა და ბელმა გამოიგონეს განსხვავებული პრინციპით მომუშავე ტელეფონის აპარატები. ჩვენთვის ჩვეული თანამედროვე ტიპის ტელეფონის აპარატის უშუალო ”წინაპარი” შეიქმნა 1930 წელს. მობილური სატელეფონო კავშირის იდეა გაუჩნდა კომპანია AT&T Bell Labs
ჯერ კიდე 1946 წელს. 1947 წლიდან ამ ფირმამ შექმნა მსოფლიოში პირველი
ავტოსაგზაო რადიო ტელეფონური კავშირის სერვისი, რომელიც წარმოადგენდა რადიო
გადამცემისა და ტელეფონის ჰიბრიდს. ავტომობილის საბარგულში დაყენებული
რადიო სადგურის, რომელიც იწონიდა 12 კილოგრამს, და მანქანის სახურავზე
განთავსებული სპეციალური ანტენის საშუალებით უნდა დაკავშირებულიყავი
სატელეფონო სადგურს და მისი მეშვეობით გაგეკეთებინა ჩვეულებრივი სატელეფონო
ზარი. ამ სერვისმა გაუძლო ხუთ წელიწადს. კომპანია Motorola – მ უფრო
სწრაფად მიაღწია წარმატებას. მან ფიჭური ტელეფონის პირველი მოდელის შექმნას
მოანდომა 15 წელი და 100 მლნ. დოლარი. 1973 წლის 3 აპრილს, მანჰეტენზე
მოსეირნე კომპანია Motorola – ს ინჟინერმა მარტინ კუპერმა გააკეთა
რამდენიმე ისტორიული ზარი მობილური ტელეფონით, რომელიც იყო 25 სანტიმეტრი
სიგრძის და 5 სანტიმეტრი სიგანისა და სისქის, იწონიდა ერთ კილოგრამამდე.
როგორ ფიქრობთ პირველს ვის დაურეკა მარტინ კუპერმა? კონკურენტებს. ” 3. ჯინსის ისტორია: ჯინსის გამოგონება, როგორც უმეტესი გენიალური აღმოჩენა, აღსავსეა შემთხვევითობებით. 1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე – ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად. ჯინსის სახელწოდების წარმოშობის საკითხიც ფრიად საინტერესოა. ქსოვილი
გემებზე იტვირთებოდა იტალიის საპორტო ქალაქში – გენოა და ამიტომ ქსოვილის
ფუთებს ეწერა გამოგზავნის ადგილი ”Genoese”, რასაც ამერიკელები თავისებურად
კითხულობდნენ, როგორც”jeans”, ანუ ჯინს. როგორც ფიქრობენ ამიტომაც შარვალს
დაერქვა ეს სახელი. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამ ”ლივაი სტროსს ენდ
კომპანი” მიიღო ლიცენზია და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების
მქონე შარვლების წარმოებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ
დაბადების დღეთ. ჯინსი დრემდე რჩება ყველზე გაყიდვად და პოპულარულ ნივთად, იცვლება ფერი, ფორმა, მოყვანილობა და აქსესუარები, რომელიც ამ ქსოვილისგან არის დამზადებული, მაგრამ უცვლელია ერთი რამ – არა მოდური ჯინსი არ არსებობს ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |