მთავარი » 2010 » ნოემბერი » 2 » თმის მოვლისთვის...
20:56
თმის მოვლისთვის...

1.. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და თავის დაბანამდე ნახევარი საათით ადრე შეიზილეთ თმის ძირებში.


2. მშრალი თმისთვის რეკომენდებულია დაბანის შემდეგ თაფლიანი წყლის გადავლება: ერთ ჭიქა წყალს ერთი სადილის კოვზი თაფლი უნდა შეურიოთ. თაფლი არბილებს თმას და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას.


3. ცხიმიან თმაზე დაბანის შემდეგ სასურველია ლიმონიანი წყლის გადავლება (ერთი ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალზე).


4. ქერტლის მოსაცილებლად შეათბეთ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით შეიზილეთ ლიმონის წვენი და 30 წუთის შემდეგ კარგად დაიბანეთ სუფთა წყლით.


5.მტვრევადი, მშრალი და დაზიანებული (ფენისა და ხშირი ღებვისგან გაუხეშებული) თმისთვის რეკომენდებულია ასეთი ნარევი: აიღეთ ერთი ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა ზეითუნი ზეთი და 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმაში და დილამდე დაიტოვეთ. ნარევი თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ყოველი დაბანის წინ ინტენსიური მასაჟით შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი, 2 საათს გაიჩერეთ და შემდეგ კარგად დაიბანეთ შამპუნით. ამ პროცედურის რეგულარულად ჩატარება თმას აჯანსაღებს.


6. დღეს ლუდის საფუძველზე არაერთი შამპუნი და თმის კონდიციონერი მზადდება. ლუდის შეზელა, გარდა იმისა, რომ თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ელასტიკურობას ანიჭებს, ხელს უშლის ცვენას. ამ მიზნით თბილი ლუდი კვირაში ორჯერ უნდა შეიზილოთ თმის ძირებში. ინტენსიური მასაჟის შემდეგ სასურველია თმა მთლიანად გაიჟღინთოს ლუდით, 20-25 წუთის შემდეგ კი თავზე თბილი წყალი უნდა გადაივლოთ. თავის დაბანის შემდეგ ლუდის გადავლება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ქერტლი აწუხებს. ლუდში შემავალი კომპონენტები კვებავენ თმის ძირებს, ღერებს, თავის კანს, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას, აჯანსაღებენ თმას, საოცარ ბზინვარებასა და ხიბლს სძენს მას.

კატეგორია: ფოტოები | ნანახია: 861 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]