ჩემი მეგობარი სალაროში მუშაობდა, მოვიდა კლიენტი და დაზიანებული დოლარის კუპიურა მიაწოდა. ჩემი მეგობარი შეეკითხა: ბატონო, დაზიანებული გაქვთ და ორი დოლარისას მოგაჭრითო . იყო თურმე დიდი ამბავი, სიცილ-ხარხარი…. —————————- კლიენტი მოსულა და უკითხავს: "ბარათი გადამეყლაპა და რა ვკნააააა??????????? —————————- კლიენტი შემოვიდა, რაღაც ოპერაციას აკეთებს და აღმოჩნდა რომ საბუთში გვარში ასოა გამოტოვებული… დაბნეული ოპერატორი რეკავს ჯგუფის უფროსთან და ეკითხება: - ბატონია მოსული, ასო აქვს ამოგდებული და მივცე?? ნუ უფროსმა გაიკვირვა და თუ უკვე ამოღებული აქვს მიეცი აბა რა უნდა ქნაო —————————- ერთხელ ერთი კლიენტი შემოვიდა ოქროს დაგირავება უნდოდა, მეკითხება ოქროსას არ იდებთო?? მეთქი არათქო, გულში კი გავიფიქრე ოქროსი იყოს რას არ შევიდებთქო ————————– მონოს და ლაი-ლაის ისე ხშირად მეკითხებოდნენ (თან უარს რომ ვეტყოდი გაბრაზებულები გადიოდნენ, ამხელა ბანკში მონო არ უნდა იყოსო?), ერთხელ გამწარებულმა ვუთხარი მონო არა, მაგრამ ახალი ხორცი გვაქვს მიღებული მეთქი… ————————– პლასტიკურ ბარათზე: - აი ამ ზოლში ხელი უნდა მოაწეროთ… - გადავფხიკო???…… ————————- კლიენტს ვავსებინებ ანგარიშის გახსნის განაცხადს. ყველა ველის გასწვრივ არის დაბეჭდილი რა უნდა ჩაიწეროს, მაინც მეკითხება. მეც დიდი მოთმინებითა და ღიმილით ვპასუხობ (აღარ მიკვირს მასეთი კლიენტები): - აქ რა დავწერო?.. - თქვენი დაბადების თარიღი…. - ციფრებით თუ სიტყვიერად?.. - როგორც თქვენ გნებავთ… - აქ რას ვწერ?.. - აქ თქვენი სახელი და გვარი… - სიტყვიერად??? კინაღამ ვუთხარი ციფრებით მეთქი, მაგრამ იქ აღარ ვიდექი….. ტუალეტში ვგორაობდი ჩაბჟირებული… ———————— ქალს რომელსაც სამომხმარებლო სესხი უნდოდა დავუბარე : დახასიათება მომიტანეთ თქვენი უფროსის მეთქი , და ჭკვიანმა უფროსი დაახასიათა თვითონ , ხელი მოაწერა და მოიტანა …. საკრედიტოში რა ხდებოდა ამის შემდეგ უნდა გენახათ ———————— მესმის საოპერაციოდან : კლიენტი გოგო სასოწარკვეთილი ხმით ხმამაღლა ეძახის მოლარე-ოპერატორს, 1 თვე გადამიცდა უკვე და რა ვქნაო ———————– რეკავენ აიტიში და დილას მიჩანდა და ეხლა აღარ მიჩანსო… ———————– რეკავს კლიენტი და მოჩვენებითი ინტელიგენტური ხმით კითხულობს - თქვენი რომელიმე ბანკომატი რუსთავს უდგება? ———————– კლიენტი რეკავს და აინტერესებს რაღაც ინფორმაცია ბარათის შესახებ ოპერატორი: მითხარით ბოლო ექვსი ციფრი კლიენტი: "ბოლო ექვსი ციფრი” ————————- ქუთაისში ბანკომატმა ბარათი ჩაუყლაპა ტიპს, ხოდა შევარდნილა შიგნით და აქანე სიმონ ბანკომატის მაყურებელი ვინააო ———————— შემოვარდა ერთხელ საოპერაციოში გაბრაზებული კლიენტი და ოპერატორ გოგონას უყვირის, რა არის ეს რა ბანკია, ამდენი ხანია ვდგავარ, ვუდებ ვუდებ და არ მაძლევსო.. დაიბნა ეს გოგოც უცებ, წამოხტა და უებნება: დამშვიდდით ბატონო, წამობრძანდით, ერთად შევუდოთ და ვნახოთო. (ალბათ უკვე მიხვდით რომ საუბარი ბანკომატიდან თანხის გატანაზე იყო) ———————– ერთ ტაქსის მძროლს დაზღვევა უნდოდა და განაცხადს რომ ავსებდა იქ იყო შემდეგი შეკითხვებია: სამუშაო ადგილი და სამუშაო ადგილის მისამართი… ტაქსისტმა კი შემდეგნაირად შეავსო: სამუშაო ადგილი-ტაქსის მძღოლი სამუშაო ადგილის მისამართი- ვმოძრაობ ქალაქში ———————– стандартный вопрос наших клиентов: "Девушка а вы в кредит даете?”)) ———————– მოლარე ოპერატორი ეკითხება ხანში შესულ ქალს გზავნილის სახელი მითხარით ქალბატონოო და თამაზიო… ———————— მე: თქვენს პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული და სანამ არ გამოცვლით ამ პირადობას ვერაფრით დაგეხმარებით …ჩაფიქრებული დუმილი… მომხმარებელი: იცით, ეხლა გამახსენდა, სახლში მაქვს პირადობის მოწმობის ასლი რომელიც მანამდე გადავიღე სანამ ვადა გაუვიდოდა და ის ასლი არ გამოდგება? —————————- ბანკში შედის შუახნის მამაკაცი და ოპერატორს ეუბნება -ვიზა გოლდი მჭირდებაო, და ისა კიდევ, ოქრო მე მოგიტანოთ თუ საკუთარი გაქვთო? —————————- ამ დღეებში მოხდა თიბისის მარჯანიშვილის ფილიალში კაცი ავსებდა რომელიღაცა განაცხადს და სადაც წერია "სქესი”, იქ წაუკითხავს "სექსი” და მიუწერია კოხტად: "კვირაში ხუთჯერ” ოპერატორ გოგონას არ დაუხედია განაცხადისთვის, თან სქესს რა პონტში დაუწყებდა ყურებას. ისეთი რაღაცაა რა მაგრამ როგორც წესია, მაინც გაუფრთხილებია, რომ არასწორი რამე თუ ჩაწერეთ არ შეიძლება და არ განიხილავენო (ალბათ საკრეტო იყო რამე) ხოდა გამოურთმევია ამ კაცს უკან განაცხადი და გადაუსწორებია "კვირაში 2ჯერ” იმ გოგოს ძლივს შეუკავებია თავი, მაგრამ ეს კაცი რომ წასულა კლიენტი ვიღას ახსოვდა გაწოლილა ყველა —————————- ტიპი რეკავს ბანკში და ეუბნება ოპერატორს: Здравствуйте, я член почетного клиента….. —————————- მდივანი ურეკავს IT-ს და ეკითხება: log in -ში პატარა ასო ჯობია,თუ დიდი? —————————- ისევ იგივე მდივანი:შეფს ასო გაუდიდდა,და უშველეთ რამე (caps lock на клавиатуре) —————————- შეფს ყავს სეკრეტუტკა ვობშემ და აქვს ზასედანიე რეკავს მდივანი შეფთან შეფი რთავს სპიკერს (მარიაჟ) ბატონო ნუგზარ ბატონო ნუგზარ, ლოგინში(Log In) პატარა ასოს და დიდ ასოს აქვს მნიშვნელობაო? —————————- რომელიღაცა ორგანიზაციის ხელფასების დღე იყო და ბანკომტთან პატარა რიგი წარმოიშვა, ერთი ქალი მოვარდა უცებ აღელვებული, ხალხი აქეთ-იქით გაწია (ბოდიშის მოხდით) ბანკომატთან მივიდა ეკრანს მიუკაკუნა და ეკითხება: - უკაცრავად ქალბატონო დღეს ხელფასები იქნება? —————————- ჩემს თანამშრომელ გოგოს საკრედიტოში მოუვიდა ასეთი ამბავი, რომ კლიენტ ბიჭს უთხრა: "თქვენს სექსზე დადებითი პასუხი მოვიდაო” —————————- ერთ თათარს სესხი უნდოდა და მაგ თანხაში უძრავი ქონება მოვთხოვე და დაზაკონებული არა მაქ გენაცვალე და ოქრო არ გინდა შეგიდოო —————————- ერთი სომეხი აგზავნიდა WU-თი თანხას სომხეთში, გაგზავნის ბლანკის შესავსებად და პროგრამაში მონაცემების შესაყვანად მისი ტელეფონის ნომერი ვკითხე და თვალის ჩაკვრით მითხრა:” а что sms-ку хочеш мне послать??” ხოო ნუ მე ჩემთვის რა გავიფიქრე არ დავწერ ისედაც ყველა მიხვდება —————————- ნუ ამ ტელეფონის ნომრის კითხვისას ზოგს უთქვამს: და თქვენი ნომერი? —————————- საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა ქალი მოვიდა და კაც კრედიტ ოფიცერს ეუბნება: თქვენთან ანაბრით უზრუნველყოფილი სექსი(სესხი) მაქ და….(ამ დას მერე რა იყო არ ვიცი იმიტო რო გადავბჟირდი )))) ) —————————- ერთი გოგო ეკითხება თურმე, 1 კვირიანი ტრეინინგების შემდეგ: - იცი რა მაინტერესებს, აი ამ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რომ ახსენებენ, როგორ უნდა მივხვდე რომ მოვა, პასპორტში ეწერებაო? —————————- მოდის ქალბატონი, მშვენიერი ქალაბტონი იყო 30 წლამდე ასაკის, რაღაც ქონდა გადასახადელი, ალბათ განვადება არ მახსოვს ნუ რა მნიშვნელობა აქვს… ხოოოდა… გამოვუწერე ამ ქალბატონს საბუთი და ვეუბნები: სალაროში მიბრძანდით და იქ გაიხადეთ-მეთქი —————————- ამაწსინათ ჩემ ოთახში შემოდის კლიენტი ჯდება და ეგრევე იწყებს.. მე გამაჩნია დედა, ცოლი , შვილი და წიწიბურის ბიზნესი მაინტერესეს მომცემთ თუ არა 20 000 დოლარს ეს საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, ერთ-ერთ საკრედიტო მენეჯერთან (რომელიც ძალიან მორწმუნე ბიჭია) მოვიდა ერთი მისი კლიენტი, რომლის მანქანების იმყოფებოდა ფოთში და ეკითხება: "ჩემი მანქანებს, რომლებიც ჯიპიაში მაქვს დაზღვეული, რამე რომ დაემართოს, ჯიპიაი თუ ამინაზღაურებსო”. კრედიტ-მენეჯერი პასუხობს, რომ საომარი მდგომარეობა ფორს-მაჟორია და ჯიპიაის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება. კლიენტმა თავში შემოირტყა ხელები, მილიონებს ვკარგავო. მერე ეკითხება, სხვა რა შემიძლია გავაკეთოო. უყურებს ეს კრედიტ-მენეჯერი დანაღვლიანებული (განიცადა კლიენტის გასაჭირი) და ცოტა ხანში პასუხობს: "რა ქენი და მოდი მაინც მანქანები აკურთხებინეო” )) მთელი განყოფილება რომ ხარხარებდა, ეს ბიჭი თავის თანამშრომლებს თურმე გაოცებული უყურებდა, რა ვთქვი სასაცილო, ნეტა რაზე იცინიანო?!!!
წითლად რომელიც არის ისინი ჩემი რჩეულებია რომელზეც სუნთქვა შეკრული ვკისკისებდი
|