მთავარი » 2010 ოქტომბერი 25 » სწრაფი კვების(fast food)"იმპერია"
20:00 სწრაფი კვების(fast food)"იმპერია" | |
დღეს ქუჩაში ვჭამე ჰამბურგერი და მოვიწამლე ამიტომ გადავწყვიტე fast food-ის უარყოფოთობის შესახებ მომეძია ინფორმაცია სწრაფი კვების (fast food)"იმპერია" იმდენად მოედო მსოფლიოს,რომ მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულო განდევნა. სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთ-დოგს,ჰამბურგერს,შაურმას,ჩიფსს და სხვ.ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი.როგორც წესი,ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს,მდიდარია ქოლესტერინით,ღარიბია ვიტამინებით და უჯრედისით,მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს,ცხიმებს და ნახშირწყლებს შორის. სწრაფი კვების პროდუქტებით,ძირითადად,ქუჩაში ვიკვებებით.სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება ხშირად გასტრიტის,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების,შეკრულობის მიზეზი ხდება.ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის,დიზენტერიისა და სხვა დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები...!!! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |