მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » სტატუსები და ბრძნული აზრები
11:28
სტატუსები და ბრძნული აზრები

სტატუსები:
კაცმა ჰკითხა უფალს:

-ღმერთო რატომ შექმენი ქალი ასეთი ლამაზი?

-იმიტომ რომ შეგყვარებოდაო.

-მაშინ რატომ შექმენი იგი ასეთი უჭკუო?

- იმიტომ რომ შეყვარებოდიო;
ჩემი მოსამართლე მხოლოდ ღმერთია, ჩემი მრჩეველი კი მხოლოდ ჩემი გულია!
იმედის ფერი გინახავს? გულში რომ სათქმელს ინახავს.

წვიმის წვეთივით წმინდა ხარ, მე კი უზომიდ მიყვარხარ;
მე ვერთობი ჩემი ერთადერთი სიცოცხლით, რომელიც კაცმა არ იცის რა ჯანდაბად მინდა;
ბედნიერება ოცნების ნაბოდვარია მხოლოდ;
ბედი და შემთხვევა ერთმანეთს ემთხვევა;
ნუ გეშინია მარტოობის, გეშინოდეს იმის რომ არაფერს წარმოადგენ.
არ მინდა უკვე მიზეზია და ახსნას აღარ საჭიროებს...
შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი.. უი ჩახვედი უკვე?
შენებრ გონიერი იმდენია, ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ.
მხოლოდ მაშინ მიყვარხარ როცა ვთვრები მოიცა რა გამოდის მე ლოთი ვარ?
სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.
ყველაზე საშიში ადამიანი - რომელსაც არ აქვს სტატუსები.. არ იცი რა ტარაკნები ყავს თავში.
ცხოვრება ინტერნეტივითაა. საქმე არაფერი გაქ, მაგრამ წასვლაც არ გინდა.
კაცს რომ ჭკუა ჰქონდეს ქალი იქნებოდა. :D
ძირს დაიხედე!...ტვინი დაგივარდა
ჩემი არ ესმით! მსიამოვნებს, რომ მასაზე არ ვარ გათვლილი და უხარისხო ფილმივით ყველა ვერ მიგებს.
ჭკვიანი აზრები მუდამ თან მსდევენ, მაგრამ მე უფრო სწრაფად დავრბივარ.
შეამჩნიეთ? როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება, შენ პესიმისტი ხარ, როდესაც სხვის ცხოვრებაში ხდება რაღაც ცუდი _ დამწუხრებული ოპტიმისტი.
მე მისი გული გავტეხე მან კი ჩემი ყბა.
ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ ზოგიერთს ცოლი მოჰყავს.
მკიდიხარ ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს ცხრა საათიდან თერთმეტის ნახევრამდე
მაღლა ცაში ავიხედე ყვავი მისდევს ჩიტებსაო, იმ გოგოებს ვენაცვალე ვინც აწვალებს ბიჭებსაო
წვიმს ქუჩები სველია, კრიშებიც რა საკვირველია.
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
მე იმ ადგილის დედა ვატირე სადაც ჩემი კუბოსთვის ხე იზრდება.
თაგვმა თხარა თხარაო და მეორე თაგვსაც ესიამოვნაო..
ბავშვობაში ისეთი მახინჯი იყავი სანამ კისერზე ძეხვს არ ჩამოგკიდებდნენ ძაღლიც არ გეთამაშებოდა.
ბებიაჩემის გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა ბაბუაჩემიც გავაყოლეთ…
პადვალში ეკიდა პალტო… სახლში ვიყავი მარტო… ამოვიტანე პალტო… აღარ ვიყავი მარტო…
ვარსკვლავს ვხედავ ლამაზ ცაზე.. და ვმუშაობ ზაპრავკაზე.
ზამთარია არ მაქვს პალტო კალოშები მაქვს ზა ტო
შენ ბაღში იჯექი ტუჩებს გიფარავდა თმა მე შენთან მოვედი და ჩუმად გითხარი დედა ლა უკო ლაა
მზე აღარ ამოდის ჩაგვიჭრეს
შენი თვალები მაგიჟებს შენი ტუჩები მთიშავს აგიყვან იცოდე ხელში და კედელზე მიგათხლიშავ
მე მინდა მოვკვდე მძინარე როგორც ბაბუაჩემი და არა ისე როგორც მისი მგზავრები როცა რულთან ჩაეძინა
არავინაა უნიკალური...მე არავინ ვარ...ე.ი უნიკალური ვარ
ადამიანები იძახიან რომ ბედნიერებას ვერ იყიდი(სინამდვილეში არ იციან სად იყიდება და უტყდებათ გამოტყდომა)
მიყვარხარ და მევასები, არ მიგატოვებ შე ჩემა
ფულის წვიმა რომ მოდიოდეს ნისიების რვეული დამეცემა თავზე
გაზაფხულის საღამოა ნარნარი, დამეხმარეთ შემიგროვეთ ლარ-ლარი
მოჩუხჩუხებს რუ

მას მოყვება კუ

ფეხი ვკარი კუს

ტყლუპ!
ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.
ადამიანი,ადამიანის, ადამიანური ადამიანობით ადამიანობს!!!
ნელა ჩამაცვით მეჩქარება
ყველა ჟრუანტელის შენ ხარ ეპიცენტრი
კოცნა ახალგაზრდა გოგოსთვის -რწმენაა, დაქორწინებული ქალისთვის - იმედი და გაუთხოვარი ხანშიშესული ქალისთვის კი - ქველმოქმედება
თუ ადამიანი სვავს იმისთვის რომ დარდი დაახრჩოს უთხარით მას რომ დარდმა ცურვა იცის .
რაც უფრო ვიცნობ ხალხს მით უფრო ვაფასებ ჩემ ძაღლს.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე ყველაზე ბევრი ვიტამინი აფთიაქშია .
გემოვნებაზე არ დაობენ მის გამო ერთმანეთს ლანძღავენ სცემენ და ეომებიან.
სანამ მეგობრისგან ფულს ისესხებ დაფიქრდი რომელი უფრო გჭირდება.

ბრძნული აზრები:
შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის – მთელი სამყარო
ბედნიერების ტაძრის მშენებლობაზე მეგობრობას კედლები აჰყავს, გუმბათს კი სიყვარული ქმნის
ცხოვრება არის ტილო, რომელზე დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ გაქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი
არის ისეთი რამეები, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და არის ისეთებიც – თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ
ცხოვრება ტრაგედიაა, კომედიური წუთშესვენებით
ადამიანები არ იბადებიან, – ადამიანები ხდებიან
ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან იმით, რომ ის იწყება იქ, სადაც ცხოველი მთავრდება
კაცობრიობის პროგრესი სხვა არა არის, თუ არა დღითი-დღე გაფართოვდეს შეუძლებლობის ზღვარი.
ეძიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვა ბრძენთან საუბრის ტოლფასია და ეძიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვას უდრის
ადამიანს არაფერი ამძიმებს ისე, როგორც ცარიელი თავი
უნდა იცხოვრო არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით
ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის – მოკვდეს გამოსწორებული
მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ადამიანებისთვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება
ცხოვრება გასერინებაა, სამუდამო ძილის წინ …
ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება პატარა დაბადებაა, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი პატარა სიკვდილია
არიან ადამიანები, რომლებიც გონებით იქმნიან გულს, სხვები – გულით იქმნიან გონებას. ეს უკანასკნელნი აღემატებიან პირველს, რადგან გრძნობაში მეტია გონება, ვიდრე გონებაში გრძნობა.
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე…
ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება
ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრიათ
ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას
ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს
სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით
ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის
ცხოვრება ჭადრაკია. ბევრი ამბობს მინდა ვიყო პაიკი, ლაზიერი, მეფე… მაგრამ ამ უბედურებს ავიწყდებათ, რომ ვიღაც ამ ჭადრაკს თამაშობს
ნუ განსჯი ადამიანს წარსულისთვის, რადგან არ იცი შენი მომავალი
არაფერია დაუსრულებელი, მაგრამ ზოგჯერ ის არაფერია სწორედ ყველაფერი. ,,არაფერი’’ ზოგიერთს მართლა ,,არაფერი’’ ჰგონია. ,,არაფრისგან’’ შექმნა უფალმა ,,ყველაფერი’’ და ,,არაფრისგან’’ უნდა შევქმნათ ჩვენც ჩვენთვის განკუთვნილი ,,ყველაფერი
მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ადამიანებისთვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება
ღმერთი მწერალია, ჩვენ კი ერთდროულად გმირებიც და მკითხველებიც
როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება, მაგრამ ჩვენი იმდენ ხანს ვუყურებთ დახურულ კარს, რომ ვეღარ ვამჩნევთ იმ ერთს რომელიც გაიღო ჩვენთვის
სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია
მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე – ბრმა
კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიხრის დასახმარებლად
ფრთხილად იყავი როცა ხელის გულზე გატარებენ, რადგან თითებს შორის უფსკრულია
კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია
პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს
სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ
ცხოვრება კომედიაა მათთვის-ვინც ფიქრობს, და ტრაგედია მათთვის-ვინც გრძნობს
მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება,როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო
სამართლიანობა სიბრძნის გარეშეც კი ნიშნავს რაიმეს,სიბრძნე კი სამართლიანობის გარეშე არაფერს ნიშნავს.
უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა თუ მაღალი ზნეობა და ღვთის მოშიშება არ ახლავს თან.

სულ ეს იყოო თავს აღარ მოგაბეზრებთ...

თუ მოგეწონებათ კიდევ დავდებ ესეთ სიახლეებს :)

კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1356 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]