მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » სტატუსები
22:34
სტატუსები

1. გაზიან სასმელს რომ სვამ, და 3-4 ყლუპის შემდეგ ცოტა ხნით ჩერდები, რადგან სასაში რაღაც გიბჟუის...
2. პარკში ხილი ან ტკბილეული რომ დევს, თავი შეკრული რომ აქვს და პირდაპირ რომ ხევ კვანძის გახსნის მაგივრად...
3. მაგიდაზე "მაუსის" ბრახუნი - ერთადერთი შვება, როცა კომპიუტერი ჭედავს...
4. ტანსაცმლიდან ძაფის ერთი ქინცილა ღერი რომ ამოირღვევა,გინდა გადაწყვიტო და უარესად გერღვევინება
5. პატარა გულის შეტევა, როცა ქუჩაში უცებ დიდი ძაღლი ჩაგიქროლებს გვერდით.
6. ესემესს რომ კითხულობ, ტელეფონში იყურები და ხეს ეჯახები თავით ეგრევე, იმ მომენტში აქეთ-იქით იყურები ვინმემ ხომ არ დაგინახა და ხომ არ დაგცინის,მერე დამშვიდდები (არავის დაუნახიხარ) და მერე გრძნობ რომ გეტკინა თავი
7. სოფელში რომ ჩადიხარ და პირველი 3 დღე( ან მთელი იქ ყოფნის პერიოდი) ყველაზე მაგარი ტიპი რომ გგონია თავი :დ ნუ იმათ ფონზე ხარ კიდეც
8. როცა გეჩქარება მაინცდამაინც მაშინ რომ იკრავ აცაბაცად პერანგის ღილებს
9. მოხარშულ კვერცხს რომ გატეხავ და წესიერად არ იფრცქვნება...

10. ზამთარში დასაბანად რომ შედიხარ და გარკვეული დროის მერე ამჩნევ, რომ უკვე ერთ საათზე მეტი გავიდა და შენ ისევ გაუნძრევლად დგახარ და ცხელი წყლის ქვეშ სითბოთი ტკბები.

კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1041 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 2.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]