მთავარი » 2011 ოქტომბერი 16 » სტატუსები
10:58 სტატუსები | |
ასეთი ლამაზი მე დედამ გამაჩინა, ხოლო ასეთი სწერვა გამხადე შენ და ამ ცხოვრებამ...
*** რა ხშირად ხდება ასე. გინდა თქვა " მე შენ მიყვარხარ", მაგრამ ამბობ " რა კარგი წყვილი ხართ"... *** შემოგიშვი გულში, შენ კიდე მანდ არივ-დარიე ყველაფერი... ეხლა ვინ გაასუფთავებს იქაურობას?... *** ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა - მე ვიტირებ და დავივიწყებ, შენ გაერთობი და მერე გაიხსენებ... *** თავიდან ყველა ერთნაირია. გაწონებენ თავს, ყვავილები, კინო, პირველი კოცნა, შეგაყვარებენ თავს და მერე გაივლის ქერა ლამაზი გოგო გრძელი ფეხებით და ცხოვრება იცვლება. ახალ სამყაროში - ცრემლი, სველი ბალიში... *** სანამ იტყვი სიტყვა "ДА"-ს, ჯერ დაფიქრდი და მერე წაიკითხე ეს სიტყვა პირიქით... *** ამბობ რო ჩემნაირები არ ტირიან.. ცდები! ტირიან როცა მათ არავინ ხედავს... *** მე უკვე ყველას დავაჯერე რო არ მიყვარხარ. ეხლა დარჩა ამაში საკუთარი თავი დავარწმუნო... *** შენ რა ფიქრობ მე შენთან დავბრუნდები? არა... მე უბრალოდ ვითვლი წამებს იმ მომენტიდან როცა დავშორდით. გესმის? მიყვარს მათემატიკა :D *** იცი, მე ოდესმე დავღვრი ცრემლებს შენს წინაშე, არ მოგაჩვენებ თავს ძლიერად და ვიტირებ ძალიან, ძალიან ბევრს და ნახავ თუ რა უქენი ოდესღაც მხიარულ გოგონას... *** ხოო, შენს ახალ გოგოს რო დავუკვირდეთ... მე წავედი ისე რომ წაგართვი ყველაფერი, გემოვნებაც კი.... *** მინდა გავახილო თვალები და მოვხვდე ზღაპრულ ბავშვობაში. გატეხილი მუხლი ჯობია გატეხილ გულს და სულს... *** გთხოვ გაათბე ჩემი გული, მოაშუშე ყველა ჭრილობა, გადააგდე ყველა სისულელე რაც შენთან აკავშირებს და დამიბრუნე ისეთი როგორიც თავიდან გადმოგეცი... *** დიდი ხანია დგახარ და მელოდები? - არაააააა, მე უფრო დიდი ხანი ველოდებოდი შენს ზარს... *** მე მაქვს ყავა, რომელსაც არ ვსვამ... სიგარეტი, რომელსაც არ ვეწევი და ადამიანები, რომლებიც (ალბათ) არ მიყვარს... *** იცი, თუ გინდა დამაბიჯე გულზე, თუ გინდა ჭრილობაზე მარილიც დამაყარე... იმიტომ რომ სადაც მაზოლებია იქ უკვე აღარ გტკივა... *** ეს სამყარო დაუნდობელია, შენ ვერ იცოცხლებ... მეუბნებოდა ერთი ბიჭი. . . ნეტა იცოდეს მის გამო რა გადავიტანე, მოკეტავდა! *** მიდით რა უკვე თქვენი შემოდგომა, ამ ზაფხულის უკვე ყველაფერი გასაგებია :D *** ზაფხულის დილა. მარწყვის კოქტეილი. შენი ხმა. ჩემი ღიმილი. შენი ტუჩები და ... "მაღვიძარა" - ეს ისევ სიზმარია... :((( *** არა, რას ამბობთ... არ ველოდები არანაირ ზარს... უბრალოდ მიყვარს ტელეფონით ხელ *** ყველას ჩვენ როგორ გვიყვარს არასასურველი ადამიანების შეყვარება :)))) *** გრძნობის გადაუხდელობის გამო თვალებში გამორთეს სინათლე... *** - მოდი მეგობრებად დავრჩეთ? - მადლობა, მე დაქალები მყოფნის... ;) *** მინდა რამოდენიმე წელიწადში შევხვდეთ, შენ დაიძახებდი ჩემს სახელს , მე გამოვბრუნდებოდი და აღმოჩნდებოდა რომ შენ ეძახი შენს გოგოს... *** შენი ტკბილი ტყუილებისგან უკვე დიაბეტი დამემრთა.... *** მე არ დამაბრალოთ სწერვა რო ვარ... დააბრალეთ იმას ვინც ასეთი გამხადა! *** - რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? - ყველაფერი რიგზეა, ყველა მოვკალი... :D *** სიყვარული - ეს წიგნია, წიგნი - რომანი, რომანი - ზღაპარი, ხოლო ზღაპარი - ტყუილი! *** სიყვარული... - გაკეთებულია იაპონიაში :| *** გიყვარდეს მაშინ როდესაც არავის არ უყვარხარ ეს იგივეა უპასუხო მაშინ როცა არავინ არ გეკითხება... *** ქალი..?! ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა დანნარჩენი სისულელეა... *** მამაკაცი..?! - ღმერთია, მაგრამ ეს ღმერთი ყოველთვის ქალის ფეხებთან ზის! *** მე აგამაღლე იმ სიმაღლემდე ბოლოს მე თვითონ ვეღარ შემოგწვდი.. *** "საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს,ნამდვილი ბრძენი იქნები." *** გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ, მე არ მჯერა. უბრძანებ კიდევაც და მეტსაც უზამ: რასაც გინდა, იმას დააჯერებ, საითაც გინდა, იქეთ გადაჰქაჩავ. რა სიყვარულსაც შეაპარებ, იმას შეიწოვს. გულს ერთადერთი შეუძლია - მერე განანოს! *** ნუ გაუყვები ბილიკს...იარე იმ გზით,რომელიც გაკვალული არ არის და დატოვე მხოლოდ შენი კვალი... ! *** მინდა მტკიოდე ,ცოტათი...და არა როგორც ეხლა- უსაშველოდ, ... მინდა ვიფიქრო შენზე...გაგიხსენო...ხანდახან ...ხანდახან და არა როგორც ეხლა -ყოველ წუთს... მინდა მენატრებოდე-ოდნავ ... არა როგორც ეხლა-უღმერთოდ *** "ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს." *** სხვა შეგიყვარდება? შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები... *** მიყვარს როცა პატარა ბავშვებს ვეუბნები ”მაჩვენე როგორ მიყვარხარ”და ისინი მთელი ძალით გეხუტებიან *** ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს, იქ სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის. ეს ასე იყო...ასე არის...ასე იქნება...კაცს სიყვარული არასოდეს ეცოდინება.. *** წიგნში ჩანიშნული ლექსივით მოგწონდი, თუმცა ვერასოდეს ვერ დამიზეპირე... *** როცა სხვას ტყუილს აჯერებთ,ეს თქვენი კი არა, იმის ღირსებაა,რომ დაგიჯერათ... *** მე თუ გიჟი ვარ ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენ თავი ჭკვიანად იგრძნო *** სითბო რომ გინდოდეს ვიღაც უნდა გათბობდეს, რომ გათბობდეს უნდა უყვარდე, რომ უყვარდე–ღირსი უნდა იყო.. *** მთელი ცხოვრება მოლოდინია, ადამიანი სულ რაღაცას ელოდება, რაღაცას ან ვიღაცას ეძებს, შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს, მაგრამ ვერც ამჩნევდეს, რადგან მას იმედი აქვს, რომ უფრო უკეთესს იპოვის *** მდაააა საიტზე ОДНОКЛАССНИКИ უკვე კარგა ხნის წინ უნდა დაედგათ მარმარილოს ძეგლი, წარწერით: ,, აქ განისვენებს უაზროდ ჩაკლული წუთები .. *** მთელი ცხოვრება მოლოდინია, ადამიანი სულ რაღაცას ელოდება, რაღაცას ან ვიღაცას ეძებს, შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს, მაგრამ ვერც ამჩნევდეს, რადგან მას იმედი აქვს, რომ უფრო უკეთესს იპოვის *** მე არ მეშინია ერთი და იგივე შეცდომების დაშვების, არ მაქვს შიში იმ ტკივილის და გრძნობების თავიდან განცდისა... ერთი მინდა იცოდე: შემიძლია ყველანაირად მიყვარდე, მტკიოდე, მწამდე და გგრძნობდე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |