მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » სიყვარული (პავლე მოციქული)
10:57
სიყვარული (პავლე მოციქული)

და სწორედ ახლა მსურს გითხრათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ :

თუ ადამიანთა ან თუნდაც ანგელოზთა ენით ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს საუბარში სიყვარული არ იქნება ჩემი ხმა მხოლოდ მყვირალა გონგის ხმას დაემსგავსება. მე შეიძლება ყველაფერი მქონდეს, მქონდეს რწმენა იმისა, რომ მწვერვალებიც კი გვერძე გადავდგა, მაგრამ თუ სიყვარული არ მაქვს, მე მაინც არაფერი ვარ. მე შეიძლება ყველაფერი გავიღო, რაც კი მაქვს, დავამარცხო ჩემი ხორციელი სურვილები და ღმერთს შევწირო, მაგრამ თუ ამას სიყვარულით არ გავაკეთებ, ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებ...
სიყვარული მომთმენი და სიკეთით სავსე გრძნობაა. მას შური არ აწუხებს და არც ტრაბახი და კვეხნა იზიდავს. იგი უხეში არაა და არც ეგოიზმთან აქვს რაიმე კავშირი. სიყვარულს ბოროტებასთან არაფერი ესაქმება და მხოლოდ სიმართლესთან და გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას... მას ყოველთვის სწამს, იმედს არ კარგავს და არასოდეს ქრება...

დიახ, სიყვარული არასოდეს მარცხდება., განსხვავებით წინასწარმეტყველებებისაგან, რომლებიც ჩაივლიან, ენები, რომლებიც დადუმდებიან, ცოდნა, რომელიც თავის სარგებლიანობას დაკარგავს. სიყვარული სრულყოფილებაა და სადაც სრულყოფილებაა იქ არასრულყოფილება ქრება...

როდესაც პატარა ვიყავი, ვსაუბრობდი, როგორც ბავშვი, ვფიქრობდი, როგორც ბავშვი და ვიქცეოდი როგორც ბავშვი. როდესაც ასაკი მომემატა, ყველაფერი ბავშვური უკან მოვიტოვე და მისგან მხოლოდ ძალიან ცოტა რამ შემრჩა, რომელიც შეიძლება მხოლოდ მაშინ დაინახოთ, როცა პირისპირ, თვალებში შემომხედავთ
და ახლა დამრჩა მხოლოდ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: რწმენა, იმედი და სიყვარული. და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია...

კატეგორია: იცით თუ არა რომ? | ნანახია: 793 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]