მთავარი » 2010 ნოემბერი 25 » სიყვარული ბრმააო
14:40 სიყვარული ბრმააო | |
სიყვარულის დაბრმავების და გაგიჟების ეს ისტორია ალბათ ბევრისთვის ცნობილია გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო.
დაიწყეს დამალვა. სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება კი ნიავს მოეფარა. სიკეთე კარგა ხანს სხვას უთმობდა ადგილს. რწმენა ზეცაში აიჭრა, სიყვარული სადაც მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი ნახა და შიგ ჩაიმალა.
დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა, ყველა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და უცებ ყვირილის ხმა შემოესმა, სიყავრულს ვარდის ეკალზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო. მას შემდეგ დედამიწაზე დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაყავს | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
|