მთავარი » 2010 სექტემბერი 17 » სიყვარული
16:40 სიყვარული | |
ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს,რომ მათი კუნძული იძირება.ყველამ უცებ მოამზადა ნავებიდა გასცურეს.მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე.როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით,სიყვარული შველას ითხოვდა. ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ.სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას: განცხრომავ,ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა,-უპასუხა განცხრომამ ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს! სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის:პატივმოყვარეობავ ,ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სსიყვარულო შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს!უპასუხა პატივმოყვარეობამ. შორიახლო გასცურა მწუხარებამ.მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე,-ოჰ სიყვარულო,მე ძალიან დამწუხრებული ვარ,მინდა,მარტო დავრჩე. მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებას,მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით,რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი. უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე.ეს იყო მოხუცი.სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით,რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის.როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ,მოხუცი თავისი გზით წავიდა.როცა სიყვარული მიხვდა,რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან,სხვა მოხუცს,ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე?ეს იყო დრო.უპასუხა ცოდნამ.დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა:იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს,თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |