მთავარი »
2011 » მაისი » 21 » სასაცილო : ))
|
გამზრდელი გურულად
ხოდა, აი ცხენიანი კაცი, ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი _ ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?! _ რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო. _ მოი შენ აგერ მეისვენე. ხვალე დილას თუ მაი ცხენი არ ჩაგაბარო, გამპარსე აი ულვაშიო! ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი, რომე ადგა აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანა მოყვარეს?! მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი. ერი პირობა ქე გეიკრა ხელი რიველველზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: შენი ჩაჩნური საქციელი უჩიტელმა გაარჩიოსო! მივიდა უჩიტელთან აი დურაქი და მუუყვა ყორიფელი. ამის გაგონება და გადირია უჩიტელი, გატენა ფილთა. ამ სასიკვდილემ გადიღერა კისერი _ მესროლე და გამათავეო! _ სასიკვდილე შენ კარა, მე ვყოფილვარ, შენისთანა გველიზა რო მირწევია აკვანიო! გამუუშალა ფეხი უჩიტელმა თოფს და ქე გეეხვია ფუტში!
|
კატეგორია: ანეგდოტები |
ნანახია: 849 |
დაამატა: KoKiTa
| რეიტინგი: 1.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]