მთავარი » 2010 ნოემბერი 20 » საპნის ისტორიიდან…
09:02 საპნის ისტორიიდან… | |
უძველეს წარსულში სილამაზისათვის თმაზე ზეთს და ნელსურნელებას ისმევდნენ. გლოვის დღეებში თავზე ნაცარს იყრიდნენ. შემდეგ – რა უცნაურია – ცხიმი ადვილად იბანებოდა და თმა სუფთა და ბზინვარე ხდებოდა. ცხიმისა და ფერფლის ნაზავი – საპნისმაგვარია. ამ ნაზავს იყენებდნენ ოთხიათასი წლის წინ, შექმნეს რა საპნის მაგვარი ნახევად თხევადი ნივთიერება «საპო». მას იყენებდნენ არა იმდენად ჰიგიენისათვის, არამედ კოსმეტიკური მიზნებით. წებოვანი, ადვილად შრობადი, ადვილად ჩამოსაბანი მასა გამოიყენებოდა თმის დასაყენებლად. გაიხსენეთ რთული მოწყობილობები თავებზე და წვრილად დახვეული წვერი ძველ ბაბილონურ გამოსახულებებზე. ხოლო რეცხვისათვის იყენებდნენ სარეცხ თიხას და ისეთი მცენარეების წვენებს, როგორიცაა საპნის ფესვი. სარეცხი დაფის გამოგონების შემდეგ მეთექვსმეტე საუკუნეში გავრცელდა რეცხვის სხვა სახეობაც: თეთრეულს აწყობდნენ როფში, ზედ იშლებოდა ტილო, რომელზეც ყრიდნენ ნაცარს. როფში ტილოს ზევიდან ასხამდნენ ცხელ წყალს – ნაცართან შერევისას მიიღებოდა თუთქი, და თეთრეული უფრო სწრაფად ირეცხებოდა. რუსეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში საპნის მაგივრად აბანოში თუთქი მიჰქონდათ. საპონი დიდი ხნის მანძილზე იდგა ერთ რიგში სამედიცინო საშუალებებსა და წამლებს შორის. მხოლოდ 1424 წელს, იტალიაში, სევონეში, წარმოების გზით გამოუშვეს მყარი საპონი. ცხიმებს აერთებდნენ არა ნაცართან, არამედ ბუნებრივ კალცინირებულ სოდასთან, რომელსაც ტბებიდან მოიპოვებდნენ. საპნის მოსახარშად იყენებდნენ საქონლის, ცხვრის, ღორის, ცხენის ქონს; ძვლის, ვეშაპის და თევზის ქონს; სხვადასხვა წამოებისაგან ნარჩენ ცხიმებს. ურევდნენ მცენარეულ ზეთსაც – სელის, ბამბის, ზეითუნის, ნუშის, ქოქოსის და პალმის. ასწლეულების წინ აღმოცენდა საპნის ხარშვის წესი რუსეთში, სადაც ადამიანები უძველესი დროიდან გამოირჩეოდნენ სისუფთავით, ორთქლის აბანოში რეგულარული დაბანის ჩვეულებით. საპონს ხარშავდნენ ბევრს – სახლის პირობებშიც და სახელოსნოებშიც. შემდეგ გამოჩნდნენ საპნის მხარშავი ქარხნები. განსაკუთრებით გაითქვეს სახელი კოსტრომელმა და ვალდაისელმა ოსტატებმა. რუსული საპნის ხარშვა ვითარდებოდა თვითმყოფადი გზით. ამისათვის ერთობ კარგი პირობები იყო: ქონის დიდი მარაგი, უზარმაზარი ტყის მასივები. «პოტაშის საქმით» დაკავებულნი იყვნენ მთელი სოფლები. ჩეხავდნენ ხეებს, წვავდნენ მათ იქვე, დიდ ქვაბებში, ნაცარს ხარშავდნენ, აკეთებდნენ თუთქს. როცა წყალი აორთქლდებოდა, მიიღებოდა პოტაში. ტყის ასეთმა განადგურებამ გამოიწვია შეშის გაძვირება, გაქრა თაფლიც. თუმცა, 1659 წელს «პოტაშის საქმე» გადაეცა სამეფო ხაზინას, როგორც შემოსავლიანი საქმე. თანდათანობით საპნის ხარშვის პროცესი იხვეწებოდა. მიღებულ იქნა ქარხნული წესით დამზადებული კალცინირებული და კაუსტიკური სოდა, რამაც მნიშვნელოვნად გააიაფა საპნის წარმოება. თანამედროვე ტუალეტის და სარეცხი საპნის წარმოება – ავტომატური და ქიმიური პროცესია. უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვანაირი არომატული დანამატები და დეზინფექციის საშუალებები. განსაკუთრებით ამერიკაში. თუმცაღა ექიმები გვაფრთხილებენ: დეზინფექციის გადაჭარბება ხანდახან საშიშია, ჩვეულებრივი საპონი მიკრობებს არა ნაკლებად უმკლავდება. ხოლო ორჯერ გასაპნვისას პრაქტიკულად მთლიანად ანადგურებს მათ.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |