მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » სახალისო ანეკდოტები
11:51
სახალისო ანეკდოტები

ქართველების გათვლა:

_ პირველი!
_ პირველი!
_ პირველი...

***

ექიმი სინჯავს პაციენტს, თან დროდადრო ამბობს:
_ კარგია, კარგი.
_ რა არის კარგი? _ ეკითხება პაციენტი.
_ ის, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირს

***
ებრაელმა ინატრა: ნეტა გურული იმ ფასად მაყიდინა რაც ღირს და იმ ფასად გამაყიდინა თვითონ რომ გონიაო.

***

მამა ახალდაბადებულ ბავშვს უღებს სურათებს. მედდა ეკითხება:
_ პირველი ბავშვია?
_ არა, ფოტოაპარატია ახალი.

***

ქმარი:
_ ჩემო ძვირფასო!
ცოლი:
_ ძვირფასი მაშინ ვიქნებოდი სხვა ქალებთან რომ არ დაძვრებოდე.
ქმარი:
_ მაშინ ერთადერთი იქნებოდი, ასე კი ძვირფასი ხარ.

***
რუსთაველზე ზის ორი ნარკუშა. ამ დროს გაჩერდება პატრულის მანქანა, იქიდან გადმოვა ორი პოლიციელი და მათი მიმართულებით წავა.
ერთი ნარკუშა ეუბნება მეორეს:

_ ეს პოლიციელები ცისფერები არიან.
_ რა შეატყვე?
_ აბა, მა ვინ არიან?! ამდენი მაგარი გოგო დადის და ესენი კი ჩვენსკენ მოდიან.

***
ეკონომიკურმა კრიზისმა მოიარა მთელი ევროპა, ამერიკა, აზია, აფრიკა და მშობლიურ საქართველოში დაბრუნდა.

***
სვანი მამა და შვილი ქუჩაში მიდიან. უცებ შვილი გაჩერდება და პირჯვარს გადაიწერს. მამა თავში წამოარტყავს და ეტყვის:
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, აფთიაქებთან პირჯვარს ნუ იწერ მეთქი!

***
ბაყაყი გუბესთან იჯდა, წვიმა წამოვიდა და წყალში გადახტა არ დავსველდეო

***

მიხო ხელში ჩაქუჩს ჩაირთყავს. გამწარებული, ჩაქუჩს დედის გინებას დაუწყებს. მარო გამოსძახებს:
_ მიხო, ჩაქუჩს დედა არა ჰყავს!
_ შენ ხო გყავს, შენი დედა...

***

_ ექიმო, როდის გამწერთ სავადმყოფოდან?
ექიმი პასუხობს დამაიმედებელი ტონით:
_ როდესაც კარდიოგრამის ხ
აზი გასწორდება.

კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 673 | დაამატა: GUKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]