მთავარი » 2010 ნოემბერი 5 » საქართველოზე
19:29 საქართველოზე | |
*** თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე. ჰუგო ჰუპერტი ”თბილისის აპოლოგია” *** მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლიტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსულუტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება... ჰეგელი *** ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას... ვინკელმანი *** გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ. ლაიბნიცი *** ჩემი ღრმა რწმენით, ისტორიულად ასე ტანჯული ქართველი ერი კაცობრიობაში დაიმკვიდრებს იმ ადგილს, რომლის ღირსიცაა მისი ათასწლიანი სახელმწიფო კულტურა. არტურ ლაისტი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |