შუა საუკუნეებში ევროპაში, ფიცი რომ გაემტკიცებინათ, ადამიანი ბიბლიაზე ადებდა ხელს და ისე იფიცებდა. ხოლო ძველად, ირლანდიაში, მამაკაცი მარჯვენა ხელს იდებდა საკუთარ ასე ვთქვათ და მამაკაცურ ღირსებაზე და ისე იფიცებდა. ყველასთვის ცნობილია ჰიპოკრატეს ფიცის შესახებ. ამ ფიცის დადების შემდეგ, მედიკოსები ღებულობენ ექიმობის ლიცენზიას. თუმცა ექიმთა ნაწილი უარყოფს ამ ფიცს. ესენი კი არიან ექიმები ისრაელიდან. ამის მიზეზია ფიცის შეუსაბამობა იუდაიზმის კანონებთან. საერთოდ, მედიკოსები ხუმრობენ, რომ ჰიპოკრატეს ფიცის დადების შემდეგ მათ კისერზე სტეთოსკოპი ისახება, ხოლო ცხოვრებას დიდი წითელი ჯვარი ესმება. ინგლისის ზოგიერთ ქალაქში ორიგინალური ჩვეულება არსებობს. ის, ვინც 1 იანვარს დაიფიცებს, რომ ცოლთან არ იჩხუბებს და ამ ფიცს ერთი წლის მანძილზე არ გატეხას, ქალაქის ხარჯზე მიიღებს ბეკონს. 1144 წლიდან 1908 წლამდე ეს პრიზი მხოლოდ 8 ადამიანმა მიიღო. არსებობს მელოტთა საერთაშორისო კავშირი,რომელიც 1965 წელს დაარსდა და დაახლოებით 250 ადამიანს აერთიანებს. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველები დებენ ფიცს, რომ არასოდეს შეიცვლიან "ვარცხნილობას”, ამ დროს მათ ხელი უდევთ ბილიარდის ბურთზე, ხოლო თავზე კონიაკს ივლებენ. ამბობენ, რომ ყველა დროის ყველაზე გაუტეხავი და მტკიცე ფიცი ეწერა საფლავის ქვაზე: "ვფიცავ, რომ აღარასოდეს მოვიყვან ცოლს”. ძველად იაპონიაში ჩვევად ქონიათ, დაეწერად ფიცი ფურცელზე, რომელიც უნდა დაეწვა ფიცის წარმომთქმელს, ხოლო ფერფლი შეეჭამა. იაპონელებს სჯეროდათ, რომ ფიცის დარღვევის შემთხვევაში ფერფლი გადაიქცეოდა საწამლავად. ძველი ფლამანდიური ლეგენდის მიხედვით, ერთხელ ერთ მდიდარ ბატონს შვილი დაეკარგა. ძებნა უშედეგოდ დასრულდა და მაშინ დამწუხრებულმა მამამ ღმერთის წინაშე ფიცი დადო. თუ მის შვილს იპოვიდნენ, დაამზადებინებდა მის ქანდაკებას ოქროსგან იმ პოზაში, როგორც იპოვიდნენ. შვილი იპოვეს. ის ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა. ერთ-ერთ ლუდხანაში, ბარის თავზე ეკიდა რქა, რომელზეც იყო დაწერილი ფიცი:”არ ჭამო შავი პური, თუ შეიძლება მიიღო თეთრი. არ დალიო სუსტი ლუდი, თუ არის ძლიერი. არ აკოცო მსახურს, თუ შესაძლებელია აკოცო პრინცესას, თუმცა უკეთესია აკოცო ორივეს.” საქართველოში ფიცს დიდი ტრადიცია აქვს. ფიცი იყო ის, რომ ძველად მამაკაცები საკუთარი ულვაშის ღერზე იფიცებდნენ, ეს იყო მათი კაცობა და სიტყვა. დღეს კი ფიცი საქართველოში აღარ "მოსულა” და ყველაზე დიდი ძალა "დაგინებას” აქვს, განსაკუთრებით მამაკაცებში. ახლა ქართველი კაცის ფიცია "ბო.იძვილი ვიყო” ან "ჩემი დედა….”. სულ ეს არაა, წარმოიდგინეთ ესენი განსხვავებულ ბრუნვაში და ფორმაში… აი, ასე იფიცებიან დღეს საქართველოში.
|