მთავარი » 2011 აპრილი 11 » საინტერესო ისტორიები ძაღლებზე
10:43 საინტერესო ისტორიები ძაღლებზე | |
საინტერესო ისტორიები ძაღლებზე ადრე, 6-7 წლის წინ ბორჯომში როცა ვიყავი, მეზობელს ყავდა დვარნიაშკა ძაღლი... რამდენიმე დღე ეს ძაღლი ყმუოდა... შეწუხდა ხალხი... მარა არაფერი უქნიათ ამ ძაღლისთვის... რამდენიმე დღეში ეს მეზობელი ქალი (ვისიც იყო ის ძაღლი) გახდა ცუდად... როგორც ამბობენ ძაღლები ხო გრძნობენ წინასწარ რაღაც ცუდი რო მოხდებაო... მოკლედ, ეს ქალი ცუდად რო იყო, ძაღლი გაჩერრებული იყო... აღარ ყმუოდა... მარა 2-3 დღის მერე ისევ ატეხა ყმუილი. ახლხი სულ გადაირია... თან იმ ქალმაც თქვა რო აღარ შემიძლია ამდენიყმუილის ატანა და მომაშორეთ ეს ძაღლიო... მეზობლის კაცებმა დაიჭირეს ეს ძაღლი, ჩატენეს მეშოკში, თავი მოუკრეს და მტკვარში გადააგდეს ტო :resent: მოკლედ, მესამე დღეს ეს ქალი მოკვდა... მვხვდით რატომაც ყმუოდა ის საწყალი ძაღლი... კი ინანეს იმ კაცებმა რატო გადავაგდეთო... გრძნობდა თურმეო... მარა გვიან იყო... ნუ საღამოა, ხალხი გლოვობს ამ ქალს... ჩვენ ბავშვები ქუჩაში ვართ და ვთამაშობდით რაღაცას... ჩვენთვის ჩუმად... და დედას გეფიცებით ისეთი რაღაც დავინახე, რო დღემდე მაჟრჟოლებს ის ძაღლი მოდიოდა კი არ მოდიოდა, მოხოხავდა საწყალი, გალუმპული იყო ამდენი დღის მშიერი ეტყობა ცოცხალ-მკვდარი იყო... კინაღამ გავგიჟდით გავარდა ერთი მეზობელი მამამისთან რო ის ძაღლი მოვიდაო გამოვიდა ის კაცი უყურებდა ყველა ვინც გარეთ იყო ძაღლს უყურებდა რას იზამდა შევიდა ეზოში ძაღლი შევიდა სახლში იმ ოთახში სადაც ის ქალი ესვენა თავთან დაუჯდა და სანამ არ გაასვენეს ადგილიდან არ მოშორდა არც ჭამდა და არც არაფერი ისედაც ამდენი დღის უჭმელი იოყო... მოკლედ ამ ამბის გახსენებაზე დღესაც ჟრუანტელი მივლის 1 წლის წინ რო გამახსენდა და დედაჩემს ვუთხარი გახსოვს მეთქი საიდან გაგახსენდაო მკითხა და ამას რა დამავიწყებს მეთქი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |