მთავარი » 2010 სექტემბერი 27 » საღეჭი რეზინის ისტორია
19:38 საღეჭი რეზინის ისტორია | |
საღეწი რეზინი პირველად 1860 წელს გამოიგონეს, თუმცა ღეჭვისადმი
მიდრეკილება უფრო ადრე ვლინდება. ამას ქვის ხანის დროინდელი აღმოჩენებიც
ადასტურებს. ეპროპაში ნაპოვნია წვის ნატეხები, სადაც ადამიანების კბილის
ანაბეჭდებია. ბერძნები საუკუნეების განმავლობაში ღეჭდნენ იქაური ბუჩქოვანი
მცენარეების რბილობებს. სემდეგ ამეიკელებმა ინდიელებისაგან ისწავლეს ხის
ფისის ღეჭვა, რომელიც 1800 წლიდან იყიდებოდა.
XX საუკუნე საღეჭი რეზინის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ეს დრო მის ეპოქადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ეს გატაცება, რომელსაც დროებითს უწოდებდნენ, გართობის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. ამას კი უილიამ ვრიგლი ვერც კი წარმოიდგენდა 1889 წლს აშშ-ში კრისტოფერ რობერტსონი ირწმუნებოდა, რომ კარგი იქნებოდა დაემზადებინათ მედალიონი საღეჭი რეზინის სატარებლად. იგი მას სიბინძურისაგან დაიცავდა. საღეჭი რეზინი მოგვიანებით მრეწველებმა გააუმჯობესეს. მასში მიხაკისა და პიტნის არომატი შეიტანეს. ამის შემდეგ მას სუნთქვის გაუმჯობესება შეეძლო. ამერიკაში ეს ზოგიერთმა მშრალი კანონის დროს გამოიყენა: მაშინ, როდესაც სმა იკრძალებოდა, ნასვამი ხალხი პოლიციისაგან საღეჭი რეზინით მალავდა თავიუს "მიქარვას". ასევე ღეჭვა ხელს უწყობს საღეწი აპარატის გაუმჯობესებას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ საღეჭი რეზინი სტრესს ხსნის. ამიტომ ამერიკულ ჯარში საკვებთან ერთად რაციონში რეზინიც კი შეიტანეს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით გასაღდა. საბჭოთა კავშირში "კევი" სხვა ქვეყნებიდან საერთოდ არ შEმოდიოდა, ამიტომ ამას ბოშები ყიდნენ რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო..."კევები" კაპიტალისტური ქვეყნების სახედ მიიჩნეოდა და მისი ღეჭვა ცუდ ტონად ითვლებოდა. იმპორტული საღეწი რეზინი ისეთი იშვიათობა იყო, რომ ბავშვები მას არა ერთჯერადად, არამედ რამდენჯერმეც კი იყენებდნენ. თუმცა საქართველოში და კიდევ ბევრ ჩრდილოეთის ქვეყანაში ნაძვის კევი არსებობდა. მას არამედ კარგი სურნელი და არომატი აქვს, არამედ ის ძალიან სასარგებლოცაა. თუმცა მას უარყობითი მხარეც აქვს, მალე მაგრდება და იფშვნება. და მაინც, ყველაზე დიდი აღიარება მაინც ამ პროდუქტს უილიამ წრიგლის წარმოებამ მოუტანა. მანამდე ინდიელ ტომებში იყო ცნობილი ჰევეის ხის რეზინი, რომელიც კაუჩუკს ჰგავდა. საღეჭი რეზინის წარმოება პირველად მსოფლიოში XIX საუკუნის 50-იან წლებში მენის შტატში ( ახალი ინგლისი) მცხოვრებმა ძმებმა მოუტანეს. მათ ნაზვის კევი შეურის ფუტკრის ფიჭას, დააფასოვეს და დაიწყეს მისი გაყიდვა. შემდეგ ძ,ებმა კურტისებმა ამ მასას პარაფინის არომატიც შეურიეს, რომელიც სპეციალურ გემოს აძლევდა. მათი საღეჭი რეზინების პოპულარობა კი მაშინ დაეცა, როცა 1869 წელს როდესაც უილიამ ფინლი სეპლომ კევის წარმოება კაუჩუკისგან დაიწყო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |