შემოდგომაზე ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა, ხშირია ქარი და წვიმა. სწორედ ამ პერიოდში იწყება ვირუსების შემოტევაც.
ამიტომ, პირველ რიგში, იმუნიტეტის ამაღლება გვმართებს. ამისათვის კი მედიკოსები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვთავაზობენ.
* რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ ცილოვანი პროდუქტები - ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ნიგოზი.
* აუცილებლად მიიღეთ როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული ცხიმები: ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მცენარეული ზეთი.
* უჯრედების სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია მცენარეული ნახშირწყლები - ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ისინი შეიცავენ უჯრედისსა და ვიტამინებს. რაფინირებული ნახშირწყლების წყაროა ფქვილეული და ტკბილი ნუგბარი, რომლებიც ზომიერად უნდა მივიღოთ.
* A, C, E, და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა აფერხებს იმუნური უჯრედების გაყოფას და მათ აქტივობასაც ამცირებს. A ვიტამინი ორგანიზმში წარმოიშობა ბეტა-კაროტინისგან, რომელიც ბევრია წითელ და ყვითელ ხილ-ბოსტნეულში: სტაფილოში, გარგარში, ნესვში, ასევე - ღვიძლსა და კვრცხის გულში.
C ვიტამინი ბევრია ასკილში, ფორთოხალში, ლიმონში, ნიახურსა და მჟავე კობოსტოში. E ვიტამინი ყველაზე მეტი მცენარეულ ზეთშია. B ჯგუფის ვიტამინებით კი ორგანიზმს ამარაგებს ნიგოზი, სოკო, წიწიბურა, ყველი, მზესუმზირა და პური.
ასევე საჭიროა მიკროელემენტების - რკინის, კალციუმის, იოდის, მანგანუმის მიღება. მათი წყარო ბურღულეული და მწვანილია.
ლიკა კერატიშვილი გაზეთი "ყველა სიახლე"
|