მთავარი » 2010 » ნოემბერი » 1 » რობოტიზებული ფარდა პრივატულობის დასაცავად
18:43
რობოტიზებული ფარდა პრივატულობის დასაცავად


თუ კი ყველა იმ ნივთის სიას ჩამოვწერთ, რომელთა რობოტიზებაც შესაძლებელია, ფანჯრის ფარდა მასში ყველაზე ბოლოს მოხვდება. ალბათ, ასე მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რადგანაც, ნიკლას როიმ (Niklas Roy) ამ საქმისთვის ხელის მოკიდება გადაწყვიტა, რათა ცოტაოდენი პრივატულობა უზრუნველყო საკუთარი თავისთვის.

ფანჯრის გარედან დაყენებული კამერისა და სერვოძრავის დახმარებით ფარდა ტროსზე მოძრაობს და ყველანაირად ცდილობს ბინაში მცხოვრებნი გამვლელთა ცნობისმოყვარეობისგან დაიცვას. «გვერდითი ეფექტი» იმაში მდგომარეობს, რომ ისტერიულად მოძრავი ნაჭერი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს – ეს მომენტი გამომგონებელს ნამდვილად არ გაუთვალისწინებია. თუ კი თქვენ მიღებულ გაჯეტს მოქმედებაში იხილავთ, ორწუთიანი ჯანმრთელი სიცილი უზრუნველყოფილი გაქვთ.



ვიდეორგოლზე ნაჩვენებია რობოტიზებული ფარდა "სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას”, ხოლო ამ ლინკით შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ ყველა აუცილებელი ნივთი, თუ კი თქვენ ამ პროექტის საკუთარ სახლში განხორციელებას გადაწყვეტთ. თუმცა, გაცილებით მარტივია ჩამოკიდოთ ისეთი ფარდა, რომელიც ფანჯრის მთელს სიგანეზე იშლება, და ცნობისმოყვარეთაგანაც დაგიცავთ.
კატეგორია: გენიალური იდეები | ნანახია: 974 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]