მთავარი » 2011 ოქტომბერი 13 » რაზე მეტყველებს თქვენი სიცილი
11:38 რაზე მეტყველებს თქვენი სიცილი | |
ფსიქოლოგების აზრით, სიცილის მანერის მიხედვით, ადვილად შეიძლება ადამიანის ხასიათზე მსჯელობა. თუ სიცილის დროს ნეკი თითით ეხებით ტუჩებს საკუთარი შეხედულებები გაქვთ ქცევის წესებსა და მანერებზე და მათ მკაცრად იცავთ, ამასთან, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. თუ სიცილის დროს ტუჩებზე ხელს იფარებთ ცოტა მორცხვი ხართ და საკუთარი ძალების არ გჯერათ. აქტიურობას ერიდებით, ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ. თავს მაშინაც კი უხერხულად გრძნობთ, როცა გაქებენ. გირჩევთ, ნუ გაგიტაცებთ თვითანალიზი და თვითკრიტიკა. თუ სიცილის დროს თავს უკან სწევთ მიმნდობი ხართ. ხშირად გაუთვალისწინებელ, არაპროგნოზირებად ნაბიჯებსაც დგამთ, ამ დროს მხოლოდ ინტუიციით ხელმძღვანელობთ. უმჯობესია, გონებას დაუჯეროთ. თუ სიცილის დროს ხელით სახეს ეხებით მეოცნებე ხართ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ არ ღირს არარეალური ოცნებებისთვის თავგანწირული ბრძოლა. რჩევა: პრობლემებს უფრო რეალურად მიუდექით, ფხიზლად იყავით და ყველაფერი რიგზე იქნება. თუ სიცილის დროს ცხვირს იჭმუხნით თქვენი გრძნობები და შეხედულებები ცვალებადია. ემოციური და ჭირვეული ადამიანი ბრძანდებით. ადვილად ემორჩილებით წუთიერ განწყობას, რაც თქვენ და გარშემო მყოფებსაც სირთულეს გიქმნით. თუ ხმამაღლა, მთელი ძალით იცინით
კეთილგანწყობილი, კეთილსინდისიერი ადამიანი ბრძანდებით. ადვილად ეგუებით სხვადასხვა გარემოებას და ადამიანებს. გრძნობებს ყოველთვის აკონტროლებთ. იშვიათად, ვინმეს აწყენინოთ ან თქვენი მიზეზით ვინმე დაზარალდეს. თუ სიცილის დროს ხელით ნიკაპი გიჭირავთ გაწონასწორებული, თავდაჯერებული, გონიერი ბრძანდებით. საქმიანი და მიზანმიმართული ხართ, ზოგჯერ საჭიროზე მეტადაც კი. ასეთ სიტუაციებში ეცადეთ, საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედოთ. თუ სიცილის განსაზღვრული მანერა არ გაქვთ, ინდივიდუალისტების ჯგუფს მიეკუთვნებით. ყველგან და ყველაფერში საკუთარი აზრითა და შეხედულებით ხელმძღვანელობთ. ხშირად სხვის აზრს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, რაც ბევრს არ მოსწონს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |