მთავარი » 2011 » ნოემბერი » 17 » რატომ ვერ ანებებთ მოწევას თავს? ტესტი
11:19
რატომ ვერ ანებებთ მოწევას თავს? ტესტი

ამ ტესტს ექიმები იყენებენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, რატომ ეწევა პაციენტი და დაეხმარონ მავნე ჩვეულების დაძლევაში.
თქვენც გაეცანით ტესტის შეკითხვებს, დაფიქრდით და იქნებ მიხვდეთ, რატომ ან რისთვის ეწევით. ეს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ერთი ნაბიჯია კარდინალური გადაწყვეტილებისკენ.

ა. ხელს მიწყობს მუშაობაში

ბ. საოცარ სიამოვნებას მანიჭებს ხელში მომარჯვებული სიგარეტი

გ. სასიამოვნოდ მადუნებს

დ. ვეწევი, როცა ვნერვიულობ

ე. უსიგარეტოდ თავს გაშიშვლებულად ვგრძნობ

ვ. ავტომატურად ვეწევი, რატომ - არ ვიცი

ზ. აზრის მოკრებაში მეხმარება

თ. თავად მოწევის პროცესი მომწონს

ი. თამბაქოს სუნი მომწონს

კ. სიბრაზეს მიხსნის

ლ. როცა არ ვეწევი, თითქოს რაღაც მაკლია

მ. მგონია ხოლმე, რომ ერთს ვეწევი, არადა, თურმე ერთი არ მაქვს ჩამქრალი, რომ მეორეს ვუკიდებ

ნ. როცა ვეწევი, მეჩვენება, თითქოს ხელმეორედ ვიბადები

ო. სიგარეტის ბოლოს ცქერა სიამოვნებას მანიჭებს

პ. ძირითადად მაშინ ვეწევი, როცა თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ

ჟ. ვეწევი, როცა ეულად ვგრძნობ თავს

რ. თუ შევნიშნე, რომ სიგარეტი მიმთავრდება, მაშინვე ნერვები მეშლება

ახლა ვნახოთ, მოტივების რომელ ჯგუფს ეკუთვნის თქვენი პასუხები:

ა+ზ+ნ - მასტიმულირებელი მოტივი

ბ+თ+ო - სიამოვნება მოწევის პროცესიდან

გ+ი+პ - მოდუნება, კმაყოფილების გრძნობა, მოთმინება

მოტივების მეორე ჯგუფი

დ+კ+ჟ - დაძაბულობის მოხსნა

ე+ლ+რ - ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მოწევის დიდი სურვილი

ვ+კ+ჟ - ჩვევა

თუკი თქვენი პასუხები პირველ ჯგუფში მოხვდა, ე.ი. თქვენი სიგარეტზე დამოკიდებულება უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა, ვიდრე ფიზიოლოგიური. მთავარია, ხელი დაკავებული გქონდეთ - მაშინ რაღა სიგარეტი, აიღეთ ფანქარი, კალამი ან სხვა რაიმე ”უსაფრთხო” საგანი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ თავი დაანებოთ მოწევას - ამის დიდი შანსი გაქვთ.

მეორე შემთხვევაში საქმე სერიოზულად არის. თუკი სიგარეტის გადაგდების სურვილი გაგიჩნდებათ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ - თქვენ უნდა მოერიოთ საკუთარ თავს. ეს იოლი საქმე როდია, მაგრამ ჯანმრთელობა ამად ღირს.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 623 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]