20:14 რატომ არ უნდა მოწიო სიგარეტი | |
მე ვისზე რას ვამბობ მარა მაინც ჩვენი რეალობა: • საქართველოში მწეველთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა და მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ერთერთ პირველ ადგილზე ვიმყოფებით. • თამბაქოთი გამოწვეული 27 კატეგორიის დაავადებისაგან საქართველოში ყოველდღიურად იღუპება 21 ადამიანი (მეტწილად, ფილტვების კიბოთი, სასუნთქი სისტემისა და გულ_სისლძარღვთა დაავადებებით). არამწეველებში ფილტვების კიბო 200-დან მხოლოდ 1-ს ემართება, მწეველებში _ 8_დან ერთს. საგანგაშოა, რომ დღითიდღე ახალგზრდავდება მწეველთა ასაკი: ქალაქებში ბავშვები წევას იწყებენ 9-10 წლიდან, თბილისში მოზარდი ვაჟების 84 და გოგონების 78 % თამბაქოს სისტემატიური მომხმარებელია. ორსულ ქალთა 34% პროცენტი ეწევა, ამიტომ ძალზედ გახშირდა მუცლის მოწყვეტა, მკვდარშობადობა, ნაყოფის განუვითარებლობა 2000 წელს, 1995 წელთან შედარებით ონკოლოგიურ ავადმყოფთა რაოდენობა, რომელთაც პირველად დაუდგინდათ ეს დიაგნოზი, გაიზარდა 45%-ით. სიმსივნეებით დავაადებულებიდან მეორე ადგილზეა სასუნთქ ორგანოთა და გულმკერდის სისმსივნე _ 19,4%. მამაკაცებში - პირველ ადგილზეა სასუნთქ ორგანოთა სისმსივნე - 35,2%. სიმსივნეებით 2000 წელს გარდაიცვალა 3611 ადამიანი, აქედან სასუნთქ ორგანოთა სისმსივნით _ 20,5% საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქო, ჩაი და სხვა მსგავსი მცენარეები ხასიათდებიან რადიაქტიულობის აკუმულაციის განსაკუთრებული თვისებით. ამიტომ იმის მიხედვით, თუ სად და რა პირობებში არის მოყვანილი თამბაქო, რა სახის სასუქები იქნა გამოყენებული და სხვა, იცვლება სიგარეტების რადიაქტიულობა. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა მასიურად დაანებებს სიგარეტს თავს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივცეთ საშუალება სიგარეტების ამ უამრავ სპექტრში აირჩიოს მისთვის ნაკლებად სარისკო _ ნაკლებად რადიაქტიული სიგარეტი და გავაფრთხილოთ მშობლები და მოზარდები არსებული საშიშროების შესახებ. შედეგები: ანალიზმა აჩვენა, რომ "ყველაზე დაბალი რადიაქტიულობის მქონე სიგარეტების" ჯგუფში 102 დასახელებიდან მოხვდა, მხოლოდ 17 (16,6%), "საშუალო რადიაქტიულობის" ჯგუფში _ 57 (55,9%), ხოლო "ყველაზე მაღალი რადიაქტიულობის" ჯგუფში _ 28 (27,5%) სიგარეტი. საინტერესოა, რომ პირველ ჯგუფში არ მოხვდა არცერთი უფილტრო სიგარეტი, რაც ძალზედ სამწუხაროა, რადგან მოსახლეობის უღარიბესი ფენა სწორედ ამ სიგარეტს ეტანება მათი სიიაფის გამო. ამვე ჯგუფში ვერ მოხვდა ვერცერთი კონტრაბანდული სიგარეტი, სამაგიეროდ ბოლო ჯგუფის 35% -ზე მეტი სწორედ კონტრაბანდას უკავია, რაც მათ დაბალ ხარისხზე მიუთითებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |