მთავარი » 2011 » დეკემბერი » 5 » რას მოგვიტანს დრაკონის წელი?
15:35
რას მოგვიტანს დრაკონის წელი?

ახალი წელი მოდის! უხარიათ ბავშვებსაც და დიდებსაც. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2012 დრაკონის წელია. ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. განსაკუთრებით იღბლიანია ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისა და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიის, ოპტიმიზმისა და რწმენის პერიოდია. წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. დრაკონისთვის მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილადაა შესაძლებელი ფულის შოვნა, მაგრამ მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია. ახალ წამოწყებას დრაკონი წარმატებას ჰპირდება. ზედმეტ რისკს მოერიდეთ. დრაკონის წელს უარყოფითი მხარეებიც აქვს. შეიძლება გაგიჭირდეთ იმის შენარჩუნება, რასაც ასე იოლად მიაღწიეთ. ბედმა თუ გაგიღიმათ, თავი არ მოიტყუოთ. ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედეთ. გამოიმუშავეთ აწმყოთი ტკბობის უნარი. ეს წელი ბუნებრივი კატაკლიზმების პერიოდია. ყურადღება მიაქციეთ ელექტრომოწყობილობას, გაზისა და გათბობის დანადგარებს. მთავარია, გჯეროდეთ ხვალინდელი დღის და ყველაფერი მართლა კარგად იქნება!

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 851 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]