მთავარი » 2010 » სექტემბერი » 7 » რა არის სიყვარული ?
17:08
რა არის სიყვარული ?


მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ 
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის 
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო 
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ? 
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ 
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს 
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის 
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა 
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ 
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს 
ანდა როდესმე ატირებულხარ 
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ 
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები 
შენზე ფიქრებით იწყება დილა 
გისურვებ ულევ ბედნიერებას 
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად 
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები 
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან 
შენი გული კი სათივით ძგერს 
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს 
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე 
ძალიან არის შეყვარებული 
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ 
შენი მზერით არს დატყვევებული

****

ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავს?! ნუთუ ორივე? ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . 

ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . 

- ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! 

- ვიცი! 

- რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! 

- ვინ სხვაზე? მე ხომ ვმეცადინეობ? 

- გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავ? ფიქრში ვინ გიზის? გამოცდა თუ სიყვარული? 

- თავი დამანებე! ვმეცადინეობ! 

- მეცადინეობ? ნუ მაცინებ?არ გრცხვენია? იწვი, იფერფლები. . . 

- თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! 

ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . 

- რას აკეთებ? 

- ვფიქრობ! 

- გამოტყდი! 

- ჰო! 

- რაზე ფიქრობ? 

- პირველ სიყვარულზე! 

- კიდევ მასზე ფიქრობ?! 

- ჰო. . . 

- რატომ? 

- არ ვიცი. . . 

- ჰო დაივიწყე? 

- არ ვიცი. . . . 

- კიდევ გიყვარს? 

- არ ვიცი. . . 

- აბა რაზე ფიქრობ? 

- არ ვიცი. . . 

- აბა, რა იცი? 

- არაფერი ვიცი! 

- კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . . 

- არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . . 

- არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია! 

- არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომ? რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე? 

- ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . . 

- იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . . 

- არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარ? 

- არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყო? 

- შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა! 

- არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა! 

- რა იცი? 

- ვიცნობ! 

- იცნობ? 

- ჰო, ვიცნობ! 

- იცნობ? 

- კი, ვიცნობ! 

- დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ? 

- ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . . 

- ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ! 

- რატომ? დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად! 

- უცნაური იყოო?! 

- კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი! 

- იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. . 

- მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . . ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . . 

- და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . . 

- ბავშვი. . . 

- იმეცადინე!. .

****

მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩოები დამექცა და მეც ქვესჰ მომიყოლა. ხელებში მაკვდებოდა და ბოლო წუტამდე იმას იმეორებდა, "რომ ყოველთვის ვუყვარდი და ვეყვარებოდი" მე უსურს კი არაფრის კეტება არ შემეძლო..... სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ჩემს სახეს ღიმილი არ შორდებოდა ამ ამბის შემდეგ კი ჩემ სახეს გიმილი არ გაკარებია, ყველა აღნიშნავდა და აღნიშნავს რომ ჩემი სახით გარდაქმნა მოხდა, მხიარული გოგო მოკვდა და მკვდრეთით მტირალა გაბუსხული და ეგოისტი გოგო ახსდგა ყველაზე ძალიან ის მაღიზიანებს რომ მე ცოცხალი ვარ და ის მკვდარი, ვთვლი რომ ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ გააჩნია, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ და ჩემი თავი მეზიზღება. მეც უნდა მოვკვდე ეს აუცილებელია ნუ მე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე ვინ ვარ? რომ ასე ვიფიქროოოოოო.?????? განაჩენი ხომ მაღლა გამოაქვთ!!!.

***

სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.

იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებიან ამ ქვეყანას.

ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. იგი სიყვარულით გამსჭვალულ გულებს ხედავს და ამ გულებს მინდობილი იზრდება. წლების შემდეგ ამ სიყვარულს ხან პოულობს, ხან კი ვერა. მთელი ცხოვრების მანძილზე კი იგი ამ ეძიებს ამ სიყვარულს და ამ სიყვარულისაკენ მიილტვის.

მზის დისკოზეც არის სიყვარულის ნიშნები. ორთქლად ქცეული წყლის წვეთები ამ სიყვარულისაკენ მიიწევს. წყლის სიმაღლეზე ასული შხეფები წვეთებად იქცევიან, სიყვარულის ფრთებს ისხამენ და ძახილით მიწის წიაღში ჩაედინებიან. ვარდები და ყვავილები სიყვარულით იზრდებიან და გამვლელ გამომვლელს ღიმილს აფრქვევენ. ფოთლების უბეში დაბუდებული ცვარი არემარეს სიყვარულით ეკეკლუცება და სიყვარულით ცეკვავს. ცხვარი და ბატკანი სიყვარულით ექცევიან ერთმანეთს და ერთ არსებად იქცევიან. ჩიტები და ფრინველები სიყვარულით ჭიკჭიკებენ და სიყვარულის ორკესტრს ქმნიან.

ყველა არსება ამ უკიდეგანო სიყვარულს სამყაროში თავისი ადგილის შესაბამისად ბრწყინვალე სიმფონიის სახით ახმოვანებს. ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს თავისი არსებობის უბეში ღრმა სიყვარული და ტრფიალი წარმოაჩინოს.

სიყვარული ადამიანის სულში ისეთ დიდ კვალს ტოვებს, რომ იგი ამის გამო თავის თავშესაფარს, მშობლიურ მიწა-წყალს ტოვებს, ის კი არა, საჭიროების შემთხვევაში კერასაც კი აქრობს და მაჯნუნი `ლეილას~ მსგავსად ძახილით ველად იჭრება. ის გულქვა ადამიანები, რომელთა სულშიც სიყვარულს არ დაუბუდებია ამ საქციელს სიგიჟეს უწოდებენ.....!

ალტრუიზმი და სხვისთვის ცხოვრება ადამიანისათვის დამახასიათებელი ამაღლებული გრძნობაა და მისი წყარო სიყვარულია. ადამიანთა შორის ის ვინც ყველაზე მძაფრად აღიქვამს ამ გრძნობას ყველაზე დიდი გმირია. ისინი ის უდიდესი გმირები არიან, რომლებმაც საკუთარ არსებაში სიძულვილსა და შურს სძლიეს. სიკვდილი ამ გმირთაA გულის ცემას ვერ შეაჩერებს, შემოდგომა მათ ყვავილებს ვერ დააჭკნობს. ისინი ყოველდღე სულში სიყვარულის ჩირაღდანს აალებენ, თავიანთ გულებს სიყვარულის კეთილშობილურობის ნაკრძალად აქცევენ. ამ სულებმა, რომლებმაც მათ მიერ მგრძნობელობით გაკვალული გზებითა და გვირაბებით მთელს გულებში შეღწევა ძალუძთ, ამ ამაღლებულმა სულებმა იმგვარი მაღალი საბჭოსაგან `მარადიული~ ცხოვრების უფლება მოიპოვეს, რომ სიკვდილი და წარმომავლობა კი არა, მეორედ მოსვლაც კი მათ ყვავილებს ვერ დააჭკნობს და მათ სასმისებს ვერ წააქცევს.

დედა, რომელსაც შვილისათვის სიკვდილი შეუძლია, სახელოვანი გმირია. ის ვისაც ქვეყნისა და ადამიანებისთვის საკუთარი სიცოცხლე არაფრად მიაჩნია, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირია. ის გმირი, რომელიც ხალხისათვის ცოცხლობს და მათთვისვე კვდება, უკვდავების ძეგლია, რომელმაც მათ გულებში ადგილი დაიმკვიდრა. ამგვართათვის სიყვარული ის იარაღია, რომელიც ყველა მტერს დაამარცხებს. ის ჯადოსნური გასაღებია, რომელიც ყველა კარს განახმობს. ის ვინც ფლობს ამ იარაღსა და თუ გასაღებს, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გააღებს სამყაროს ყველა კარს და სიყვარულის საკმეველით ოთხივე მხარეს სიმშვიდეს დააფრქვევს.

ადამიანის გულისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა სიყვარულის გზაა. სიყვარულის გზა წინასწარმეტყველთა გზაა. ამ გზით მავალთათვის კარები ყოველთვის ღიაა, შემთხვევით ერთი კარი მაინც რომ დაიხუროს მის ნაცვლად ასობით და ათასობით სხვა კარი განიხვნება. თუ ადამიანი სიყვარულის გზას დაადგა მისთვის უკვე აღარ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება.

ნეტარ არიან ისინი, ვისთვისაც სიყვარული გზის წარმართველია! საბრალო არიან ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ ერთხელაც ვერც ეზიარა ამ ჭეშმარიტ გრძნობას!

ო, მაღალთა მაღალო უფალო, ჩვენს ეპოქაში, როდესაც ღამის წყვდიადივით ყოველმხრივ შურსა და სიძულვილს დაუსადგურებია იმისათვის, რომ სიყვარულით გამსჭვალო, აღავსო ამ ჭირვეულ და გამსგავსებულ მონათა გულები, უკანასკნელად მუხლმოდრეკილი შენს კართან ქვითინებთ

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1158 | დაამატა: KoKiTa | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 5

nini
 ravi kai daweriliaaa angel2 afro bash bash blink blahblah doctor jester  
   10.03.2011 19:27