რეიტინგი | ნანახია | დაამატა | კომენტარი | სრულად | 5 | 1602 | KoKiTa | 0 | ნახვა | |
|
იცინე.ტრიდენ.რუ -ს ადმინისტრაცია გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დაესწარით მრავალს!
მისი მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
|
რეიტინგი | ნანახია | დაამატა | კომენტარი | სრულად | 4 | 1680 | KoKiTa | 8 | ნახვა | |
|
შემოგვიერთდით IcIne.3Dn.Ru-ს ფორუმზე
საინტერესო
საუბრები,აქტუალური თემები,ინტელექტუალური ამოცანები,არანაირი
აღმსარებლობითი შეზღუდვა,აზრთა გამოხატვის სრული თავისუფლება და კიდევ
ბევრი სხვა. გამოამჟღავნე საკუთარი შესაძლებლობები, გაგვიზიარე შენი აზრი
და ჩაერთე დისკუსიაში...
IcIne.3Dn.Ru - Forum
პატივისცემით, IcIne.3Dn.Ru-ს ადმინისტრაცია.
|
|
| ჩვენ დაგვემატა ონლაინ თამაში შეაფასეთ : ))) და გაერთეთ
ადმინისტრაცია ...
|
|
|
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული,
ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო
ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა
ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე
მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
ტროპარი:
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა:
ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა
გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა
თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა,
კვართის დღესასწაული, ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ.
მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.).
დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად
„კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ
დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა
და აბიათარის ხსენებაც.
ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი
წილად ხვდათ მცხეთელ
...
კითხვის გაგრძელება »
|
რეიტინგი | ნანახია | დაამატა | კომენტარი | სრულად | 5 | 1081 | KoKiTa | 2 | ნახვა | |
|
დღეს, მართმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის
დღესასწაულს აღნიშნავს. IcIne.3dn.Ru-ს სახელით მინდა ყველა მართმადიდებელს
მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული, დედა ღვთისა იყოს თქვენი და სრულიად
საქართველოს მფარველი !
უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოირჩია.
ძველი
აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის
შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: „რომელი არავინ
განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); დანიელ
წინასწარმეტყველი ამბობდა: „მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა
გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა,
ხოლო ესაია ღაღადებდა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია
7:14).
მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე,
გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ
ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად,
ესაიამ - იესეს ძირად.
ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის
აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და
„დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს,
თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი
თხრობა არ ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
რეიტინგი | ნანახია | დაამატა | კომენტარი | სრულად | 5 | 798 | KoKiTa | 20 | ნახვა | |
| გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
|
რეიტინგი | ნანახია | დაამატა | კომენტარი | სრულად | 5 | 2218 | KoKiTa | 15 | ნახვა | |
|