მთავარი » 2010 ოქტომბერი 27 » PC ანეკდოტები =)
19:11 PC ანეკდოტები =) | |
სვანმა იმდენჯერ აკრიფა არასწორი პაროლი, რომ ბოლოს კომპიუტერი დათანხმდა და შეუშვა *** პროგრამისტი იხრჩობა და ყვირის : F1, F1, .(F1 ი იმიტო რო F1 ის დაჭერისას კომპიუტერში გამოდის Support and Help Center) :) . ----------- * კომპიუტერულ ფირმაში ზარია * - ალო, კომპიუტერული ფირმაა? მე თქვენთან კომპიუტერი ვიყიდე ერთი თვის წინ. - ჰო. მერე? - დაიწვა. - რა დაიწვა? - ყველაფერი. - რა ყველაფერი? - ყველაფერი დაიწვა. - ყველაფერი როგორ დაიწვა! მონიტორი დაიწვა? ვინჩესტერი? - მონიტორიც დაიწვა, ვინჩესტერიც… - CD-ROM-იც? - კი, ეგეც, ფლოპიც, მაზერიც… - ეგ როგორ… რა მოხდა ეგეთი? - ხანძარი იყო ოფისში… _______________________________________ *** - მძიმე ბავშვობა მქონდა: ოპერატიული – 64 კბ … *** ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის შევსებისას გრაფაში "ბავშვები” მან ჩაწერა 6/9. ჩავარდა კადრები საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს – 6 ბიჭი და 9 გოგო ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო… ბოლოს კითხეს: - რას ნიშნავს 6/9 ბავშვი? განსაცვიფრებელი პასუხი: - ცოლი მეექვსე თვეშია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |